პენსილვანიის უნივერსიტეტი (ინგლ.
დაფუძნდა ბენ ფრანკლინის მიერ 1749 წელს (თუმცა 1899 წლიდან უნივერსიტეტი დაარსების თარიღად აღიარებს 1840 წელს, რადგან ფრანკლინის მიერ პენსილვანიის უნივერსიტეტის გახსნამდე იქ უკვე არსებობდა სასწავლო დაწესებულება). სიძველით აშშ-ის მეოთხე უმაღლესი სასწავლებელი და ამერიკის პირველი უნივერსიტეტია. ასევე აივი ლიგის წევრია. პენი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო აკადემიურ დაწესებულებად ითვლება.
პენის ძირითადი ფოკუსი ინტერდისციპლინარული კვლევითი პროგრამებია. თუმცა ისტორიულად პენის სიძლიერე მისი სამაგისტრო და პროფესიული სკოლები იყო, ბოლო წლებში მან მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა საბაკალავრო პროგრამებზეც. პენის სპეციალიზაცია გაერთიანებული ხარისხის პროგრამებია. აქ ასწავლიან ისეთ უნიკალურ საგნებს, როგორიცაა მაგ. ქცევის ბიოლოგიური ბაზისი; მეცნიერების ისტორია და სოციოლოგია; ლოგიკა, ინფორმაცია და გამოთვლითი პროცესები. პენის პოლიტიკით ბაკალავრიატის სტუდენტებს შეუძლიათ დაესწრონ ნებისმიერ სამაგისტრო და პროფესიული საგნების ლექციებსაც.
პენის წამყვანი სკოლებია ჰუმანიტარული მეცნიერებანი, იურისპრუდენცია, მედიცინა, განათლება, ინჟინერია და ბიზნესი. პენის ბიზნესის (ვარტონი), არქიტექტურის (დიზაინის სკოლა), კომუნიკაციების (ანენბერგი), მედიცინისა და საფერშლო სკოლები რანგით ამერიკის საუკეთესო ხუთეულშია. პენის იურიდიული, სოციალური პოლიტიკისა და განათლების სკოლები რანგით გამუდმებით საუკეთესო ათეულში ხვდებიან.
პენსილვანიის უნივერსიტეტი ქვეყნის ერთ-ერთ უდიდესი ფონდების მომზიდია. ამ მხრივ ის როგორც წესი უნივერსიტეტებში უდიდეს ხუთეულშია ხოლმე. ამასთან, პენს ამერიკაში ერთ-ერთი უმსხვილესი კვლევითი პროგრამების ბაზა გააჩნია, ხარჯავს რა 700 მილიონ ამერიკულ დოლარს ყოველწლიურად.
U.S. News & World Report-ის მიხედვით 2016 წელს პენი მეცხრეა შტატებში და ასევე ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სასწავლებელია, ამასვე ამბობს The Princeton Review. 2015 წელს USA Today-მ პენსილვანიის უნივერსიტეტს პირველი ადგილი მიანიჭა აშშ-ში. მსოფლიოს მასშტაბით პენი მე-18-ა QS World University Rankings-ზე დაყრდნობით, მე-17 Academic Ranking of World Universities-სა და Times Higher Education World University Rankings-ის მიხედვით.
პენსილვანიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შორის არიან: უილიამ ჰენრი ჰარისონი, ნნამდი აზიკივე, კვამე ნკრუმა და ალასან უატარა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article პენსილვანიის უნივერსიტეტი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.