ლევან ხოტივარი

ლევან ხოტივარი (დ.

4 იანვარი, 1902, ქუთაისი, — გ. 14 დეკემბერი, 1980, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი, სცენარისტი და კინორეჟისორი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1980). სკკპ წევრი 1947 წლიდან. ლევან ხოტივარმა დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია 1921 წელს. 1923–1925 წლებში სწავლობდა საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატის მიერ ჩამოყალიბებულ კინომსახიობთა სტუდიაში; 1924 წლიდან იღებდნენ კინოში. გადაღებულია 10-ზე მეტ ფილმში. როლები: თედო ბიჭი („ხანუმა“, 1926), მურთაზ ვერსაძე („ახალგაზრდობა იმარჯვებს“, 1928), გელა („მზაღო და გელა“, 1933), თედო („ნარინჯის ველი“, 1937), არისტო („მეგობრობა“, 1940) და სხვა; მეორე რეჟისორად მუშაობდა ფილმებზე: „ჯურღაის ფარი“ (1944), „ჭირვეული მეზობლები“ (1945) და სხვა. ძირითადად იღებდა კინოკომედიებს. დამდგმელი რეჟისორია ფილმებისა: „ჭრიჭინა“ (1954), „მე ვიტყვი სიმართლეს“ (1957), „განაჩენი“ (1959), „უდიპლომო სასიძო“ (1961), „ტარიელ გოლუა“ (1968), „მხიარული რომანი“ (1972), „ჩირიკი და ჩიკოტელა“ (1975, რ. ხოტივართან ერთად) და სხვა; ხოტივარის ახალი რედაქციით გამოვიდა ფილმები „ჟუჟუნას მზითევი“ (1965), „მამის მკვლელი“ (1980) და სხვა; დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.

ლევან ხოტივარი
ლევან ხოტივარი
ლევან ხოტივარი. კადრი ფილმიდან „ნარინჯის ველი“, 1937
დაბადების თარიღი 4 იანვარი, 1902
ქუთაისი
გარდაცვალების თარიღი 14 დეკემბერი, 1980 (78 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
ეროვნება ქართველი
განათლება სამსახიობო
ალმა-მატერი ქუთაისის კლასიკური გიმნაზია
საქმიანობა მსახიობი, სცენარისტი და კინორეჟისორი

ფილმოგრაფია

ფილმების დამდგმელი რეჟისორი

სცენარის ავტორი ფილმებისა

  • 1954: „ჭრიჭინა“ მარიკა ბარათაშვილთან ერთად რეჟისორები სიკო დოლიძე, ლევან ხოტივარი
  • 1957: „მე ვიტყვი სიმართლეს“ ორდე დგებუაძესთან ერთად რეჟ. ლევან ხოტივარი
  • 1961: „უდიპლომო სასიძო“ რევაზ (რეზო) ებრალიძე და ოთარ რაზმაძესთან ერთად რეჟ. ლევან ხოტივარი
  • 1972: „მხიარული რომანი“ ოთარ რაზმაძესთან და ანზორ სალუქვაძესთან ერთად რეჟ. ლევან ხოტივარი

გადაღებულია ფილმებში

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1980: საქართველოს სახალხო არტისტი

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

Tags:

ლევან ხოტივარი ფილმოგრაფიალევან ხოტივარი ჯილდოები, პრემიები და პრიზებილევან ხოტივარი რესურსები ინტერნეტშილევან ხოტივარი ლიტერატურალევან ხოტივარი14 დეკემბერი190219804 იანვარიახალგაზრდობა იმარჯვებსგანაჩენი (ფილმი)თბილისიმამის მკვლელიმეგობრობა (ფილმი)მხიარული რომანიჟუჟუნას მზითევისაბურთალოს პანთეონისაქართველოს სსრსკკპსსრკუდიპლომო სასიძოქართველებიქუთაისიქუთაისის კლასიკური გიმნაზიაჭირვეული მეზობლებიჭრიჭინა (ფილმი)ხანუმა (ფილმი)ჯურღაის ფარი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კლიმატიარაბთა გაერთიანებული საამიროებიდედამიწაფერნანდო მაგელანიჭინჭარიბუნებრივი რესურსებიკონგოძველი საბერძნეთიეროზიამყინვარწვერიმარტივი რიცხვიდელფინებივაჟა აზარაშვილირუი ჰაჩიმურამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატისაქართველოს ეროვნული პარკების სიაარალის ზღვაყიზილბაშებინოდარ დუმბაძერკინათაშმიჯაბიადამიანიალავერდიჟიული შარტავაყვავილირესპუბლიკაკირჩხიბი (ასტროლოგია)აღა-მაჰმად-ხანიგიორგი III (საქართველოს მეფე)კონსერვატიზმიილია თოფურიათვითმმართველობაევერესტიჰეკლანოე ჟორდანიასიურრეალიზმისაქართველოს პარლამენტიქართული ჭიდაობაალექსანდრე ჩივაძეგლობალიზაციაარაბობა საქართველოშილეიკოციტებილუი XIVქვეყნების სიამორალირაგბიკახა კალაძესაქართველოს ისტორიასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკასოფლის მეურნეობაბაგრატიონებიბერიკაობაკოლოსეუმითბილისური ეზოექსპრესიონიზმისპილოსებრნიგრენლანდიამენსტრუაციაზურაბ ხიზანიშვილიემპათიაქეთო და კოტე (ოპერა)მიუზიკლიეოზონოფილებიგარემოს დაცვააფხაზებიფოტოსინთეზიელისაბედ IIზმნიზედავერძი (ასტროლოგია)საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაგიორგი IV ლაშამზის სისტემასაათი (ერთეული)ანგარიშთა გეგმაქისტებინარიყალასამხრეთი კორეაალაზანი🡆 More