მუსტაფა რეშიდ-ფაშა (თურქ.
13 მარტი, 1800, სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია — გ. 7 იანვარი, 1858, იქვე) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი. ოსმალეთის დიდი ვეზირი ექვსჯერ; 1846–1848, 1848–1852, 1852, 1854–1855, 1856–1857 და 1857–1858 წლებში, სულთან აბდულმეჯიდ I-ის მმართველობის პერიოდში. იგი არის ოსმალეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიდი ვეზირი და ძალიან კარგი დიპლომატი.
ქოჯა მუსტაფა რეშიდ-ფაშა | |
---|---|
Koca Mustafa Reşid Paşa | |
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 28 სექტემბერი, 1846 |
მმართ. დასასრული: | 22 აპრილი, 1848 |
წინამორბედი: | მეჰმედ ემინ რაუფ-ფაშა |
მემკვიდრე: | იბრაჰიმ სარიმ-ფაშა |
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 12 აგვისტო, 1848 |
მმართ. დასასრული: | 26 იანვარი, 1852 |
წინამორბედი: | იბრაჰიმ სარიმ-ფაშა |
მემკვიდრე: | მეჰმედ ემინ რაუფ-ფაშა |
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 5 მარტი, 1852 |
მმართ. დასასრული: | 5 აგვისტო, 1852 |
წინამორბედი: | მეჰმედ ემინ რაუფ-ფაშა |
მემკვიდრე: | მეჰმედ ემინ აალი-ფაშა |
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 24 ნოემბერი, 1854 |
მმართ. დასასრული: | 2 მაისი, 1855 |
წინამორბედი: | ქიბრისლი მეჰმედ ემინ-ფაშა |
მემკვიდრე: | მეჰმედ ემინ აალი-ფაშა |
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 1 ნოემბერი, 1856 |
მმართ. დასასრული: | 6 აგვისტო, 1857 |
წინამორბედი: | მეჰმედ ემინ აალი-ფაშა |
მემკვიდრე: | მუსტაფა ნაილი-ფაშა |
სულთანი: | აბდულმეჯიდ I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 13 მარტი, 1800 |
დაბ. ადგილი: | სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
გარდ. თარიღი: | 7 იანვარი, 1858 |
გარდ. ადგილი: | სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
რელიგია: | ისლამი |
დაიბადა 1800 წლის 13 მარტს, სტამბოლში. პირველად დიდ ვეზირად 1846 წლის 28 სექტემბერს აბდულმეჯიდ I-მა მეჰმედ ემინ რაუფ-ფაშას ნაცვლად დანიშნა. 1848 წლის 22 აპრილს გაათავისუფლეს თანამდებობიდან და ვეზირად დანიშნეს.
მუსტაფა-ფაშას მმართველობის პერიოდში ოსმალეთს ძალიან ცუდი დრო ედგა. ოსმალეთის იმპერიაში ყველაფერი მოშლილი იყო და არაფრად ვარგოდა არმია. მუსტაფას როგორც უნდა ეცადა ოსმალეთის დაცემის ხანის შეფერხება, მაინც არაფერი გამოუვიდოდა.
12 აგვისტოს მუსტაფა დიდი ვეზირის პოსტზე დააბრუნეს. ამჯერად, მან ეს თანამდებობა ოთხი წლის განმავლობაში შეინარჩუნა, ხოლო 1852 წლის 26 იანვარს მას კვლავ ჩამოართვეს დიდი ვეზირის ბეჭედი, მაგრამ დაახლოებით თვენახევარში კვლავ აღადგინეს თანამდებობაზე. 5 აგვისტოს ის კვლავ გაათავისუფლეს.
ყირიმის ომის პერიოდში, მუსტაფა რეშიდ-ფაშამ წარმატებული მოლაპარაკებები აწარმოა ბრიტანეთსა და საფრანგეთთან, რის შედეგად ოსმალებმა ყირიმის შენარჩუნება მოახერხეს. ამიტომ, 1854 წლის 24 ნოემბერს კვლავ დანიშნეს დიდ ვეზირად.
1855 წლის 2 მაისს საფრანგეთის მოთხოვნით, სულთანი იძულებული გახდა კიდევ ერთხელ გადაეყენებინა მუსტაფა-ფაშა. ერთი წლის შემდეგ, ბრიტანეთის იმპერიამ აიძულა იგი მუსტაფა დაებრუნებინა და ის გახდა ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი მეხუთედ. საფრანგეთს არ სურდა, რომ მუსტაფა-ფაშა ყოფილიყო დიდი ვეზირი, ამიტომ ახლა რუმინეთს შეუტია.
1857 წლის 22 ოქტომბერს მუსტაფა რეშიდ-ფაშა მეექვსედ გახდა დიდი ვეზირი. ამჯერად, მან ეს თანამდებობა სიკვდილამდე შეინარჩუნა და გარდაიცვალა 1858 წლის 7 იანვარს, 57 წლის ასაკში, გულის შეტევით. მის ნაცვლად კი დიდი ვეზირი მეჰმედ ემინ აალი-ფაშა გახდა.
მუსტაფა რეშიდ-ფაშას ჰყავდა ორი ცოლი და ხუთი ვაჟი. მას ერთი ვაჟი პირველი ცოლისაგან ეყოლა, ხოლო დანარჩენი ოთხი მეორე ქორწინებიდან შეეძინა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article მუსტაფა რეშიდ-ფაშა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.