პართენ გოთუა: ქართველი მწერალი, პუბლიცისტი

პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა (დ.

პართენ გოთუა: ქართველი მწერალი, პუბლიცისტი სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოთუა.

10 ოქტომბერი 1873, ძიმითი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი — გ. 2 მაისი 1936, თბილისი) — ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, პედაგოგი, ჟურნალისტ-გამომცემელი, საზოგადო მოღვაწე. მწერალ ლევან გოთუას და ექიმ თამარ გოთუას მამა.

ბიოგრაფია

დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. თხზულებისათვის „1889 წლის საფრანგეთის სათავადაზნაურო დარიგებები“ დააჯილდოვეს ოქროს მედლით და მიავლინეს საზღვარგარეთ. იმოგზაურა შვეიცარიაში, გერმანიასა და ავსტრია-უნგრეთში. 4 თვე იმუშავა საფრანგეთში, ლუვრის საპარლამენტო არქივში.

1898 წელს დანიშნეს ვლადიკავკაზის საქალაქო სასწავლებელსა და ქალთა გიმნაზიაში ისტორიის, გეოგრაფიის, პედაგოგიკის და მეთოდიკის მასწავლებლად. 1899 წლიდან პართენ გოთუა იყო ვლადიკავკაზის ქართული სკოლის ფაქტობრივი ხელმძღვანელი და ქართული საზოგადოების თავმჯდომარე. მისი თაოსნობით გაფართოვდა სკოლის შენობა, აშენდა სათეატრო დარბაზი, შეიქმნა ქართველ მსახიობთა დასი და მომღერალთა გუნდი.

1903 წელს გოთუამ მუშაობა დაიწყო თბილისში ბეჭდვითი კომიტეტის ცენზორად, თუმცა მალე დაითხოვეს "არაკეთილსაიმედოობის" გამო. 1905 დააარსა ქართული ეროვნული ორიენტაციის რუსულენოვანი გაზეთი „Возрожде́ние“, რისთვისაც იდევნებოდა ხელისუფლების მიერ. გაზეთთან თანამშრომლობდნენ იმდროინდელი პროგრესული საზოგადოების მოღვაწეები და მწერლები, მათ შორის ნიკო ნიკოლაძე და აკაკი წერეთელი. 1907 წელს პართენ გოთუა აირჩიეს ქალაქის საბჭოს ხმოსნად. როგორც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი, იღვწოდა აჭარაში ქართული სკოლების ქსელის გასაფართოებლად, თბილისში პოლიტექნიკური უმაღლესი სასწავლებლის დასაარსებლად. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი, შემდეგ კი — თავმჯდომარე.

პართენ გოთუა სიჭაბუკის დროიდან მოღვაწეობდა სალიტერატურო ასპარეზზე და აქვეყნებდა მოთხრობებს, თარგმანებსა და ნარკვევებს ჟურნალ-გაზეთებში ("ცნობის ფურცელი", "ჯეჯილი", "ივერია", "მწყემსი", "კვალი", "მოამბე" და სხვა). მის კალამს ეკუთვნის დრამები: "სიკვდილი", "სამზადისი", "კენჭისყრა", "პარტიის კაცი" და სხვა. გოთუამ შეისწავლა ფინანსურ-ეკონომიკური დარგი, აქტიურად მონაწილეობდა საქალაქო და ცენტრალური ბანკის დაფუძნებაში, რომელსაც თვითონ ჩაუდგა სათავეში. გამოუშვა ქართული გაზეთები "სავაჭრო გზა" და "ახალი დროება"; დასტამბა არაერთი ნაშრომი საქართველოს ეკონომიკური განვითარების საკითხებზე. იყო ქველმოქმედი (ეხმარებოდა ხელმოკლე ახალგაზრდა მწერლებსა და სტუდენტებს). დაიღუპა საგზაო კატასტროფის დროს. დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე, მწერალთა ყოფილ პანთეონში.

ლიტერატურა

  • გურგენიძე დ., ჩხეიძე რ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 79.

რესურსები ინტერნეტში

Tags:

10 ოქტომბერი187319362 მაისითამარ გოთუათბილისილევან გოთუამწერალიოზურგეთის მუნიციპალიტეტიპედაგოგისაზოგადო მოღვაწექართველიძიმითი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

აქლემისეფსისიბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)საქართველოს სატელეფონო კოდებივახტანგ I გორგასალიპროტესტანტიზმიმდინარემოსაზღვრე პიროვნების აშლილობათბილისის წყალდიდობა (2015)რიწაBTS (ჯგუფი)ჯუმათის მონასტერინიუტონის კანონებიასფიქსიაფშავიფაშიზმიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებიმორიელებიანემიასარკაზმიკავკასიონიბიძინა ივანიშვილინათურაჩინგიზ-ყაენიღრიანკალი (ასტროლოგია)ჭადრაკიმთვარის მოტაცებადუბაიბათუმის ბოტანიკური ბაღიგურამ დოჩანაშვილიიაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმიჩონგურიაჭარათეთრი დათვიყვარელითერგდალეულებითირკმელისერბეთიაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიახეტიფლისი (ტელესერიალი)გაერთიანებული სამეფოპირველი მსოფლიო ომიკაბო-ვერდე-საქართველოს ურთიერთობებიგიორგი II (საქართველოს მეფე)საჩხერეაია-ნაპაციყვიმესამე რაიხიგერგეტის სამების ეკლესიამსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითცოფიმენისკიკეთილშობილი ირემიილორის ეკლესიაავსტრალია (კონტინენტი)ყაყაჩოგარემოს დაცვარუსეთ-საქართველოს ომი (2008)ნიკოლოზ II (რუსეთი)კრწანისის ბრძოლაკახეთისამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაგიორგი IV ლაშახინკალიირანიდედა ენააფხაზეთის ისტორიამე, ბებია, ილიკო და ილარიონი (ფილმი)პრაიასიონის ტაძარიწმინდა სამების საკათედრო ტაძარილევანის ტბამართლმადიდებლობადათვიოთარ ჭილაძენაპოლი (საფეხბურთო კლუბი)მონანიება (ფილმი)🡆 More