მელიქიძე კონსტანტინე

კონსტანტინე (მელიქიძე) (დ.

19 თებერვალი, 1925 — გ. 20 ივლისი, 2000) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე.

ბიოგრაფია

მიტროპოლიტი კონსტანტინე, ერისკაცობაში დიმიტრი სიმონის ძე მელიქიძე, დაიბადა 1925 წლის 19 თებერვალს ბორჯომის რაიონის სოფელ ბალანთაში. 1961–1966 წლებში სწავლობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა მეტყევე-ინჟინრის კვალიფიკაციით. 1972 წლის 3 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დავით V-ის ლოცვა-კურთხევით სიონის საპატრიარქო ტაძარში იკურთხა დიაკვნად, 1973 წლის 21 ოქტომბერს კი - მღვდლად და დაინიშნა ურბნისის ეპარქიის სოფელ ატოცის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად. 1974–1978 წლებში მსახურობდა ხაშურის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის წინამძღვრად. 1978 წლის 20 ოქტომბერს იგი აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად კონსტანტინე, 22 ოქტომბერს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში და გამორჩეულ იქნა ურბნისის ეპარქიის ეპისკოპოსად. არქიმანდრიტ კონსტანტინეს ეპისკოპოსად ხელდასხმა შესრულდა 1978 წლის 29 ოქტომბერს. 1980 წელს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მიერ აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის პატივში და დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად. 1984 წელს ებოძა მიტროპოლიტობა. 1984 წლის 19 სექტემბრიდან ვიდრე 1992 წლამდე მიტროპოლიტი კონსტანტინე ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის მმართველია.

1992 წლიდან 2000 წლამდე მიტროპოლიტი კონსტანტინე განაგებდა მარგვეთის ეპარქიას. იგი დაჯილდოებული იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოებით, მინიჭებული ჰქონდა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების, მეორე პანაღიის ტარების უფლება.

მეუფე კონსტანტინე გარდაიცვალა 2000 წლის 20 ივლისს. დაკრძალულია თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის ეზოში.

ლიტერატურა

  • სერგო ვარდოსანიძე. ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები). გამომცემლობა ,,ნათლისმცემელი", თბილისი, 2010, გვ. 243-248.

Tags:

19 თებერვალი192520 ივლისი2000ქართველები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სავანა25 აპრილიმარქსიზმი69 (სექსუალური პოზა)კირჩხიბი (ასტროლოგია)რუსეთ-საქართველოს ომი (2008)ზაქარია ფალიაშვილისამკუთხედიბიძინა ჩოლოყაშვილიივანე მაჩაბელიფესახითავის ტვინიადიშის ოთხთავიპრომეთეკვიპროსიბაგრატ III (საქართველოს მეფე)მეტაფორაანბანიყინწვისის მონასტერიჭიაკოკონობაწმინდა სამების საკათედრო ტაძარისამხრეთ აფრიკის რესპუბლიკანარკომანიამასონობაუჯრედიჰიდროცეფალიაბუნებრივი გადარჩევაკარტოფილიილია IIჩრდილოეთი ამერიკარუსეთ-საქართველოს ომი (1921)მსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითდედამიწის ისტორიასისხლიმასშტაბითავისუფლება (ფილოსოფია)კეთილშობილი ირემინიანგებიჯაბა იოსელიანიფსიქოლოგიაეკოლოგიასოკრატეკაპიტალიზმიმწვერვალისოკოებიკავკასიაეგრისის დიდი ომიგანათლება საქართველოშიბათუმის ბოტანიკური ბაღიმტაცებელი ფრინველებიაქლემივიკიპედიატუტე ლითონებიაბას I (ირანი)ზვიგენებიუნგრეთიბოშებიჰეკლავაჟა-ფშაველაპოლიმერებიევროპის საბჭორევაზ ინანიშვილიასომთავრულიდათა თუთაშხიამონღოლებისაქართველოს მუნიციპალიტეტებიმარო მაყაშვილისოფლის მეურნეობასაქართველო IX-X საუკუნეებშიმილიმეტრიამეთვისტომარკ ტვენიფელაციააბო თბილელის წამებამორალიღამურალიბერალიზმიმთავარი გვერდი🡆 More