აბუ 'აბდულლაჰ მუჰამმად იბნ სალიჰ იბნ მუჰამმად იბნ სულაიმან იბნ 'აბდურ–რაჰმან ალ–'უსაიმინ ალ–ვაჰიბი ათ–თამიმი (არაბ.
ვიკიპედიის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ეს სტატია გამართვას საჭიროებს. |
9 მარტი 1925 /27 რამადანი 1347 ჰიჯრით, 'უნაიზა — გ. 11 იანვარი 2001 /16 შავვალი 1421 ჰიჯრით, ერ-რიადი.) — სალაფი მუსლიმი სწავლული, ფიყჰის (ისლამური სამართლის) საკითხებში, 'აბდულ–'აზიზ იბნ ბაზთან და მუჰამმად ალ–ალბანისთან ერთად იგი ითვლება მეოცე საუკუნის სალაფი მოძრაობის ლიდერად.
მუჰამად ალ-უსაიმინი | |
---|---|
არაბ. محمد بن صالح العثيمين | |
დაბ. თარიღი | 8 მარტი, 1929[1] |
დაბ. ადგილი | უნაიზა[1] |
გარდ. თარიღი | 11 იანვარი, 2001[2] (71 წლის) ან 10 იანვარი, 2001 (71 წლის) |
გარდ. ადგილი | Damad governorate |
დასაფლავებულია | Al Adl cemetery |
მოქალაქეობა | საუდის არაბეთი |
საქმიანობა | ფაკიჰი, მუფასირი, უნივერსიტეტის პროფესორი და იმამი |
ალმა-მატერი | იმამ მუჰამედ იბნ საუდის ისლამური უნივერსიტეტი და ერ-რიადის სამეცნიერო ინსტიტუტი |
ნათესავ(ებ)ი | Khaled Al Mosleh და Ibrahim Mohamed Al Damigh |
ჯილდოები | King Faisal International Prize in Service to Islam |
გავლენა მოახდინეს | |
საიტი | binothaimeen.net |
მუჰამად ალ-უსაიმინი დაიბადა 1929 წელს ალ–ყასიმის მინტაყას ქალაქ 'უნაიზაში, საუდის არაბეთის ცენტრალურ ნაწილში. პატარაობიდანვე მამამისმა იგი მიაბარა ბაბუას დედის მხრიდან, 'აბდურ–რაჰმან იბნ სულაიმან ად–დამიღს აღსაზრდელად. 14 წლისამ უკვე მიიღო ჰაფიზის წოდება (ანუ ზეპირად იცოდა მთელი ყურანი). მოგვიანებით იგი იწყებს სწავლას შეიხ 'აბდურ–რაჰმან ას–სა'დისთან, ასევე ესწრება 'აბდურ–რაზზაყ ალ–'აფიფისა და მუჰამმად ამინ აშ–შანყიტის ლექციებს.
1949 წელს ერ–რიადში იხსნება სამეცნიერო ცენტრი, რომელსაც 1952 წელს, თავისი მასწავლებლებისგან ნებართვის აღების შემდეგ უერთდება ალ–'უსაიმინიც. 1954 წელს, ერ–რიადის უნივერსიტეტის პროგრამის წარჩინებით დამთავრების შემდეგ იგი ბრუნდება 'უნაიზაში, სადაც იგი კითხულობს ლექციებს. 1956 წელს, 'აბდურ–რაჰმან ას–სა'დის გარდაცვალების შემდეგ ალ–'უსაიმინის ირჩევენ მის ადგილას, 'უნაიზას მეჩეთის იმამ–ხატიბად. იგი ასევე კითხულობს ლექციებს მთელი სამეფოს მასშტაბით. მის მშობლიურ ქალაქში მის ყოველ ლექციას ასობით მსმენელი ესწრება. 1987 წლიდან არის საუდის არაბეთის სამეფოს სწავლულთა კომიტეტის წევრი. 1994 წელს დაჯილდოებულია საერთაშორის პრემიით ისლამის სამსახურისთვის. გარდაიცვალა ჯიდაში 2001 წლის 11 იანვარს, საღამოს. მეორე დღისით მისი ჯანაზა (დაკრძალვის ლოცვა) ილოცეს მექაში, მასჯიდ ალ–ჰარამში, ათასობით მლოცველმა. დასაფლავებულია მექაში.
შეიხი ალ–'უსაიმინი 78–ზე მეტი წიგნის ავტორია, მათ შორის:
This article uses material from the Wikipedia ქართული article მუჰამად ალ-უსაიმინი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.