ქალაქი ალჟირი

ალჟირი, ელ-ჯაზაირი (არაბ.

ქალაქი ალჟირი ტერმინს „ალჟირი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ალჟირი (მრავალმნიშვნელოვანი).

ქალაქის სახელწოდება მომდინარეობს „ელ-ჯაზაირიდან“ რაც არაბულად ნიშნავს კუნძულს. შუა საუკუნეებში ქალაქის მახლობლად მდებარეობდა 4 კუნძული, რომლებიც 1525 წელს გახდნენ მატერიკის ნაწილები. თავის მხრივ, სახელწოდება ალ-ჯაზაირ არის  ქალაქის ძველი სახელის აბრევიატურა. არაბულ. جزائر بني مزغانة ჯაზაირ ბნი მაზღანა, რომელსაც იყენებდნენ

ქალაქი
ალჟირი
الجزائر
ქალაქი ალჟირი
ალჟირის ხედი
დროშა გერბი
ქალაქი ალჟირი ქალაქი ალჟირი

ქვეყანა ალჟირის დროშა ალჟირი
პროვინცია ალჟირი
კოორდინატები 36°42′00″ ჩ. გ. 3°13′00″ ა. გ. / 36.70000° ჩ. გ. 3.21667° ა. გ. / 36.70000; 3.21667
დაარსდა 944
ფართობი 273 კმ²
ცენტრის სიმაღლე 10
ოფიციალური ენა არაბული ენა და ბერბერო-ლიბიური ენები
მოსახლეობა 2 029 936 კაცი (2002)
სასაათო სარტყელი UTC+1
სატელეფონო კოდი 021
საფოსტო ინდექსი 16000-16132
ალჟირი (ქალაქი) — ალჟირი
ალჟირი (ქალაქი)

შუასაუკუნეების გეოგრაფი, როგორიცაა ალ-იდრისი და იაკუტ ალ-ჰამავი.

მოსახლეობა — 2,988,145 ადამიანი იყო 2008 წლის აღწერით და 2011 წელს 3,500,000-ს მიაღწია.

ქალაქის თანამედროვე ნაწილი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს მიჰყვება, ძველი ნაწილი კი ციცაბო ბორცვზეა შეფენილი, რომლის თავზე, 140 მ ზღვის დონიდან, მდებარეობს ციტადელი. ციტადელი და ორი ნავსაყუდელი ქალაქის სამკუთხედს ქმნის.

ისტორია

ქალაქი დაარსდა X საუკუნეში, 944 წელს ბერბერთა ზირიდების დინასტიის ერთ-ერთი დამაარსებლის  ბოლოგინო იბნ ზირის მიერ  ძველ ფინიკიელთა დასახლების - იკოსიმის ადგილას, რომელსაც შემდგომ რომალებმა გადაარქვეს სახელი და უწოდეს იკოზიუმი.

ზირიდები  დაამარცხა როჯერ II სიცილიელმა 1148 წელს, თუმცა მათ ქალაქის კონტროლი 1014 წლიდან ჰამადიდებმა ჩამოართვეს.  1159 წელს ქალაქზე კონტროლი აიღეს ალმოჰადებმა. XIII საუკუნეში ქალაქის მმართველობა თლემსენის ზიანიდების დინასტიის  სულთნების ხელში გადავიდა და გახდა თლემსენის ნომინალური ნაწილი, თუმცა მნიშვნელოვნად შეინარჩუნა  დამოუკიდებლობა. 1302 წლის დასაწყისში ალჟირის ყურეში შესასვლელი კუნძული პენონი ესპანელებმა დაიკავეს, რამაც ხელი შეუწყო ალჟირსა და ესპანეთს შორის ვაჭრობის გააქტიურებას. 1510 წელს ორანისა და ჩრდილოეთ აფრიკის ზღვისპირა სხვა  ქალაქების ოკუპაციის შემდეგ ესპანელებმა გაამაგრეს კუნძული პენონი და დააწესეს საბაჟო გადასახადები მეკობრეების თარეშის აღკვეთის მიზნით.

