დამოკიდებული პიროვნების აშლილობა

დამოკიდებული პიროვნების აშლილობა (დპა), წინათ ცნობილი, როგორც ასთენიკური პიროვნების აშლილობა — პიროვნული პათოლოგია, რომელიც ხასიათდება ყოვლისმომცველი ფსიქოლოგიური დამოკიდებულებით სხვა ადამიანებზე.

ის ხანგრძლივი მდგომარეობაა, რომლის დროსაც ადამიანი დამოკიდებული ხდება სხვაზე ან სხვებზე იმისთვის, რომ დაიკმაყოფილოს თავისი ემოციური და ფიზიკური მოთხოვნილებები, მხოლოდ ცოტა მათგანი აღწევს ნორმალურ, დამოუკიდებელ დონეს.

დამოკიდებული პიროვნების აშლილობა
დარგი ფსიქიატრია
კლასიფიცირება და გარე წყაროები
ICD-10 F60.7
ICD-9 301.6
MedlinePlus 000941
MeSH D003859

გამომწვევი მიზეზები

ჩვენ არ ვიცით რა იწვევს დამოკიდებული პიროვნების აშლილობას. 2012 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად დპა 55% - 72% გენეტიკურად თანდაყოლილია. განსხვავება დამოკიდებულ პიროვნებასა და დამოკიდებული პიროვნების აშლილობას შორის გარკვეულწილად სუბიექტურია, რაც დიაგნოსტირებისას დიდ როლს თამაშობს. თერაპევტმა უნდა გაითვალისწინოს კულტურული თავისებურებანი, განსაკუთრებით კი იმ კულტურალში გავრცელებული გენდერული როლის მოლოდინები.

დიაგნოსტიკა

ამერიკული ფსიქიატრიის ასოციაცია

DSM-IV-TR-ში ჩვენ გვაქვს დამოკიდებული პიროვნების აშლილობის დიაგნოზი, რომელიც აღწერს ყოვლისმომცველ და გადაჭარბებულ საჭიროებას, რომ ადამიანს მოუარონ, რასაც ადამიანი მიჰყავს სუბმისიური და სხვაზე მიწებებულ ქცევებამდე რამეთუ მას განშორების ეშინია. მსგავსი ტიპის ქცევა იწყება ადრეულ მოწიფულობის პერიოდში და* ვლინდება არაერთ ცხოვრებისეულ კონტექსტში. DSM V-ში დამოკიდებული პიროვნების აშლილობა მიეკუთვნება C კლასტერს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაავადებების საღელმძღვანელო ICD-10 მიაკუთვნებს ფპა-ს პიროვნებათა აშლილობის რიცხვს. ICD-10-ში ის მოიხსენიება: (F60.7) დამოკიდებული პიროვნების აშლილობა.

იგი ხასიათდება მინიმუმ სამით ქვემოთ ჩამოთვლილთაგან:

  1. ადამიანებს ნებას რთავენ ან არ ეწინააღმდეგებიან მის ნაცვლად მიიღონ უმეტესობა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისა თავისი ცხოვრების შესახებ;
  2. საკუთარ მოთხოვნილებებს უქვემდებარებენ მათ ვიზეც დამოკიდებულნი არიან და მუდამ ემორჩილებიან;
  3. არ შესწევთ უნარი რამე მოითხოვონ იმ ადამიანებისგან ვიზეც არიან დამოკიდებული;
  4. თავს გრძნობენ არაკომფორტულად და უმწეოდ, როდესაც მარტო არიან, რამეთუ გაზვიადებულად გრძნობენ საკუთარი თავის მოვლის უუნარობის შიშს;
  5. გადამეტებული წუხილი იმის შესახებ, რომ მას მიატოვებენ და საკუთარი თავის მოვლა მოუწევს;
  6. უუნაორბა ან შემცირებული უნარი მიიღოს ყოველდღიური გადაწვეტილებები გადაჭარბებული დარწმუნების და სხვისგან მიღებული რჩევის გარეშე.
ასოცირებული თვისებები შეიძლება იყოს თვითაღქმული უმწეობა, უუნარობა და ამტანობის დეფიციტი.

