ელიზაბეთ რობოზ აინშტაინი

ელიზაბეთ რობოზ აინშტაინი (ინგლ.

Elizabeth Roboz Einstein; დ. 11 აპრილი, 1904, ორესტიე, ჰუნედოარა — გ. 9 იანვარი, 1995, ბერკლი, კალიფორნია) —ბიოქიმიკოსი და ნეირობიოლოგი, პიონერი ნეიროქიმიის დარგში; ცნობილია მიელინის ძირითადი ცილის იზოლაციისა და მისი როლის შესწავლით გაფანტული სკლეროზის განვითარებაში.

ელიზაბეთ რობოზ აინშტაინი
Elizabeth Roboz Einstein

ელიზაბეთ რობოზ აინშტაინი
ელიზაბეთ რობოზ აინშტაინი სტენფორდის კვლევითი ინსტიტუტის სურსათის კვლევის ლაბორატორიაში

(ფოტო 1948)
დაბადების თარიღი 11 აპრილი 1904
ორეშტიე, ხუნედოვარა, რუმინეთი
გარდაცვალების თარიღი 9 იანვარი 1995 (90 წლის)
ბერკლი, ალამინა
კალიფორნია, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
პროფესია ბიოქიმიკოსი, ნეირობიოლოგი
მეუღლე(ები) ჰანს ალბერტ აინშტაინი

ბიოგრაფია

ელიზაბეთ რობოზი დაიბადა 1904 წელს ქალაქ სასვაროსში (უნგრ. Szászváros, უნგრეთის სამეფო; ამჟამად ორესტიე, რუმინეთი) ქალაქის მთავარი რაბინის ოჯახში. მამის გარდაცვალების შემდეგ დედამ ოჯახი უნგრეთის ქალაქ ნირედჰაზაში გადაიყვანა.

ბუდაპეშტის უნივერსიტეტში ებრაელების მიღებაზე დაწესებული შეზღუდვების გამო, რობოზი შევიდა ვენის უნივერსიტეტში ორგანული ქიმიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1928 წელს წარჩინებით. ხარისხის დასადასტურებლად უნგრეთში დაბრუნების შემდეგ იძულებული გახდა გამოცდები ხელახლა ჩაებარებინა. სტუდენტობისას სწავლობდა მცენარეთა ბიოქიმიას. მოგვიანებით, უნგრეთში,  უნგრულ სასოფლო-სამეურნეო კომპანიაში  დააარსა მცენარეთა ნუტრიციოლოგიის ლაბორატორია.

1940 წელს, ანტისემიტური განწყობის ზრდის ფონზე, რობოზი უნგრეთიდან შეერთებულ შტატებში ემიგრაციაში წავიდა სოფლის მეურნეობის სპეციალისტის ვიზით.

1959 წელს ელიზაბეთი ცოლად გაჰყვა ჰანს ალბერტ აინშტაინს (1904-1973), ცნობილი ალბერტ აინშტაინის უფროს ვაჟს. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ელიზაბეთმა დაწერა და 1991 წელს გამოაქვეყნა ჰანს აინშტაინის ბიოგრაფია.

ელიზაბეთ რობოზის აკადემიური კარიერა, როგორც კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარის თანაშემწის, დაიწყო 1942 წელს. იგი მუშაობდა არიე ჟან ჰეგენ-სმიტთან. მოგვიანებით მუშაობა გააგრძელა ვაიომინგის უნივერსიტეტში, ინჟინერიის კოლეჯში, სტენფორდის უნივერსიტეტში და სტენფორდის კვლევითი ინსტიტუტის სურსათის კვლევის ლაბორატორიაში.

1952 წელს ელიზაბეთ რობოზი გადავიდა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში, სადაც ასევე ასწავლიდა სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებს. სწორედ ამ პერიოდში გაუჩნდა ინტერესი გაფანტული სკლეროზის მიმართ.

1958 წელს იგი დაბრუნდა სტენფორდის უნივერსიტეტში, სადაც ხელმძღვანელობდა კოშლანდის ნეიროქიმიის ახალ ლაბორატორიას.

1959 წელს იგი გადავიდა კალიფორნიის უნივერსიტეტში სან ფრანცისკოში, ხოლო შემდეგ  —კალიფორნიის უნივერსიტეტში ბერკლიში.

ელიზაბეთ რობოზის საქმიანობას მხარს უჭერდა აშშ-ს მთავრობა ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მეშვეობით, სადაც იგი ატარებდა კვლევებს ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის კლინიკურ ლაბორატორიაში.

ელიზაბეთ რობოზ აინშტაინი  გახლდათ ამერიკული ქიმიური საზოგადოების, ექსპერიმენტული ბიოლოგიისა და სამედიცინო საზოგადოების  და ამერიკის ნევროლოგიის აკადემიის  წევრი. მან 1957 წელს მაინარდ კოენთან და დონალდ ბ. თაუერთან ერთად დააარსა ნეიროქიმიის განყოფილება.