ოსმალეთის ხანა

1516 წელს ალჟირის ემირმა სელიმ თეუმიმ მიიწვია კორსარი ძმები არუჯ და ჰაირედდინ ბარბაროსა, რათა ესპანელები ალჟირიდან განდევნა. იმავე წელს არუჯ ბარბაროსამ დაიპყრო ქალაქი და სელიმის შეკვეთილი მკვლელობის შემდეგ ქალაქის დე ფაქტო მმართველი გახდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, ქალაქის კონტროლი მის ძმას - ჰაირედდინს გადაეცა. ჰაირედდინ ბარბაროსამ დაკარგა ალჟირზე კონტროლი 1524 წელს, თუმცა კვლავ დაიბრუნა იგი 1529 წელს და მიიწვია სულთან სულეიმან დიდებული, რათა  მიეღო სუვერენიტეტი  აღნიშნულ ტერიტორიაზე  და ალჟირი ოსმალეთის იმპერიისათვის მიეერთებინა.

ალჟირი გახდა ბერბერი მეკობრეების ძირითადი ბაზა. 1541 წლის ოქტომბერში, ალჟირის ექსპედიციის დროს, ესპანეთის მეფე და წმინდა რომის იმპერატორმა ჩარლზ V-მ ქალაქის ხელში ჩაგდება განიზრახეს, მაგრამ ქარიშხალმა დააზიანა მისი გემების მნიშვნელოვანი რაოდენობა და მისი ჯარი 30 000 კაცით დაამარცხა ალჟირის ფაშა ჰასანმა.

ლორდ ექსმუთის მიერ ალჟირის დაბომბვა, 1816 წლის აგვისტო

ალჟირი მდებარეობდა ოსმალეთის იმპერიისა და ევროპის ქვეყნების  ეკონომიკური ინტერესების პერიფერიულ ნაწილში. ის უმთავრესად დამოკიდებული იყო ხმელთაშუა ზღვაზე, რომელსაც ევროპელები სულ უფრო ხშირად იყენებდნენ გემების მიმოსვლისათვის, მისი  ეკონომიკის მთავარი წყარო მეკობრეობა გახდა.  შედეგად სხვადასხვა ევროპულმა სახელმწიფოებმა გააძლიერეს ბრძოლა ალჟირელი მეკობრეების წინააღმდეგ, რომლებიც აკონტროლებდნენ დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთს და რომელთა რეიდები ისლანდიის სანაპიროებს აღწევდა.

ოსმალეთის მმართველობის განმავლობაში ქალაქი, სანაპიროს გარდა, ყველა მხრიდან გარშემორტყმული იყო  ციხის კედლებით. ქალაქში შესვლა ხუთი კარიბჭის გავლით იყო შესაძლებელი. 1556 წელს კედლის ყველაზე მაღალ ნაწილში აღმართეს ციტადელი. მთავარი გზა, რომელიც ალჟირს კვეთდა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ, მას ყოფდა ზედა და ქვედა ქალაქებად. ზედა ქალაქი (ალ-ჯაბალი ან „მთა“) შედგებოდა 50 კვარტლისაგან, სადაც დასახლებულები  იყოვნენ ანდალუსიელები, ებრაელები, მავრები და კაბილები. ალჟირის ადმინისტრაციული, სამხედრო და კომერციული ცენტრი იყო ქვედა ქალაქი (ალ-ვატა ან „დაბლობები“), რომელიც დასახლებული იყო თურქული ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და ზემო კლასის სხვა წარმომადგენლების ოჯახებით

1816 წელს ქალაქი დაბომბა ბრიტანელმა ესკადრონმა, ლორდ ექსმუთის მეთაურობით, რომელმაც ჰოლანდიის სამხედრო დახმარებით გაანადგურა მეკობრეების ფლოტი.

საფრანგეთის პერიოდი

1830 წლის 4 ივლისს, საფრანგეთის კონსულის შეურაცხყოფის საბაბით, რომელსაც  დაარტყა ადგილობრივმა დეიმ მას შემდეგ, რაც კონსულმა  უარი განაცხადა საფრანგეთის მთავრობისაგან ალჟირის ორი მსხვილი ვაჭრისათვის დავალიანების გადახდაზე, ქალაქს თავს დაესხა საფრანგეთის ჯარი გენერალ დე ბურმონის მეთაურობით. მეორე დღეს ქალაქმა კაპიტულაცია გამოაცხადა. ალჟირი გახდა საფრანგეთის ალჟირის კოლონიის ადმინისტრაციული ცენტრი. კოლონიური პერიოდის განმავლობაში ქალაქში მრავალი ევროპელი დასახლდა. XX საუკუნის დასაწყისისათვის ისინი შეადგენდნენ ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობას. 1930-იან წლებში არქიტექტორმა ლე კორბუზიემ შეადგინა გეგმა ქალაქის სრული რესტრუქტურიზაციისთვის. თუმცა, მისი გეგმა უგულებელყო საფრანგეთის ადმინისტრაციამ.

