მოჰამედ მოსადეყი

მოჰამედ მოსადეყი (სპარს.

محمد مصدق‎, ინგლ. Mohammad Mosaddegh, დ. 19 მაისი, 1882 — გ.  5 მარტი, 1967) — ირანის დემოკრატიულად არჩეული პრემიერ-მინისტრი 1951 წლიდან 1953 წლამდე, რომელიც ცდილობდა პროგრესული რეფორმების განხორციელებას, მათ შორის ნავთობისა და გაზის სექტორის ნაციონალიზაციას, რის გამოც  დაამხეს აშშ-ისა და ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურებმა ორგანიზებული გადატრიალების შედეგად (ოპერაცია“აიაქსი“).

მოჰამედ მოსადეყი
მოჰამედ მოსადეყი
სპარს. محمد مصدق
ირანის დროშა ირანის 59-ე პრემიერ მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 აპრილი 1951 – 17 ივლისი 1952
წინამორბედიჰუსეინ ალა
მემკვიდრეაჰმად კავამ ას-სალთანე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
22 ივლისი 1952 – 19 აგვისტო 1953
წინამორბედიაჰმად კავამ ას-სალთანე
მემკვიდრეფაზლოლა ზაჰედი

დაბადებული19 მაისი 1880
თეირანი, სპარსეთი
გარდაცვლილი5 მარტი ან 4 მარტი 1967
აჰმადაბადე, ირანი
პოლიტიკური პარტიაეროვნული ფრონტი
მამამირზა ჰიდეაულა ხან აშტიან ბახთიარი
დედაშაჰზადე მალიქა ტაჯ-ხანუმ ყაჯარი
მეუღლეზაჰრა ხანუმ ყაჯარი
შვილებივაჟები: აჰმად და ღულამ ჰუსეინი
ქალიშვილები:მანსურა, ზია აშრაფი, ხადიჯა.
განათლებაპარიზის უნივერსიტეტი
რელიგიაისლამი, შიიზმი
ხელმოწერამოჰამედ მოსადეყი

ბიოგრაფია

მოჰამედ მოსადეყი 
მოჰამედ მოსადეღის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოშვებული საფოსტო მარკა

მოსადეყი დაიბადა 1882 წლის 16 ივნისს თეირანში, ცნობილ ოჯახში; მისი მამა, მირზა ჰიდეაულა ხან აშტიან ბახტიარი გახლდათ ფინანსთა მინისტრი ხორასანის პროვინციაში ყაჯართა დინასტიის მმართველობის დროს, ხოლო დედა, შაჰზადე მალიქა ტაჯ-ხანუმი — უფლისწულ აბას-მირზას შვილიშვილი და  ყაჯართა დინასტიის წარმომადგენლის,  ფათ-ალი შაჰის შვილთაშვილი. როდესაც 1892 წელს გარდაიცვალა  მოჰამედის მამა, მისი ბიძა დაინიშნა გადასახადების ამკრეფად ხორასანის პროვინციაში და მიენჭა მოსადეყ-ოს-სალთანის წოდება ნასერ ალ-დინ შაჰ ყაჯარის დროს.

1901 წელს მოსადეღი დაქორწინდა ნასერ ალ-დინ შაჰის (მართავდა ირანს 1848-1896 წლებში)  შვილიშვილ ზაჰრა ხანუმზე (1879-1965). წყვილს ჰყავდა ხუთი შვილი, ორი ვაჟი (აჰმად და ღულამ ჰუსეინი) და სამი ქალიშვილი (მანსურა, ზია აშრაფი და ხადიჯა).

მოჰამედმა პოლიტიკური კარიერა მან 24 წლის ასაკში დაიწყო, ირანის საკონსტიტუციო რევოლუციაში მონაწილეობით. 1914 წელს სასწავლებლად გაემგზავრა პარიზში, შემდეგ სწავლობდა შვეიცარიაში, ნევშატელის უნივერსიტეტში. იგი გამოდიოდა 1919 წელს ინგლის-ირანს  შორის ხელშეკრულების დადების წინაამდეგ, რის შედეგად დიდ ბრიტანეთს ნავთობის დიდი კონცესიები ენიჭებოდა.

1921-1922 წლებში გახლდათ ფინანსთა მინისტრი, შემდეგ — მეჯლისის (პარლამენტის) წევრი.

1949 წელს მოსადეყმა დააარსა პარტია  „ეროვნული ფრონტი“.

მოჰამედ მოსადეყი 
მოჰამედ მოსადეყი ხელს ართმევს მოჰამედ რეზა ფეჰლევს
მოჰამედ მოსადეყი 
შეხვედრა აშშ პრეზიდენტ ჰარი ტრუმენთან. 1951 წ.

