ერთგული

დივერგენტის სერია: ერთგული (ინგლ.

ფილმი დივერგენტის სერიის მესამე და ბოლო ნაწილია. ერთგული გადაღებულია ვერონიკა როტის დივერგენტის ტრილოგიის ბოლო წიგნზე დაყრდნობით. ეს არის მეამბოხის გაგრძელება.

„დივერგენტის სერია: ერთგული“
ერთგული
ფილმის სერიის ლოგო
ინგლ. The Divergent Series: Allegiant
ჟანრი დისტოპიური
სამეცნიერო ფასტატიკა
მძაფრ-სიუჟეტიანი
რეჟისორი რობერტ შვენტკი
პროდიუსერი დაგლას ვიკი
ლუსი ფიშერი
პოუია შაბაზიანი
ეფუძნება ვერონიკა როთის „ერთგული“-ს
როლებში
კომპოზიტორი იოსეფ ტრასანესი
სტუდია Red Wagon Entertainment
Summit Entertainment
Mandeville Films
დისტრიბუტორი Lionsgate Films
გამოსვლის თარიღი

8 მარტი, 2016 (ბანგკოკი)

18 მარტი, 2015 (აშშ)
ხანგრძლივობა 121 წუთი
ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 110-142 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 179.2 მილიონი აშშ დოლარი

ფილმში მონაწილეობენ მსახიობები: შაილინ ვუდლი, თეო ჯეიმსი, ჯეფ დენიელსი, მაილს ტელერი, ანსელ ელგორტი, ზოო კრავიცი, მეგი ქიუ, რეი სტივენსონი, ბილ სკარსგარდი, ოქტავია სპენსერი და ნაომი უოტსი. ფილმი პოსტ-აპოკალიფსურ და დისტოპიურ ჩიკაგოში მცხოვრები ტრის პრაიორის და ფორის ისტორიაა, რომლებიც მეგობრებთან ერთად კედლის გარეთ გაიქცევიან გარეთ მოხვედრის შემდეგ ისინი ახალ სიმართლეს აღმოაჩენე. ძირითადი გადაღებები მიმდინარეობდა ატლანტაში, ჯორჯია 2015 წლის მაისიდან იმავე წლის აგვისტომდე.

წარმოება

თავდაპირველად, ფილმი დაფუძნებული იყო ერთგული-ზე, მაგრამ დივერგენტის სერიის პროდიუსერებმა გადაწყვიტეს, რომ ნოველა ორ ფილმად გამოეშვათ. ამ ორი ფილმის თავდაპირველი სახელწოდებები იყო: ერთგული - ნაწილი პირველი და ერთგული - ნაწილი მეორე. მოგვიანებით სახელები შეიცვალა და ორივე მათგანს დამოუკიდებელი სახელები ეწოდა.

2015 წლის მარტისთვის წინა ფილმებში მონაწილე ყველა მსახიობმა დაადასტურა, რომ ახალ ნაწილში მიიღებდა მონაწილეობას. ძველ მსახიობებს ჯეფ დენიელსი და ბილ სკარსგარდი შეუერთდნენ მარტსა და აპრილში.

გადაღებები დაიწყო 2015 წლის 18 მაისს, ატლანტაში, ჯორჯია და დასრულდა 2015 წლის 23 აგვისტოს. 11 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით, გადაღებები მიმდინარეობდა ლინდეილში, ჯორჯია, სადაც გადასაღები მოედანი მაისის მიწურულს აშენდა.

მუსიკალური გაფორმება

2015 წლის დეკემბერში დადასტურა, რომ ჯოზეფ ტრაპანეზი დაბრუნდებოდა ფილმისთვის მუსიკალური ნაწარმოების შესაქმნელად. ერთგულის პირველი საუნდტრეკი „Scars", დაწერა Tove Lo-მ, ხოლო შეასრულეს იაკონ იერლსტრომმა და ლუდვიგ სიოდენბერგმა. საუნდტრეკი ოფიციალურად გამოვიდა 2016 წლის 19 თებერვალს.