მეორე მსოფლიო ომის დროს ალჟირი გახდა უკანასკნელი ქალაქი, რომელიც განთავისუფლდა მოკავშირეთა მიერ ოპერაცია „ჩირაღდნის“ დროს. აქ იყო განთავსებული მოკავშირეთა სარდლობის შტაბი.

1962 წელს, დამოუკიდებლობისათვის სისხლიანი ბრძოლის შემდეგ (დაღუპულთა რიცხვი 350,000-1,500,000), ალჟირის რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა მოიპოვა და ქალაქი გახდა მისი დედაქალაქი. მას შემდეგ, ფრანკო-ალჟირელთა იმიგრაციის მიუხედავად, ქალაქი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ურბანული აგლომერაციის მოსახლეობამ 5 მილიონს გადააჭარბა (ქვეყნის მოსახლეობის 10%).

გეოგრაფია

ალჟირის უბნები

  • კასბა (ციტადელი)
  • ბაბ ელ ოუედი
  • ზღვის სანაპირო
  • კოუბა
  • ელ ჰარაჩი
  • ჰიდრას, ბენ აკნუნის, ელ-ბიარისა და ბუზარეას კომუნები
  • დიდუჩე მურადის ქუჩა

კლიმატი

ალჟირს აქვს ხმელთაშუა ზღვის კლიმატი (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით: Csa). სიახლოვე ხმელთაშუა ზღვასთან ეხმარება ქალაქის ტემპერატურის ზომიერებას. შედეგად, ალჟირში არ ფიქსირდება ის უკიდურესად მაღალი ტემპერატურა, რომელსაც განიცდის მიმდებარე ტერიტორია. საშუალოდ, ალჟირში წელიწადში დაახლოებით 600 მმ ნალექია, რომლის უმეტესი ნაწილი ოქტომბერსა და აპრილს შორის მოდის. ნალექების რაოდენობა უფრო მაღალია ვიდრე ხმელთაშუაზღვისპირეთის ესპანეთის უმეტეს ნაწილში. ალჟირს ხმელთაშუაზღვისპირეთის საფრანგეთის მსგავსი სანაპირო აქვს, განსხვავებით ჩრდილოეთ აფრიკის შიდა ნახევრად მშრალი და არიდული კლიმატისგან.

თოვლი ძალიან იშვიათია. 2012 წელს ქალაქში მოვიდა 100 მმ თოვლი, ეს იყო რვა წლის განმავლობაში პირველი თოვლი.

მმართველობა

ქალაქი შედგება 13 ადმინისტრაციული ერთეულისგან, რომლებიც დაყოფილია 57 კომუნად.

ადგილობრივი არქიტექტურა

ქალაქი ალჟირი 
ალჟირის სანაპირო ზოლი
ქალაქი ალჟირი 
კოსმოპოლიტური ალჟირი

ბევრი საინტერესო შენობა-ნაგებობაა კასბას კვარტალში, მაგალითად, წამებულთა მოედანი (საჰათ ეჩ-ჩუჰადა ساحة الشهداء), სამთავრობო ოფისები (ბრიტანეთის ყოფილი საკონსულო), მეჩეთები, აფრიკის რომანული ნოტრ-დამის კათოლიკური ტაძარი, ბარდოს მუზეუმი (ყოფილი თურქული სასახლე), ალჟირის ძველი ბიბლიოთეკა - თურქული სასახლე, რომელიც აშენდა 1799–1800 წლებში და ახალი ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელიც აშენებულია ბრიტანეთის ბიბლიოთეკის სტილის მიხედვით.

