ენძელა მაჭავარიანი (დ.
20 ივლისი, 1964) — ქართველი პოლიტიკოსი და ჟურნალისტი.
ენძელა მაჭავარიანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 20 ივლისი, 1964 |
დაბადების ადგილი | საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ |
საქმიანობა | პოლიტიკოსი, ჟურნალისტი |
ენძელა მაჭავარიანი დაიბადა 1964 წლის 20 ივლისს. 1989 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1981-1982 წლებში მუშაობდა თბილისის №23 პტს-ში. 1982-1984 წლებში იყო თბილისის სართავი ფაბრიკის მხვეველი. 1989-1990 წლებში იყო გაზეთი „სოფლის ცხოვრების“ ჟურნალისტი. 1990-1992 წლებში — იყო გაზეთ „კაბიდონის“ განყოფილების გამგე. 1992-1995 წლებში — გაზეთ „ქართველი ერის“ მთავარი რედაქტორი. 1995-2013 წლებში — წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდის დეპარტამენტის უფროსი. 1998-2000 წლებში — „USAID-ის“ მიწის ბაზრისა და პრივატიზაციის მართვის პროექტის იმერეთის რეგიონის დირექტორი. 2013-2014 წლებში — კულტურის სამინისტროს ღონისძიებების დეპარტამენტის სპეციალისტი. 2014-2016 წლებში — ტელეკომპანია „GDS TV“-ის მთავარი პროდიუსერი. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ენძელა მაჭავარიანი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.