ლუიზ ელიზაბეტ დე ბურბონი (ფრანგ.
22 ნოემბერი, 1693 — გ. 27 მაისი, 1775) — ბურბონთა დინასტიის კონდეს შტოს წარმომადგენელი. კონდეს პრინც ლუი III-ისა და ლუი XIV-ის ასულ ლუიზ ფრანსუაზ დე ბურბონის ქალიშვილი. კონტის პრინცესა 1713-27 წლებში როგორც ლუი არმან II-ის მეუღლე. კონტის პრინც ლუი ფრანსუა I-ისა და ორლეანის ჰერცოგინია ლუიზ ანრიეტას დედა. საფრანგეთის მეფე ლუი ფილიპ I-ის დიდი ბებია. სწორედ მან გააცნო ლუი XV-ს მადამ დე პომპადური.
ლუიზ ელიზაბეტ დე ბურბონი | |
---|---|
კონტის პრინცესა | |
მმართ. დასაწყისი: | 9 ივლისი, 1713 |
მმართ. დასასრული: | 4 მაისი, 1727 |
წინამორბედი: | მარი ტერეზ დე ბურბონი |
მემკვიდრე: | ლუიზ დიანა ორლეანელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 22 ნოემბერი, 1693 |
დაბ. ადგილი: | ვერსალი, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 27 მაისი, 1775, (81 წლის) |
გარდ. ადგილი: | პარიზი, საფრანგეთი |
მეუღლე: | ლუი არმან II, კონტის პრინცი |
შვილები: | ლუი ფრანსუა I, კონტის პრინი ლუიზ ანრიეტა, ორლეანის ჰერცოგინია |
დინასტია: | ბურბონები |
მამა: | ლუი III, კონდეს პრინცი |
დედა: | ლუიზ ფრანსუაზ დე ბურბონი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: | |
ლუიზ ელიზაბეტი დაიბადა 1693 წლის 22 ნოემბერს საფრანგეთში, ვერსალის სამეფო სასახლეში. იგი იყო კონდეს პრინც ლუი III-ისა და მისი მეუღლის, საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ისა და მისი სამეფო საყვარლის, მადამ დე მონტესპანის უფროსი, ლეგიტიმური ქალიშვილის, ლუიზ ფრანსუაზ დე ბურბონის ასული. 1713 წლის 9 ივლისს ცოლად შერთეს თავის ბიძაშვილს, კონტის პრინც ლუი არმან II-ს. ლუიზ ელიზაბეტი ძალიან მომხიბლავი, მხიარული და თბილი ხასიათის გოგონა იყო, რომელმაც მალევე შეაყვარა თავი მეუღლეს. ლუი არმანს ის სიგიჟემდე უყვარდა და ხანდახან იგი ასეთ სიყვარულს პანიკურ ეჭვიანობამდეც კი მიჰყავდა.
საბოლოოდ ლუი არმანის ეჭვიანობებმა ძალადობრივი ხასიათი მიიღო და ამის გამო ორჯერ ისე სასტიკად სცემა ლუიზ ელიზაბეტი, რომ ექიმის ჩარევა გახდა საჭირო მის გადასარჩენად. მეორე ასეთი ინცინდენტის შემდეგ ლუიზ ელიზაბეტმა მიატოვა ლუი არმანი და თავისი დედის მემკვიდრეობით მიღებულ შატოში გაიქცა. ამ ამბიდან მალევე კონტის პრინცი პარიზის პარლამენტში შევიდა და ცოლის დაბრუნებაზე დაიწყო ფიქრი. 1725 წელს ლუიზ ელიზაბეტი დაუბრუნდა მეუღლეს და მასთან ერთად შატო დე ლ'ისლ-ადამში დასახლდა. აქ პრინცი ფილტვების ანთებით დაავადდა, რაც იმ ხანად განუკურნებელი იყო. ამ დროს ლუიზ ელიზაბეტმა იგი მიატოვა და პარიზში დაბრუნდა, ლუი არმანი კი აქ 1727 წლის 4 მაისს გარდაიცვალა.
1732 წელს ლუიზ ელიზაბეტმა თავისი ვაჟი, კონტის პრინცი ლუი ფრანსუა I დააქორწინა თავის დეიდაშვილ ლუიზ დიანა ორლეანელზე, რამაც შეარიგა ბურბონთა დინასტიის კონტისა და ორლეანელების შტოები, რომელთა შორის დავაც ლუი XIV-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტისათვის წარმოქმნილი კონკურენციისას ჩამოვარდა.
1746 წელს ლუიზ ელიზაბეტმა თავის ბიძაშვილს, მეფე ლუი XV-ს წარუდგინა მადამ დე პომპადური, რომელიც მალევე მის სამეფო საყვარლად იქცა და მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საყვარელი გახდა.
თავად ლუიზ ელიზაბეტი გარდაიცვალა 1775 წლის 27 მაისს პარიზში, 81 წლის ასაკში.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ლუიზ ელიზაბეტ დე ბურბონი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.