მოიცავს:

  • ასთენიკურ, არაადექვატურ, პასიურ და თვით-დამარცხებად (მაზოხისტურ) პიროვნებებს (აშლილობებს)

ICD-10-ის მოთხოვნის თანახმად ნებისმიერი სპეფიციური პიროვნების აშლილობის დიაგნოზი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს ზოგადი პიროვნების პათოლოგიის კრიტერიუმებს.

სხვა

თეოდორე მილონის თანახმად დამოკიდებულ პიროვნებას ხუთი სუბტიპი აქვს: 

  • შეშფოთებული - დამოკიდებული პიროვნება, რომელსაც თან ახლავს აცილებადი პიროვნების თვისებები.
  • თავდაუზოგავი - დამოკიდებული პიროვნება, რომელსაც თან ახლავს მაზოხისტური პიროვნების თვისებები.
  • მოუმწიფებელი - დამოკიდებული პიროვნება, რომელსაც თან არ ახლავს არცერთი სხვა პიროვნების ტიპისთვის დამახასიათებელი თვისებები.
  • დაუზარებელი - დამოკიდებული პიროვნება, რომელსაც თან ახლავს თეატრალური პიროვნების თვისებები.
  • უნაყოფო - დამოკიდებული პიროვნება, რომელსაც თან ახლავს შიზოიდური პიროვნების თვისებები.

კომორბიდულობა

დპა ხშირად კომორბიდულია (თანაარსებობაშია) სხვა მდგომარეობებთან:

ეპიდემიოლოგია

დამოკიდებული პიროვნების აშლილობა გვხდება ზოგადი მოსახლეობის დაახლოებით 0,6%. უფრო ხშირად დიაგნოსტირებულნი არიან მდედრობითი სქესის წარმომადგენლები, მიუხედავად ამისა, კვლევებში განსაზღვრულია, რომ უკანასკნელი ინტერვიუს დროს ქცევით განსხვავებებს და თვით-მოხსენებას უფრო ასახავს ვიდრე სქესთა შორის განსხვავებას. 2004 წელს ტყუპებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ აშლილობის მემკვიდრეობითობა 0,81 შეადგენს. ამ მნიშვნელოვან მტკიცებულებებზე დაყრდნობით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს აშლილობა გავრცელებულია ოჯახის წევრებს შორის. ბავშვები და მოზარდები, რომლებსაც გადატანილი აქვთ რაიმე სხეულებრივი დაავადება ან შფოთვითი აშლილობა უფრო მგძნობიარენი არიან დპა-ს განვითარების მიმართ.

კოდეპენდანტური ურთიერთობები

კოდეპენდანტური ურთიერთობა არის არაჯანსაღი ან დისფუნქციური ურთიერთობის ტიპი სადაც ერთი მხარე ნებას აძლევს ან მხარს უჭერს მეორის ნარკოდამოკიდებულებას, ალკოჰოლიზმს, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას, ცუდ ფსიქიკურ ჯანმრთელობას, უმწიფარობას, ან უპასუხისმგებლობას.

პატერნები და მახასიათებლები

კოდეპენდანტურობას შეიძლება გადავაწყდეთ ყველა ტიპის ურთიერთობაში: ოჯახური, სამსახურეობრივი, მეგობრული, რომანტიკული, თუ საზოგადოებასთან ურთიერთობაში.

ჩახლართული რომანტიკული ურთიერთობები

კოდეპენდანტურ ურთიერთობებში, კოდეპენდანტის ცხოვრების მნიშვნელობა დაფუძნებულია უკიდურესი მსხვერპლის გაღებაზე რათა დააკმაყოფილოს პარტნიორის მოთხოვნილება. ასეთი ტიპის ადამიანებს ახასიათებთ არაჯანსაღი დონის "მიწებებულობა", სადაც ისინი კარგავენ აუტონომიურობას და თვითუზრუნველყოფის უნარს. ერთ-ერთი ან ორივე მხარე დამოკიდებულია მეორეზე რათა დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნილებები.