1951 წლის 28 აპრილს მოჰამედ მოსადეყი დაინიშნა ირანის პრემიერ-მინისტრად  (ხმების რაოდენობით: 79 მომხრე და 12 წინააღმდეგი). მანამდე კი, 1951 წლის 15 მარტს, მან მონაწილეობა მიიღო ირანის ნავთობის საბადოების ნაციონალიზაციის შესახებ კანონის მიღებაში. ირანს, დიდ ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მოხდა კონფლიქტი: მოსადეყმა გააძევა ყველა ბრიტანელი სპეციალისტი და მრჩეველი, შემდეგ კი 1952 წლის ოქტომბერში გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა დიდ ბრიტანეთთან. მოსადეყის რეფორმები შეეხო სოფლის მეურნეობასაც, კერძოდ, გაუქმდა ძველი ფეოდალური სისტემა სოფლად. ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა ბოიკოტი გამოუცხადეს ირანის ნავთობს და ქვეყანაში გადატრიალების მომზადება დაიწყეს.

მოჰამედ მოსადეყი 
აჰმადაბადი, 1965 წ. შინაპატიმრობაში

1953 წლის 4 აპრილს ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს უფროსმა ალენ დალესმა 1 მილიონი დოლარი გამოყო მოსადეღის დასამხობად. ამასობაში ირანში დაიწყეს შაჰის ძეგლების აღება, თავად შაჰი ქვეყნიდან გაიქცა ჯერ ბაღდადში, შემდეგ კი რომში. 19 აგვისტოს მოსადეყი ჩამოაგდეს, ხელისუფლებაში მოვიდა გენერალი ფაზლოლა ზაჰედი, რომელმაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს ნავთობის კონცესიები დაუბრუნა და მათთან დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინა.

დამხობის შემდეგ მოსადეყი გაასამართლეს ღალატისთვის და მიუსაჯეს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა, რის შემდეგაც  სიცოცხლის ბოლომდე გადაასახლეს თეირანის მახლობლად მდებარე აჰმედაბადში, სადაც ის შინაპატიმრობაში იმყოფებოდა.

გარდაიცვალა 1967 წლის 5 მარტს.

1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ, 15 მარტი — ნავთობის მრეწველობის ნაციონალიზაციის დღე, სახალხო დღესასწაულად ითვლება.

ხსოვნა

2004 წელს მოჰამედ მოსადეყის სახელი მიენიჭა ქუჩას კაიროში..

2011 წელს შეიქმნა კომპიუტერული თამაში მოჰამედის შესახებ, სახელწოდებით The Cat and the Coup.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • Cleveland, William (2008). A History of the Modern Middle East (4 ed.). Boulder, CO: Westview Press
  • Collier, David R. (2017). "Mossadegh and the Anglo-Iranian Oil Crisis". Democracy and the Nature of American Influence in Iran, 1941-1979. Syracuse University Press. ISBN 9780815635123.
  • Avery, Peter (1965). Modern Iran. Praeger.
  • Elm, Mostafa (1994). Oil, Power, and Principle: Iran's Oil Nationalization and Its Aftermath. Syracuse: Syracuse University Press. ISBN 0-8156-2642-8.

სქოლიო

Tags:

მოჰამედ მოსადეყი ბიოგრაფიამოჰამედ მოსადეყი ხსოვნამოჰამედ მოსადეყი იხილეთ აგრეთვემოჰამედ მოსადეყი ლიტერატურამოჰამედ მოსადეყი სქოლიომოჰამედ მოსადეყი188219 მაისი1951195319675 მარტიამერიკის შეერთებული შტატებიგაერთიანებული სამეფოგაზიინგლისური ენაირანინავთობინაციონალიზაციაოპერაცია აიაქსიპრემიერ-მინისტრისპარსული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

აზოტინოე ჟორდანიათავისუფლების მოედანი (თბილისი)მოლდოვა27 მარტიშინაური კატამორალიმსოფლიო საეკლესიო კრებაფუტკრებინიანგებიმამებისა და შვილების ბრძოლაპოპ-მუსიკააპრილის სოკომეტყველების ნაწილებიგუმბათიალექსანდრე მაკედონელიორალური სექსიიასამანივიკიპედიაგიორგი IV ლაშაფემინიზმიმსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითავოკადომონღოლეთიღამურამთვარეამბროსი (კათოლიკოს-პატრიარქი)სინონიმებიირემიაბანოთუბანიტროპიკული სარტყლებირაჭალომიოქროს კვეთაპელენორვეგიაალმასიმარინა კახიანიწიგნი სიბრძნე სიცრუისარადიუსისაქართველოს ქედების სიაიულიუს კეისარიდუბაის საამიროთბილისინიკო ფიროსმანი28 მარტიValve Corporationწითელაკოლხეთის დაბლობიქვეწარმავლებიტუბერკულოზიკონსტანტინოპოლის დაცემაცოტნე დადიანისაქართველოს დამოუკიდებლობის დღეგვირილასანტიმეტრიბიძინა ჩოლოყაშვილიპორტუგალიასაქართველოს ოქროს ხანათეთრი დათვიღვარცოფიმექსიკაგიორგი ცაბაძელიბერალიზმიქანდაკებავიქტორ დოლიძედათა თუთაშხიამონდისიყვარულილონდონიმირზა გელოვანიმარსიბენჯამინ ფრანკლინისაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიელენე ახვლედიანიშამქორის ბრძოლა (1195)ნიკო ბაგრატიონი🡆 More