ეკვადორის გეოგრაფია

ეკვადორი - სახელმწიფო სამხრეთ ამერიკაში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე.

რესპუბლიკას კვეთს და ორ ნაწილად ყოფს ეკვატორი

ეკვადორის გეოგრაფია
ეკვადორის ტოპოგრაფიული რუკა

გეოგრაფიულად, გეოლოგიურად, ბიოლოგიურად და კლმატის მიხედვით ეკვადორი იყოფა ოთხ ნაწილად: კოსტა (სანაპირო), სიერა (მთიანეთი), ორიენტე (ამაზონისპირა დაბლობი) და გალაპაგოსის არქიპელაგი.

გეოგრაფია

ეკვადორის ფართობია 283 560კმ², საიდანაც — 6720 კმ² წყალია. ეკვადორს ესაზღვრება კოლუმბია (590 კმ) და პერუ (1420 კმ). სანაპირო ზოლის სიგრძეა 2237 კმ.

ეკვადორის დედაქალაქ კიტოდან ჩრილოეთით, 25 კილომეტრში, ქვეყანას კვეთს ეკვატორი, საიდანაც წარმოსდგება ქვეყნის სახელწოდება.

კოსტა

კოსტა («სანაპირო») — წყნარი ოკეანის სანაპირო რაიონი მოიცავს დაბლობს და ანდების მიმდებარე მთიანეთს. ტემპერატურა წლის განმავლობაში მერყეობს 24-დან 27,5 °C-მდე.

სიერა

ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია ანდების მთები, რომლებიც შედგება ორი პარალელური ქედისაგან - დასავლეთი და აღმოსავლეთი კორდილიერა ( სადაც მდებარეობს ჩამქრალი ვულკანი ჩიმბორასო, 6267 მ., ქვეყნის უმაღლესი მწვერვალი და მოქმედი ვულკანი კოტოპახი, 5896 მ). კლიმატი მთელი წელიწადი ცივია, მკვეთრი ყოველდღიური ამპლიტუდით. საშუალო თვიური ტემპერატურა კიტოში (ზღ. დონიდან 2800 მ) შეადგენს 13-14 °C, ხოლო დღიური ამპლიტუდა 15-20°С.

ორიენტე

ანდების აღმოსავლეთით მდებარეობს ამაზონის ტენიანი (ნალექები— 6000 მმ/წ) დაბლობის ნაწილი. სადაც ცხოვრობენ ინდიელები. რეგიონი შეადგენს ქვეყნის ფართობის 40 %-ს, რომელიც პრაქტიკულად ჯუნგლებს მოიცავს მრავალრიცხოვანი მდინარეებით. საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს 30 °C -ს.

გალაპაგოსის კუნძულები

გალაპაგოსის არქიპელაგი მდებარეობს თითქმის 1000 კილომეტრის დაშორებით ქვეყნის კონტინენტური ნაწილიდან დასავლეთით. არქიპელაგი შედგება 12 ძირითადი კუნძულისაგან, რომელთაგან 5 დასახლებულია. კუნძულების საერთო ფართობია 7,9 ათ. კმ². ცივი ოკეანური დინებამ, სიახლოვემ ეკვატორთან და კონტინენტისაგან იზოლაციამ გამოიწვია უნიკალური ფლორისა და ფაუნის ჩამოყალიბება, რომელთა უმრავლესობა — ენდემურია. კუნძულები ეროვნულ პარკადაა გამოცხადებული, რაც ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას. ჰაერის ტემპერატურა დღისით შეადგენს დაახლოებით 30 °C.

წყლის რესურსები

ერთადერთი მსხვილი მდინარე სანაპიროზე — ესმერალდასია. ანდები წარმოადგენს წყალგამყოფს წყნარი და ატლანტის ოკეანეებისას. ორიენტეს მთავარი მდინარეებია — გუაიასი, პასტასა, პუტუმაიო, ნაპო, აგუარიკო. ყველა მათგანი მიეკუთვნებ ამაზონის აუზს.

რესურსები ინტერნეტში

Tags:

ეკვადორის გეოგრაფია გეოგრაფიაეკვადორის გეოგრაფია წყლის რესურსებიეკვადორის გეოგრაფია რესურსები ინტერნეტშიეკვადორის გეოგრაფიაეკვადორიეკვატორისამხრეთი ამერიკასახელმწიფოწყნარი ოკეანე

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ბრუნება1927გრეგორ მენდელიაღმოსავლეთი კავკასიონისარაევოს ალყაენგურიზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2024წყნარი ოკეანეჯაბა კანკავა69 (სექსუალური პოზა)გიორგი გოჩოლეიშვილილარიძუძუმწოვრებიგლობალური დათბობამსოფლიოს უდიდესი ქალაქებიმონაკორომაული ხელოვნებაალექსანდრე მაკედონელის ომებიპომპეიმეტაბოლიზმირუსეთის იმპერიაილია თოფურიადელფინებიაქლემიდავითგარეჯადანიის სამეფოკოლოსეუმიდედამიწაზვიგენებიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკადედამიწის დღეკონსერვატიზმიკლიმატიგეორგიევსკის ტრაქტატიარალის ზღვატერენტი გრანელიკონსტანტინოპოლიექსპრესიონიზმიგულიბერძენ-სპარსელთა ომებიგაზაფხულიდალი (მითოლოგია)მღრღნელებიეპილეფსიაგრენლანდიაცოტნე დადიანიმანგლისილეონარდო და ვინჩიწიგნი სიბრძნე სიცრუისამონღოლებიქისტებითავის ტვინიაფხაზებიბახტრიონის ბრძოლამორფოლოგია (ენათმეცნიერება)ატლანტის ოკეანესაქართველოს პარლამენტიგორიმტირალას ეროვნული პარკიახალქალაქიმუსიკადიდი პანდასოფლის მეურნეობაგრიგოლ ხანძთელიკალანდარობერტ ლუის სტივენსონიჰერცეგ-ბოსნიის ხორვატთა რესპუბლიკაბაგრატის ტაძარიპაბლო პიკასოსაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიკრიშტიანუ რონალდუქართლის ცხოვრებანაწლავები9 აპრილის ტრაგედიასერხიო რამოსირუსეთ-საქართველოს ურთიერთობებირიონიშოთა არველაძეთამბაქო🡆 More