კასბაში მთავარი შენობის მშენებლობა 1516 წელს დაიწყო ძველი შენობის ადგილზე და საფრანგეთის დაპყრობამდე დეის (ალჟირის მმართველის ტიტული) სასახლე იყო. შენობის ცენტრში გაიჭრა გზა, მეჩეთი გადაკეთდა ყაზარმად, ხოლო მაყურებელთა დარბაზი თანდათან ჩამოინგრა. დღემდე შემორჩენილია მინარეთი, რამდენიმე მარმარილოს თაღი და სვეტი. არსებობს ვულკანების კვალი, რომლებშიც ინახებოდა დეის საგანძური. კასბა 1992 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

ჯამა ელ კებირი (Jamaa-el-Kebir الجامع الكبير) უძველესი მეჩეთია ალჟირში. იგი პირველად აშენდა იუსუფ იბნ ტაშფინის მიერ, მაგრამ ბევრჯერ ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. პულპიტი (minbar منبر) შეიცავს წარწერას, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს შენობა არსებობდა 1097 წელს. მინარეთი აშენდა სულთან ტლემცენის მიერ, 1324 წელს. მეჩეთის ინტერიერი არის კვადრატული, დაყოფილია სვეტებად და ერთმანეთს უერთდება მავრების თაღებით.

ახალი მეჩეთი (Jamaa-el-Jedid الجامع الجديد), რომელიც XVII საუკუნით არის დათარიღებული, ბერძნული ჯვრის ფორმისაა, რომელიც გადაჯვარედინებულია დიდი თეთრი გუმბათით, კუთხეებში ოთხი პატარა გუმბათით. მინარეთი სიმაღლით 27 მეტრია. ინტერიერი დიდი მეჩეთის მსგავსია.

სამების ეკლესია (აშენებულია 1870 წელს) დგას დისლის ქუჩის სამხრეთ ბოლოში, დანგრეული ციხესიმაგრე ბაბ აზუნის ადგილზე. ინტერიერი უხვად არის მორთული სხვადასხვა ფერის მარმარილოებით. ამ მარმარილოებიდან ბევრი შეიცავს მემორიალურ წარწერებს, რომლებიც ეხმიანება ბრიტანეთის მაცხოვრებლების ყოფას ალჟირში, ჯერ კიდევ 1580 წელს ჯონ ტიპტონის დროიდან, რომელიც იყო ინგლისის პირველი კონსული. ერთ წარწერაში ნათქვამია, რომ 1631 წელს ალჟირელი მეკობრეების ორი ჯგუფი გაემგზავრა ირლანდიაში, გაათავისუფლა ბალტიმორი და დაიმონა ქალაქის მოსახლეობა.

ალჟირში არის სამართლის კოლეჯი, მედიცინის, მეცნიერებისა და ლიტერატურის სკოლები. კოლეჯის შენობები დიდი და ლამაზია. ტუნისის ბარდოს მუზეუმში დაცულია ალჟირში აღმოჩენილი უძველესი ქანდაკებები და მოზაიკა, მედლებთან და ალჟირულ ფულთან ერთად.

ალჟირის პორტი დაცულია ქარისგან. აქ არის ორი ნავსადგური, ორივე არის ხელოვნური - ჩრდილოეთის ნავსადგური და სამხრეთის ნავსადგური. ჩრდილოეთის ნავსადგური მოიცავს 95 ჰექტარ ფართს.

ძეგლები

ქალაქი ალჟირი 
წამებულთა მონუმენტი
ქალაქი ალჟირი 
დიდი საფოსტო ოფისი
  • აფრიკის ნოტრ-დამი: რომლის მონახულებაც შესაძლებელია ერთი საკაბელო მანქანით, არის ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლი. ბაზილიკა აშენდა 1858 წელს.
  • წამებულთა მონუმენტი: ბეტონის მონუმენტი, რომელიც ალჟირის ომის დამოუკიდებლობისთვის დაღუპულებს ეძღვნება. მონუმენტი გაიხსნა 1982 წელს ალჟირის დამოუკიდებლობის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით.
  • ელ ჯედიდის მეჩეთი წამებულთა მონუმენტის ახლოს.
  • დიდი საფოსტო ოფისი (1910, ვოინოსა და ტონდოარის მიერ): ნეო-მავრიტანული ტიპის მშენებლობა, რომელიც მდებარეობს ალჟირის ცენტრში.
  • კეთჩუას მეჩეთი (ეს მეჩეთი კოლონიზაციის დროს გახდა წმინდა ფილიპეს ტაძარი, სანამ კვლავ მეჩეთი გახდებოდა).
  • ეროვნული ბიბლიოთეკა მდებარეობს ელ ჰამმასს რაიონში და აშენდა 1990-იან წლებში.
  • ჯამა ელ კებირი - ალჟირელთა უძველესი მეჩეთია და აშენდა ალმორავიდის სულთან იუსუფ იბნ ტაშფინის მეფობის დროს.

