იუსიფ ეივაზოვი

იუსიფ ვილაიათ ოღლუ ეივაზოვი (აზერ.

2 მაისი, 1977, ალჟირი) — აზერბაიჯანელი ოპერის მომღერალი, დრამატული ტენორი, აზერბაიჯანის დამსახურებული არტისტი (2017), აზერბაიჯანის სახალხო არტისტი (2018). ეივაზოვის რეპერტუარი ფართოა, ძირითადად ეს არის პარტიები ვერიზმის ეპოქიდან.

იუსიფ ეივაზოვი
იუსიფ ეივაზოვი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 2 მაისი, 1977(1977-05-02) (46 წლის)
დაბ. ადგილი ალჟირი, ალჟირი[1]
ხელმოწერა იუსიფ ეივაზოვი
საიტი yusifeyvazov.com
იუსიფ ეივაზოვი ვიკისაწყობში

ეივაზოვი გამოდის ისეთ ცნობილ საოპერო მოედნებზე, როგორებიცაა მეტროპოლიტენ ოპერა, ლა სკალა, ვენის სახელმწიფო ოპერა, მოსკოვის დიდი თეატრი, პარიზის ნაციონალური ოპერა და სხვ.

არის იტალიის საერთაშორისო კონკურსის გრან-პრის, ჯანანდრეი გავაცენის საპატიო მედლის მფლობელი. 2012 წელს გაიმარჯვა ბაქოში გამართულ ბულბულის სახელობის ვოკალისტთა VI საერთაშორისო კონკურსში.

ბიოგრაფია

იუსიფ ეივაზოვი 1977 წელს ალჟირში აზერბაჯანელი მასწავლებლების ოჯახში დაიბადა. მამამისი, მეტალურგიის პროფესორი, იმ ხანად გაცვლით ალჟირში მუშაობდა.

იუსიფის მუსიკალური განათლება ბაქოს მუსიკალურ აკადემიაში დაიწყო. 1998 წელს იგი სწავლის გასაგრძელებლად იტალიაში, მილანში გადავიდა. მუსიკალურ ხელოვნებას სრულყოფდა ფრანკო კორელის, მაგდა ოლივეიროს, პლასიდო დომინგოს, ჯანანდრეი გავაცენის მასტერ-კლასებში.

ტენორმა საკუთარი კარიერა იტალიის მცირე საოპერო თეატრებში გამოსვლებით დაიწყო. გასტროლირებდა საფრანგეთში, ავსტრიაში, სლოვენიაში, გერმანიაში, ესპანეთში, იაპონიასა და კორეაში. 2008 წელს ეივაზოვმა მილანში გამართულ ოპერის მომღერალთა საერთაშორისო კონკურსის გრან-პრი მოიპოვა. 2009 წლის იანვარში მოსკოვის კონსერვატორიის დიდ დარბაზში გამართულ ვლადიმირ მინინის საიუბილეო კონცერტზე გამოვიდა. იმავე წელს გამართა სოლო კონცერტები ბაქოსა და რომში. 2012 წელს ბაქოში გამართულ ბიულბულის სახელობის ვოკალისტთა VI საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა.

2010 წელს დებიუტი ჰქონდა დიდ თეტრში გამართულ ჯ. პუჩინის ოპერაში „ტოსკა“.

2013 წელს ეივაზოვის დებიუტი შედგა ოტელოს როლში რავენაში დანტე ალეგიერის თეატრის სცენაზე ჯ. ვერდის 200 წლისთავისადმი მიძღვნილ ოპერის მომღერალთა საერთაშორისო ფესტივალზე.

2014 წელს რომის ოპერის თეატრში ეივაზოვმა მთავარი როლი შეასრულა ანა ნეტრებკოსთან ერთად ჯ. პუჩინის ოპერაში „მანონ ლესკო“. დე გრიეს როლზე როლზე იუსიფი რიკარდო მუტიმ მიიწვია.

2015 წელს პლასიდო დომინგოს ხელმძღვანელობით მისი ჩრდილოამერიკული დებიუტი შედგა ლოს-ანჟელესში ოპერა „პიაცაში“. იმავე წელს იუსიფს დებიუტი ჰქონდა მეტროპოლიტენ-ოპერაში გამართულ ოპერა „ტურანდოტში“.

იუსიფ ეივაზოვი 
იუსიფ ეივაზოვი კალფის როლში ოპერა „ტურანდოტში“, ვენის სახელმწიფო ოპერა. 2016 წლის აპრილი.

2016 წელს მისი დებიუტების სერია გაგრძელდა პარიზის ნაციონალურ ოპერასა (29 თებერვალს ეივაზოვმა პირველად შესრულა მანრიკოს პარტია ოპერა „ტრუბადურში“) და ვენის სახელმწიფო ოპერაში (28 აპრილი, კალფის პარტია ოპერა „ტურანდოტში“). 31 მაისს ეივაზოვის დებიუტი შედგა მარინის თეატრში, ივლისში ბერლინის სახელმწიფო თეატრსა და ზალცბურგის ფესტივალზე. 2017 წელს ნეტრებკომ და ეივაზოვმა ჩაატარეს ტურნე აზიის ქვეყნებსა და ავსტრალიაში.