გამოხმაურება

შემოსავალი

ერთგულმა 66.2 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა ჩრდილოეთ ამერიკაში და 113.1 მილიონი სხვა ტერიტორიებზე, მსოფლიოში საერთო ჯამში კი 179,2 მილიონი აშშ დოლარი.

აშშ-სა და კანადაში, ფილმის შემოსავალმა დაახლოებით 28–30 მილიონი დოლარი შეადგუნა პრემიერის შაბათ-კვირას 3 740 კინოთეატრის მასშტაბით, რაც მას ფრენჩაიზის ყველაზე დაბალშემოსავლიან ფილმად აქცევს. გახსნის დღეს მან 11,9 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, 43,6% -ით ნაკლები, ვიდრე მეამბოხემ და გახდა სერიალის პირველი ფილმი, რომელმაც პრემიერისას 20 მილიონ დოლარზე მეტი ვერ გამოიმუშავა. სკოტ მენდელსონმა, Forbes-ის წარმომადგენელმა შემოსავლის კლება ნარნიის ქრონიკების ფილმის სერიის მესამე ფილმს შეადარა, რომელსაც შემოსავლის მსგავსი შედეგი ჰქონდა. Lionsgate– ის შიდა დისტრიბუციის პრეზიდენტმა რიჩარდ ფეიმ ფილმის შემოსავალი შეაფასა, როგორც „საკმაოდ მყარი".

გაუქმებული გაგრძელება

თეატრალური გაგრძელება სახელწოდებით დივერგენტის სერია: აღმავლობა, რომელიც დაფუძნებულია ერთგულის მეორე ნაწილზე, თავდაპირველად სერიის ბოლო ფილმი უნდა ყოფილიყო. თავდაპირველად განაცხადეს, რომ ის თეატრალურად გამოვიდოდა 2017 წლის 24 მარტს, მოგვიანებით კი - გადადეს 2017 წლის 9 ივნისამდე. რეჟისორმა ლი ტოლანდ კრიგერმა მოგვიანებით ფილმი გაუქმებულად გამოაცხადა.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ერთგული წარმოებაერთგული გამოხმაურებაერთგული გაუქმებული გაგრძელებაერთგული რესურსები ინტერნეტშიერთგული სქოლიოერთგულიდივერგენტის სერია: მეამბოხევერონიკა როთიინგლ.

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ფსიქოლოგიაპოტსდამის კონფერენციაყირიმის ომითავის ტვინიაზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითსოკრატეევროპის საბჭოალავერდიტოლერანტობაილონ მასკიჯიქიპოლონეთისასწორი (ასტროლოგია)გაერთიანებული ერების ორგანიზაციაეკოლოგიაწყნარი ოკეანეთურქეთიკეთილშობილი ირემიიუსტინიანე Iთეიმურაზ Iფაშიზმიერთეულთა საერთაშორისო სისტემახევისბერი გოჩააშშ-ის ისტორიაბენიტო მუსოლინიმადაგასკარისაქართველოს მდინარეების სიაზენონი (იარაჯული)ჰიმალაიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებიანემიამიგრაციავენის კონგრესიძალატყეხეოფსის პირამიდატრეფიკინგისამანიშვილის დედინაცვალირენესანსიეგვიპტის პირამიდებიალეგორიარესპუბლიკადიდი პანდაზღარბისებრნიჩარლი ჩაპლინიკამეჩებიალექსანდრე მაკედონელიფობიების სიაიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშიტუბერკულოზიინფორმაციაფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიაგურიალუი XIVდედოფალანაციონალ-სოციალიზმირიცხვითი სახელისაქართველო XVIII საუკუნეშიაბრეშუმის დიდი გზაქართული ხალხური ცეკვებიპლანეტაადოლფ ჰიტლერიგეორგიევსკის ტრაქტატიავტორიტარიზმირიონიგიორგი ანწუხელიძეებრაელებიგასტრიტიტურიზმიეგრისის სამეფორელიგია საქართველოშისერვიტუტი (უფლება)ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)ნიკოლოზ ბარათაშვილითემურლენგიკუებიგანათლება საქართველოშიასტრიდ ლინდგრენიბალდუინ IV იერუსალიმელი🡆 More