დემოგრაფია

წელი მოსახლეობა
1977 (აღწერა) 1,523,000
1987 (აღწერა) 1,507,241
1998 (აღწერა) 2,086,212
2008 (აღწერა) 2,364,230

ალჟირის მოსახლეობა დაახლოებით 3,335,418 ადამიანი (2012 წლის შეფასებით).

ეთნიკური განაწილება შემდეგნაირია: 53% არაბულ ენაზე მოსაუბრე, 44% ბერბერულ ენაზე მოსაუბრე, ხოლო 3% უცხოურ ენებზე საუბრობს.

  • 1940 წელს - ალჟირში ცხოვრობდა 300,000 ადამიანი.
  • 1960 წელს - ალჟირში ცხოვრობდა 900,000 ადამიანი.
  • 1963 წელს - ალჟირში 600,000 ადამიანი ცხოვრობდა.

ეკონომიკა

ალჟირი მნიშვნელოვანი ეკონომიკური, კომერციული და ფინანსური ცენტრია, კერძოდ, საფონდო ბირჟით, რომლის კაპიტალიზაციაა 60 მილიონი ევრო. 2007 წლის მარტის მდგომარეობით, ქალაქს აქვს ჩრდილოეთ აფრიკის ნებისმიერი ქალაქზე უფრო მაღალი ცხოვრების ღირებულება. ასევე ამ მაჩვენებლით მსოფლიოს 50 ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნების სიაშია, სადაც ერთი პოზიციით დაწინაურდა წინა წელთან შედარებით.

ტურიზმი

ალჟირის დასავლეთით დაახლოებით 20 კილომეტრში არის ზღვისპირა კურორტები. აქ არის ტურისტული კომპლექსები, ალჟირული და სხვა ტიპის რესტორნები, სუვენირების მაღაზიები, პლაჟები და სხვა კეთილმოწყობილი ადგილები. ქალაქი ასევე აღჭურვილია მნიშვნელოვანი სასტუმრო კომპლექსებით, როგორიცაა სასტუმრო Hilton, El-Aurassi ან El Djazair. ალჟირს ქვეყანაში პირველი წყლის პარკი აქვს. იზრდება ალჟირის ტურიზმი, მაგრამ არ არის ისეთი განვითარებული, როგორც მაროკოსა და ტუნისის დიდ ქალაქებში.

განათლება

უცხოეთის მოქალაქეების საერთაშორისო სკოლები მოიცავს:

  • ალექსანდრე დიუმას საერთაშორისო ლიცეუმი (ფრანგული სკოლა)
  • ალჟირის იტალიური სკოლა
  • რუსეთის საელჩოს სკოლა ალჟირში
  • ელ კალიმატის სკოლა (ინგლისურენოვანი სკოლა)

საზოგადოებრივი ტრანსპორტი

ქალაქი ალჟირი 
ალჟირის საზოგადოებრივი ტრანსპორტი
ქალაქი ალჟირი 
მრავალმხრივი დანიშნულების მქონე ტრანსპორტი ალჟირში
  • ალჟირის საქალაქო და გარეუბნების ტრანსპორტირებით უზრუნველყოფის კომპანია (ETUSA) - ახორციელებს ავტობუსებით მომსახურებას ალჟირში და მის შემოგარენში. ფუნქციონირებს 54 ხაზი, მომსახურება დილის 5:30 საათიდან დილის 12:45 საათამდე.
  • ეროვნული სარკინიგზო კომპანია (SNTF) ახორციელებს კომერციულ სარკინიგზო ხაზებს, რომლებიც დედაქალაქს აკავშირებენ მიმდებარე გარეუბნებთან.
  • ალჟირის მეტრო, გაიხსნა 2011 წლის 1 ნოემბერს.
  • ალჟირის ტრამვაი, გაიხსნა 2011 წლის 8 მაისს.
  • ჰუარი ბუმედიენის აეროპორტი მდებარეობს ქალაქიდან 20 კილომეტრში. აეროპორტი ახორციელებს საშინაო ფრენებს, ასევე ემსახურება ბევრ ევროპულ ქალაქს, დასავლეთ აფრიკას, ახლო აღმოსავლეთს, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკას. 2006 წლის 5 ივლისს გაიხსნა ახალი საერთაშორისო საჰაერო ტერმინალი მომსახურებისთვის. ტერმინალს მართავს პარიზის აეროპორტი.