იუსიფ ეივაზოვი არაერთხელ გამოვიდა საკონცერტო პროგრამით მილანის სიმფონიურ ორკესტრთან (LaVerdi-სთან) ერთად, რა შემთხვევაშიც იტალიური ოპერებიდან ცნობილი არიებისა და დუეტების შესრულებას ანიჭებდა უპირატესობას.

2018 წლის აპრილში ეივაზოვსა და ნეტრებკოს „უნიკალური შემოქმედებითი დუეტისათვის“ დიდი თეატრის სპექტაკლში „მანონ ლესკო“ თეატრალური პრემია „ოქროს ნიღაბი“ მიენიჭათ. იმავე წლის მაისში დიდი დამსახურებისათვის აზერბაიჯანის მუსიკალური კულტურის განვითარებაში იუსიფ ეივაზოვს „აზერბაიჯანის სახლხო არტისტის“ წოდება მიენიჭა.

2020 წლის 24 ოქტომბერს ეივაზოვი დიდი თეატრის სცენაზე პლასიდო დომინგოსთან ერთად გამოვიდა და მასთან ერთად დონ ალვაროსა და დონ კარლოსის დუეტი შესრულა ჯუზეპე ვერდის ოპერაში „ბედისწრის ძალა“.

2023 წლის აპრილში აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დირექტორად დაინიშნა .

პირადი ცხოვრება

2015 წლის 29 ოქტომრიდან დაქორწინებულია რუსეთისა და ავსტრიის საოპერო მომღერალ ანა ნეტრებკოზე, რომელიც 2014 წელს რომში რეპეტიციაზე გაიცნო. ნიშნობა იმავე წლის ზაფხულში ზალცბურგში შედგა. ამჟამად ისინი ერთად ცხოვრობენ ვენაში.

სქოლიო

-1'> Czech National Authority Database
  • Распоряжение Президента Азербайджанской Республики о присвоении почетных званий театральным деятелям Азербайджанской Республики
  • Распоряжение Президента Азербайджанской Республики o присвоении Ю. В. Эйвазову почетного звания «Народный артист»
  • Партия жениха. Российская газета (2014-12-15). ციტირების თარიღი: 2015-12-29.
  • Юсиф Эйвазов. ВокругТВ (2015-10-15). ციტირების თარიღი: 2015-12-29.
  • Отелло Юсифа Эйвазова покорил Равенну. Trend (2013-11-29). ციტირების თარიღი: 2015-12-29.
  • Интервью с Юсифом Эйвазовым. Vinegret.az.
  • 8.0 8.1 Анна Нетребко и Юсиф Эйвазов репетируют премьеру оперы "Манон Леско" в Риме. Trend (2014-02-14). ციტირების თარიღი: 2015-12-29.
  • Корябин И. Что в теноре тебе моем?.. Большой театр. «Тоска». Юсиф Эйвазов // operanews.ru. 27 февраля 2011.
  • Azərbaycanlı tenor Yusif Eyvazov “Don Karlos” operasında baş rolda çıxış edəcək az. Medeniyyet.gov.az.
  • Анна Нетребко, Юсиф Эйвазов и Эльчин Азизов выступят в Центре Гейдара Алиева
  • Биография на сайте belcanto.ru
  • Не дождетесь: Юсиф Эйвазов выступил на сцене Большого театра с Пласидо Доминго
  • Назначен новый директор Азербайджанского театра оперы и балета
  • Tags:

    აზერბაიჯანული ენატენორი

    🔥 Trending searches on Wiki ქართული:

    ფრინველებილომი (ასტროლოგია)აღდგომამდგრადი განვითარებატროპიკული სარტყლებიდუნაიარაგვიშოთა რუსთაველიr1841მსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენამცხეთის ჯვრის მონასტერიჰიდრავლიკასაქართველო XV საუკუნეშიდელფინებირაბათის ციხემილანირუსთავისაქართველოს ფრინველთა სიაუდაბნოგაერთიანებული სამეფოზურა ყიფშიძეჭიანჭველასებრნითეთრი დათვიკახა კალაძელოგისტიკამდინარეანემიათავისუფლების ქანდაკებამცხეთაჰეკლააფხაზეთინოე სულაბერიძელებომბოს მთებინიუტონის კანონებიშინაური კატაოტელო (ვერდის ოპერა)ქართული სამზარეულოხარებამონა ლიზაფუტურიზმიდიმიტრი ყიფიანიაქლემიგოგირდიპროტესტანტული რეფორმაციასაქართველოს სოფლებინეპოტიზმიდავითგარეჯალარიგამარჯვების დღეთურქეთიბარსელონასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეისლამიგანმანათლებლობასამცხე-ჯავახეთის მხარეაფრიკის ქვეყნების სიაკუნილინგუსიროდოსის კოლოსისაქართველოს სატელეფონო კოდებიილია თოფურიაგიორგი ლეონიძესელჩუკთა სახელმწიფოსიურრეალიზმიფემინიზმიდედა ენასომხური სამოციქულო ეკლესიაფოლკლორიევროპა-აზიის საზღვარისვეტიცხოველიკამეჩებიინფორმაციაზუგდიდიაბანოთუბანიამაზონის დაბლობიუფლისციხეალეგორიაბუნების დაცვა🡆 More