იმერული ყველი

იმერული ყველი — ქართული ყველის სახეობა, რომლის დამზადება ძირითადად იმერეთის მხარეში არის პოპულარული.

იმერული ყველი მოუხარშავ ყველთა ჯგუფს განეკუთვნება და ძროხის რძისგან მზადდება. რადგან იგი ხელით ამოჰყავთ ხელურ, ხელეურ (აჭარ.) ყველს უწოდებენ.

იმერული ყველი
იმერული ყველი
წარმოშობის ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რეგიონი იმერეთი
რძე ძროხის
ტექსტურა მოუხარშავი ყველი
მომწიფების დრო ≈ 6 საათი
იმერული ყველი
იმერული ყველი

წარმოების ტექნოლოგია

იმერული ყველის წარმოებაში მთავარ მოქმედებას ძროხის რძის დაკვეთა, შედედება წარმოადგენს, რისთვისაც იხმარება საკიდელი, დვრიტა (საქონლის, ცხვრის ან ღორის კუჭი) ან სადედი. კარგად იკვეთება ახალმოწველილი თბილი რძე, იმ სითბოთი როგორიც გამოიწველება და ეს სითბო უნდა შეუნარჩუნდეს საკიდელის მოქმედების მთელ პერიოდში. როცა რძის მასა სათანადოდ შედედდება, ხელს ჩაყოფით ხდება მისი მორევა, ამის შემდეგ იწყება მასის შეგუნდავება, ამოყვანა. ორივე ხელით ნელ-ნელა წურვით, მასას ათავისუფლებენ ზედმეტი შრატისგან, მაგრამ ისე რომ შერჩეს საკმაო სისველე, რაც ყველის დამწიფების ერთ-ერთი მთავარი პირობაა. გაწურულ, მომრგვალებულ ფორმის ყველს ხის ან თიხის ჯამზე დადებენ, სადაც ის აფუვდება. დილით ამოყვანილ ყველს საღამომდე ჯამში ამყოფებენ და მერე მოაყრიან ქვამარილს, რომელიც ბევრად სჯობს ზღვის მარილს. კენჭი ან ხვირიში მარილით ფრაქციის მარილი ყველში ნელ-ნელა, ზომიერად შედის, რაც ყველის დამწიფებასა და თვლების განვითარებას უწყობს ხელს. თიხის ჯამზე შემაგრებული და დამარილებული ყველი ამის შემდეგ გადადის დიდ სათავსოში ხალამში, დერგში, ჯურუკაში და ინახება საგანგებოდ გაკეთებულ წაქეში, წათხში. ყველიან დერგებს ინახავდნენ სამეურნეო სათავსში, ბნელ ადგილას, ანდა მიწაში ჩაყრილ ჭურუკებში, ქოცოებში (საერთოდ, სიბნელე და თავდახურულობა ყველის შენახვის ერთ-ერთი გარანტიაა), სადაც ერთ წლამდე გემოშეუცვლელად ინახებოდა. საზამთროდ შესანახ ყველს აგვისტო-სექტემბერში აგროვებდნენ და ყველიერში გაიხმარდნენ.

სხვადასხვა ტექნოლოგია

ყველიან დერგებში არომატიან ყველის მიღების მიზნით ტარხუნის ან პიტნის კონებს ჩადებდნენ. გურიაში ყველის აფუების მიზნით, ზამთრობით დერგში დოლბანდში გამოკრულ ხორბალს დებდნენ.

სქოლიო

Tags:

იმერეთიიმერეთის მხარერძეყველიძროხა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

პაბლო პიკასოგიორგი IV ლაშანიუტონის კანონებიგეომეტრიული პროგრესიააფხაზეთიოქროს საწმისიხეერითროციტებიფეხბურთის წესებიკარლეს პუჩდემონიფსიქოლოგიაბაგრატის ტაძარისპორტული ინვენტარილათინური ენაბახტრიონი (პოემა)ენგურის ჰიდროელექტროსადგურისამხრეთი ამერიკამირზა გელოვანიინგლისური ენაასტრიდ ლინდგრენიარქეოლოგიაბათუმიკოლოსეუმილამპრობაშამქორის ბრძოლა (1195)გურიაჩინგიზ-ყაენინორვეგიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიაფხაზეთის ტურიზმიკაცია-ადამიანი?!ეგრისის სამეფოილია ჭავჭავაძეიტალიამგელიტბამთვარეევროპათეიმურაზ Iიერუსალიმის სამეფოგვირილაქვეწარმავლებიმიტოზიანტონიო ვივალდიეზოპეაფხაზეთის ისტორიაკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდაზვავიXIX საუკუნეძალაბიზანტიის იმპერიაემპათიაბესიკიილონ მასკიქანდაკებაფილების ტექტონიკაპელეპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიკრისტალბეთიარხანგელსკიქრისტიანობაკრიშტიანუ რონალდუტრეფიკინგიაფრიკის ქვეყნების სიავინსენტ ვან გოგიკავკასიური ნაგაზიცუნამიელინიზმივერძი (ასტროლოგია)მეტაბოლიზმიფარსმან II ქველითირკმელიბაყაყისაფრანგეთითბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრირელიგია საქართველოშიარასამთავრობო ორგანიზაცია🡆 More