მიხეილ ვარდენის ძე მაჭავარიანი (დ.
9 იანვარი, 1968, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის ხუთგზის (1995, 1999, 2003, 2008, 2012) წევრი.
მიხეილ მაჭავარიანი | |
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
დეკემბერი 1999 – აგვისტო 2001 | |
პრეზიდენტი | ედუარდ შევარდნაძე |
დაბადებული | 9 იანვარი, 1968 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
საარჩევნი ოლქი | სამგორი |
მოქალაქეობა | სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა |
მეუღლე | სოფიო ჟღენტი |
შვილები | ვარდენ მაჭავარიანი, ბარბარე მაჭავარიანი |
პროფესია | ნიადაგმცოდნე-აგროქიმიკოსი |
საქმიანობა | საქართველოს პარლამენტის წევრი |
რელიგია | მართლმადიდებელი |
1984 წელს დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა. 1986 წელს გაწვეულ იქნა სამხედრო სავალდებულო სამსახურში. 1991 წელს წარჩინებით დაამთავრა შრომის წითელი დროშის ორდენოსანი საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი ნიადაგმცოდნეობის ფაკულტეტი. 1991-1995 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ნიადაგმცოდნეობის კათედრაზე ლაბორანტად.
მაჭავარიანი იყო საქართველოს მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდული კავშირის მთავარი მდივანი, შემდეგ — თავმჯდომარე. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი “. 1999 -2000 წლებში — საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით , საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 2002-2004 წლებში — საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის სამგორის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“.
1996 წლის ივნისიდან 1999 წლის დეკემბრამდე იყო მოქალაქეთა კავშირის გენერალური მდივანი. 1999 წლის დეკემბერში დანიშნეს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრად. ამ თანამდებობიდან გადადგა 2001 წლის აგვისტოში. 2001–2002 წლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი.
2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის სამგორის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბურჯანაძე — დემოკრატები “. 2004 წლის 23 აპრილს ის გახდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), სადაც ხმათა 30,46% მიიღო (26 121 ხმა) და მეორე ადგილი დაიკავა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article მიხეილ მაჭავარიანი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.