დენთი

დენთი — მტყორცნი თვისებების მქონე ფეთქებადი ნივთიერება.

დენთის წვა განპირობებულია სითბოს გადაცემით შრიდან შრეზე და მდგრადია გარე წნევის ფართო ინტერვალში (1—10⁴ კგძ/სმ²). განასხვავებენ დენთის ორ სახეობას: უკვამლო და ნარევიან (შედგება საწვავისა და დამჟანგველისაგან) დენთს. ნარევიანი დენთის ერთ-ერთი სახეა კვამლიანი ანუ შავი დენთი. შავი დენთი გოგირდის (10%), ხის ნახშირის (15%) და კალიუმის გვარჯილის (75%) მექანიკის ნარევია. ვარაუდობენ, რომ იგი პირველად ჩინეთში მიიღეს, საიდანაც შემდეგ დასავლეთში გავრცელდა XIII საუკუნეში, შავ დენთთან არის უშუალოდ დაკავშირებული არტილერიის განვითარება. მას იყენებენ ცეცხლგამთარი (ბიკფორდის) ზონრის დასამზადებლად, სანადირო თოფების ვაზნებში, სამთო სამუშაოებზე და სხვა სამხედრო საქმეში შავი დენთი უკვამლო დენთმა შეცვალა.

დენთი
დენთი სხვადასხვა ფორმით

უკვამლო დენთი, რომლის ძირითადი კომპონენტია ნიტროცელულოზი, იყოფა შემდეგ ტიპებად:

  • ბალისტიკური - რომლის შედგენილობაში შედის 50—60% ნიტროგლიცერინი, დიეთილენგლიკოლდინიტრატი ან მათი ნარევი. გარდა ამისა მათ შემადგენლობაში შეყავთ არომატული ნიტრონაერთები, სტაბილიზატორები, აგრეთვე ბაზელინი, ქაფური და სხვა დანამატი, ბალისტიკურ დენთს იყენებენ ძირითადად ცეცხლსასროლ იარაღებში და მყარ რაკეტულ საწვავად;
  • კორდიტული - ნიტროგლიცერინის უკვამლო დენთის ერთ-ერთი სახეობა, რომლის შემადგენლობაშიც შედის 57,64% ნიტროგლიცერინი, 37,23% პიროქსილინი, 5,14% ვაზელინი.
  • პროქსილინური - რომლის შედგენილობაში შედის 91—96% ნიტროლულოზა, 1,2—5,0% აქროლადი ნაერთები (სპირტი, ეთერი და წყალი), 1,0—1,5% სტაბილიზატორი, 2—6% ფლეგმატიზატორი, 0,2—0,3% გრაფიტი და ალჩამქრობი დანამატები. იყენებენ ძირითადად ცეცხლსასროლ იარაღებში. ეს სახეობები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან წარმოების ტექნოლოგიით. უკვამლო დენთს, შავ დენთთან შედარებით ახასიათებს უფრო მდგრადი წვა და მეტი მუშაობის უნარიანობა.

ლიტერატურა

Tags:

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

გაპიროვნებაზამთარიგლობალიზაციადინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)ბეჰემოთიროდოსის კოლოსიტერენტი გრანელიბიზანტიის იმპერიარიკოთის უღელტეხილიებრაული დღესასწაულებიგიორგი I (საქართველოს მეფე)სომხების გენოციდისლოვაკეთირუსეთის შეჭრა უკრაინაში (2022)მილიმეტრიდემოკრატიაანგარიშთა გეგმასომხური სამოციქულო ეკლესიაუჯრედიგენოციდიჯუზეპე ვერდიგურამ დოჩანაშვილიბაზალეთის ტბამარქსიზმინაირა გელაშვილიპაკისტანიტუბერკულოზიმარილებიეგვიპტის პირამიდებიძველი თბილისიქართლიტროპიკული სარტყლებირენესანსიპარიზიავთანდილ ჭრიკიშვილისაერთაშორისო სამართალიფაშიზმითხის რქა (ასტროლოგია)ახალციხემენსტრუაციაკონსერვატიზმინოქალაქევიარგონავტებილიკა ქავჟარაძენაწლავებიჭიამაიასებრნიჰაერის დაბინძურებააზოკონსტიტუციაარწივიდიდი გეოგრაფიული აღმოჩენებილამპრობასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირივოლფგანგ ამადეუს მოცარტიბაგრატ IV (საქართველოს მეფე)ცილებიაბსცისამიქელანჯელო ბუონაროტითერგდალეულებიტრირემასოკოებიალეგორიამონა ლიზატაო-კლარჯეთიუფლისციხეჰიმალაიმთვარის დაბნელებაკეთილშობილი ირემილუდვიგ ვან ბეთჰოვენიმრავალკუთხედილეიკოციტებიპოლიტიკური გეოგრაფიავიკიპედიასაქართველო XIII საუკუნეშიზუგდიდიქართული ხალხური საკრავებინილოსი🡆 More