სპორტი

ალჟირი ალჟირის სპორტული ცენტრია. ქალაქს აქვს მრავალი პროფესიონალური კლუბი სპორტის მრავალფეროვნებით, რომლებმაც მოიპოვეს ეროვნული და საერთაშორისო ტიტულები. ქალაქის შიგნით არსებულ სპორტულ ობიექტებს შორის არის უზარმაზარი სპორტული კომპლექსი - მოჰამედ ბუდიაფი. ამაში შედის სტადიონი, მძლეოსნობის ადგილი, ოლიმპიური საცურაო აუზი, მულტისპორტული ოთახი, 18-ხვრელიანი გოლფის მოედანი და რამდენიმე ჩოგბურთის კორტი.

საერთაშორისო ურთიერთობები

ალჟირის დამეგობრებული ქალაქები:

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ქალაქი ალჟირი ისტორიაქალაქი ალჟირი გეოგრაფიაქალაქი ალჟირი მმართველობაქალაქი ალჟირი ძეგლებიქალაქი ალჟირი დემოგრაფიაქალაქი ალჟირი ეკონომიკაქალაქი ალჟირი ტურიზმიქალაქი ალჟირი განათლებაქალაქი ალჟირი საზოგადოებრივი ტრანსპორტიქალაქი ალჟირი სპორტიქალაქი ალჟირი საერთაშორისო ურთიერთობებიქალაქი ალჟირი ლიტერატურაქალაქი ალჟირი რესურსები ინტერნეტშიქალაქი ალჟირი სქოლიოქალაქი ალჟირი1525ალჟირიარაბული ენაფრანგული ენაშუა საუკუნეებიხმელთაშუა ზღვა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

გრემიგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაკახეთიმარკ ტვენიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებიმორფოლოგია (ენათმეცნიერება)ვახტანგ VIკრწანისის ბრძოლასაქართველოს სსრ წითელი წიგნიიმანუელ კანტიბრუნებაშხარადონ კიხოტიედუარდ შევარდნაძეეპილეფსიასაქართველო XIII საუკუნეშისალომე ზურაბიშვილიგიორგი მიქაუტაძეკონსტიტუციაკარტოფილიხინკალიდიდება (ჰიმნი)ქართული ვაზის ჯიშებიყინწვისის მონასტერიქაშვეთის ეკლესიამასტურბაციათბილისის ზღვადავით კლდიაშვილიკუებისინგაპურიაქემენიანთა იმპერიარიონისიონის ტაძარიბუდაპეშტიპლანეტასაქართველო XVIII საუკუნეშირაბათის ციხესაათი (ერთეული)კილიმანჯარომორალიმურვან ყრუს შემოსევა საქართველოშიელენე ხოშტარიადედამიწასაქართველო IX-X საუკუნეებშიირანინატრიუმისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიინგლისიუქმე დღეები საქართველოშითეთნულდიქართლილავრენტი ბერიაბალდუინ IV იერუსალიმელიკანონი (ნორმატიული აქტი)სეფსისიილია ჭავჭავაძეკეთილშობილი ირემიმიუზიკლიილია IIლევან საგინაშვილირუმინეთიევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისეტყვაკავკასიონიმსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიაპარალელოგრამიქრომოსომაბაყაყიჩარლი ჩაპლინივახტანგ I გორგასალიჰექტარისვეტიცხოველილითოსფეროიუნესკოსტოიციზმიხელოვნური თანამგზავრიმილიმეტრიძალაკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა🡆 More