კვლევები

ელიზაბეთ რობოზ აინშტაინი კვლევებს ატარებდა გაფანტული სკლეროზის მიზეზების დასადგენად. მან და კარიან კიზმა განსაზღვრეს მიელინის ძირითადი ცილა, როგორც ანტიგენი, რომელიც პასუხისმგებელია იმუნური რეაქციის გამოწვევაზე ექსპერიმენტული აუტოიმუნური ენცეფალომიელიტის დროს (EN), რომელიც სიმულაციას უკეთებს პირობებს გაფანტული სკლეროზის და სხვა დემიელინიზებელი დაავადებების შესასწავლად. ამ კვლევებამდე მეცნიერებმა არ იცოდნენ, კონკრეტულად რა იწვევს იმუნურ რეაქციას. ამ აღმოჩენის წყალობით შესაძლებელი გახდა შემცირებულიყო ანტიგენების დიაპაზონი და გაუმჯობესებულიყო  კვლევები იმუნოთერაპიის პოტენციალის შესახებ დემიელინიზებელი დაავადებებისთვის.

1968 წელს რობოზ აინშტაინმა მიიღო გრანტი გაფანტული სკლეროზის ეროვნული საზოგადოებისგან, რომელიც მიმართული იყო  შემდგომ კვლევებზე. სან-ფრანცისკოს კალიფორნიის უნივერსიტეტის კოლეგებთან ერთად.

მან ასევე შეიმუშავა მეთოდები ცერებროსპინალურ სითხეში იმუნოგლობულინისა და გლიკოპროტეინების დონის გასაზომად და შეისწავლა თუ როგორ მოქმედებს მათი ცვლილება დაავადებებზე.

1961 წლიდან 1962 წლამდე რობოზ აინშტაინი გახლდათ  SEATO-ს სტიპენდიანტი ბანგკოკის უნივერსიტეტში. იგი ბანგკოკის პასტერის ინსტიტუტში ატარებდა ენცეფალომიელიტის შემსწავლელ კვლევას ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ.

სან-ფრანცისკოს კალიფორნიის უნივერსიტეტში, ელიზაბეთ აინშტაინი ხელმძღვანელობდა კვლევას ნერვული ქსოვილის ცილების შესახებ, ხოლო კალიფორნიის უნივერსიტეტში ბერკლიში მონაწილეობდა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გავლენის შესწავლაში მიელინოგენეზის პროცესზე, რამაც განაპირობა შემდგომში შეემუშავებინათ ჰიპოთირეოზით დაავადებული ახალშობილების ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიული მკურნალობა.

სქოლიო

Tags:

11 აპრილი190419959 იანვარიბერკლიბიოქიმიაინგლისური ენაკალიფორნიაჰუნედოარა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ფილების ტექტონიკაუილიამ შექსპირიკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდაფობიების სიასაქართველოს გეოგრაფიალადო ასათიანივერძი (ასტროლოგია)ქართული მუხამიგრაციასაქართველოს მევენახეობა და მეღვინეობაარხანგელსკიალკანიინგლისირელიეფიგაერთიანებული ერების ორგანიზაციაავსტრალიაოქროს კვეთარომის იმპერიატოკუსაცუოსმალეთის იმპერიაკალათბურთიმეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობარუსეთის იმპერიაიალბუზიყაზახეთიკოლხეთის სამეფოანალური სექსიმე, ბებია, ილიკო და ილარიონი (რომანი)კავკასიასამცხე-ჯავახეთის მხარეფემინიზმირუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისაბერძნეთიტელეფონების ნომრები საქართველოშიYouTubeაბანოთუბანიკასპიის ზღვამყინვარწვერიოპერაახალი ზელანდიაგულიდინოზავრებიირაკლი ღარიბაშვილიიერუსალიმის სამეფოწყალიმინერალებინაკრძალიადამიანის უფლებებიდაუნის სინდრომიაფხაზეთის ისტორიაგოგირდიცხოველებირუსუდანირაჭაპარიზიკვადრატული მეტრიფეხბურთილოცვა ეფრემ ასურისავოლფგანგ ამადეუს მოცარტიდისლექსიანაციონალიზმიგაერთიანებული სამეფონიუეკონვექციაინდუსტრიული რევოლუციანარკოტიკიქეთო და კოტე (ოპერა)ხელისუფლების დანაწილებააღდგომაფსორიაზიძველი საბერძნეთიბერძენ-სპარსელთა ომებიშავი ზღვალეონიდ ბრეჟნევიგიორგი ქინქლაძეDisney+მეორე მსოფლიო ომირკინა🡆 More