რელიგია ადიღეელებში

რელიგია ადიღეელებში — ადიღეაში გავრცელებული რწმენა წარმოდგენების ერთობლიობა.

XII-XIII საუკუნეებში ადიღე საქართველოს პოლიტიკურ გავლენაში მოექცა და აქ ამჯერად ქრისტიანობის გამავრცელებლად საქართველო გვევლინება. XIII საუკუნეში ადიღეს ნაწილი ოქროს ურდომ დაიმორჩილა. XVI საუკუნიდან განიცდიდა ოსმალეთისა და ყირიმის სახანოს პოლიტიკურ ექსპანსიას. ამავე დროიდან გავრცელდა ისლამი.

ქრისტიანობა ადიღეაში

ადრე შუა საუკუნეებში ადიღეაში ქრისტიანული რელიგია ბიზანტიიდან და საქართველოდან გავრცელდა. როგორც სამეცნიერო ლიტერატურაშია აღნიშნული, მთავარი ქრისტიანული სიმბოლო და წარმართული კერპი ქართული სიტყვით “ჯვარი” აღინიშნებოდა. ქრისტიანობის გავრცელებაზე მიუთითებენ ეკლესიების ნაშთები, ქვის ჯვრები და საფლავის ქვები ბერძნული ქრისტიანული წარწერებით. არქანჯელო ლამბერტი (XVII საუკუნის პირველი ნახევარი) აღნიშნავდა, რომ ადიღეელები მხოლოდ სახელით არიან ქრისტიანები, არც სარწ-მუნოებით და არც მოქმედებით ქრისტიანობა მათ სრულებით არ ეტყობათ. თუმცა აღმოსავლურმა ექსპანსიებმა, ნელ-ნელა ქრისტიანობა დაჩაგრა, დღეს კი ადიღეელები მაჰმადიანი სუნიტები არიან.

ისლამი ადიღეაში

ადიღეაში ისლამი XVI საუკუნეში გავრცელდა, მთის ცალკეულ ტომებში კი უფრო გვიან XVIII საუკუნესა და XIX საუკუნის დასაწყისში. XIX საუკუნის 50-იან წლებში კარლგოფი წერდა: ადიღეაში „ნამდვილი მაჰმადიანი მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია. აქაური რელიგია ქრისტიანობისა და წარმართობის შერწყმის შედეგად არის ჩამოყალიბებული, რომელსაც მაჰმადიანობა მცირედ ერთვის“. არაერთი ისტორიკოსი აღნიშნავს, რომ ერთადერთი, რაშიც მათი მაჰმადიანობა ჩანს, არის ის, რომ არ სვამენ ღვინოს და არ ჭამენ ღორის ხორცს.

პანთეონი

დასავლეთ ადიღეელების წარმართული პანთეონის სათავეში იდგა დიდი შემოქმედი ღმერთი „თჰაშხუო“. დიდ პატივს მოაგებდნენ „შიბლეს“, რომელიც ერთდროულად ელვისა და ჭექა-ქუხილის ღვთაება, მეხისა და წვიმის მბრძანებელი, მიწათმოქმედების ერთ-ერთი მნიშნვნელოვანი მფარველი და ადამიანთა შემწე იყო. ადიღეელები განსაკუთრებულ თაყვანს სცემდნენ ლაშქრობის ღვთაებას და მეომართა მფარველს „ზეიკუთჰას“.

ადიღეელები განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ ჯვარს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მას მხოლოდ როგორც წარმართულ კერპს ისე ეთაყვანებოდნენ. ადიღეელები დიდ პატივს სცემდნენ ტყეებს, ბუჩქებსა და ხეებს. ხეებს შორის გამორჩეულად მუხას სცემდნენ თაყვანს, განსაკუთრებით თუ ის მეხნაკრავი იყო. მუხა არამარტო ადიღეელებში არამედ საერთოდ კავკასიელ ხალხში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესს მცენარეს წარმოადგენს.

ლიტერატურა

Tags:

რელიგია ადიღეელებში ქრისტიანობა ადიღეაშირელიგია ადიღეელებში ისლამი ადიღეაშირელიგია ადიღეელებში პანთეონირელიგია ადიღეელებში ლიტერატურარელიგია ადიღეელებშიოქროს ურდოსაქართველოყირიმის სახანო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ფანდურინოე სულაბერიძეპოტსდამის კონფერენციასაქართველოს ბრძოლების სიავატიკანიკონტინენტიორალური სექსისტიგმაბერძნული ხელოვნებაბათუმიპუნიკური ომებიძახილის წინადადებავიქტორ ორბანიჩრდილოეთი კორეაევოლუციაგარემოს დაცვასატურნისაქართველო XVI საუკუნეშიიაპონიაევროპის საბჭოპერსონალური კომპიუტერიქართული გვარითითაობაოტელო (ვერდის ოპერა)ტოლერანტობასპილოსებრნირუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიდეზოქსირიბონუკლეინის მჟავაგერმანიასერგო ორჯონიკიძეგნეუს პომპეუს მაგნუსიბარდა სკლიაროსიარსებითი სახელიალკანიარაბობა საქართველოშინაპოლეონის ომებიევროპა-აზიის საზღვარივაჟა-ფშაველალამპრობაარაგვიპორტუგალიაფოლკლორიდედამიწის ისტორიაეგრისის სამეფოქრისტიანობასაქართველოს წითელი ნუსხაკავკასიასიყვარულიოგანესონითეთრი დათვიხვიჩა კვარაცხელიააკონკაგუათემურლენგინარიყალაირემილურჯი ვეშაპიკილოგრამირევაზ ინანიშვილიაბსცისადიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიგიორგი IV ლაშაალექსანდრე I დიდისაქართველოს თავდაცვის ძალებიაბას I (ირანი)ავსტრალიასანქტ-პეტერბურგისისხლის მიმოქცევის სისტემაკურდღელიკონსერვატიზმიევროპაანბანილუარსაბ IIფუტკრებიიმერეთიხელოვნებაფრანც შუბერტიდემოკრატიაპოლონეთიამაზონის დაბლობი🡆 More