განსაკუთრებულად პრობლემატური წყვილები:

  • მოსაზღვრე პიროვნების აშლილობა. არსებობს ტენდენცია, რომ მას ვისაც მოსაზღვრე პიროვნების აშლილობის მქონე ადამიანი უყვარს მის "მომვლელის" როლს ითავსებს. იგი პრიორიტეტულად მიიჩნევს რომ გაუმკლავდეს მპა-ს პრობლემს და არა საკუთარს. ხშირად, მსგავს ურთიერთობაში მყოფი კოდეპენდანტი თავს მნიშვნელოვნად გრძნობს იმით, რომ "მზრუნველია".
  • ნარცისული პიროვნების აშლილობა. ნარცისების კოდეპენდანტებს ზოგჯერ კო-ნარცისებად მოიხსენიებენ. ნარცისული ტიპის პიროვნებები, თავისი უნარით საკუთარი ხედვის ქვეშ მოაქციონ ადამიანები, ეძებენ და იზიდავენ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან სხვისი მოთხოვნილებები წინა პლანზე წამოწიონ. კოდეპენდანტები ნარცისულ პიროვნებას დამჯერ და ყურადღებიან აუდიენციას სთავაზობენ - იდეალური სცენა ეგოცენტრული ნარცისისთვის.

კოდეპენდანტური ან / და იმპულსური კონტროლის აშლილობის მქონე ინდივიდები და კოდეპენდანტური ურთიერთობა

დისფუნქციური ოჯახი

დისფუნქციურ ოჯახში ბავშვი დაისწავლის, რომ მოერგოს მშობლის მოთხოვნილებებს და ემოციებს და არა პირიქით. მშობელი არის როლი, რომელიც მოითხოვს გარკვეული დოზით თვითშეწირვას და ბავშვისთვის პრიორიტეტის მინიჭებას. მშობელს შეუძლია იყოს კოდეპენდანტური შვილის მიმართ თუ ზრუნვა და თვითშეწირვა აღწევს არაჯანსაღ ან გამანადგურებელ დონეებს. ხშირად, ის მშობელი რომელიც კარგად უვლის, იკმაყოფილებს საკუთარ ფიზიკურ და ემოციურ მოთხოვნილებებს უკეთესად ზრუნავს ბავშვზე, ხოლო კოდეპენდანტური მშობელი ნაკლებად ეფექტურია ან შეიძლება ზიანიც კი მიაყენოს მას. სხვაგვარად რომ შევხედოთ ამ საკითს: თოთო ბავშვის მოთხვონილებები აუცილებელია, მაგრამ დროებითი, კოდეპენდანტურის კი მუდმივი. კოდეპენდანტური მშობლების შვილები შეიძლება თვითონვე გახდნენ კოდეპენდანტურები.

სქოლიო

Tags:

დამოკიდებული პიროვნების აშლილობა გამომწვევი მიზეზებიდამოკიდებული პიროვნების აშლილობა დიაგნოსტიკადამოკიდებული პიროვნების აშლილობა ეპიდემიოლოგიადამოკიდებული პიროვნების აშლილობა კოდეპენდანტური ურთიერთობებიდამოკიდებული პიროვნების აშლილობა სქოლიოდამოკიდებული პიროვნების აშლილობაპიროვნების აშლილობა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

რომის იმპერიარუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიიაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმიესპანეთინეიტროფილებიშიზოფრენიადიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენადედა ენასაქართველოს თავდაცვის ძალებიუცხოური აგენტების კანონიბატონებისოკრატეჩუტყვავილაფსიქოლოგიამონანიება (ფილმი)წმინდა სამების საკათედრო ტაძარიანემიააბო თბილელივაშლოვანის ეროვნული პარკიგელათის მონასტერიბრესტი (საფრანგეთი)ობობებითევზებიFacebookდავით კლდიაშვილისაჭმლის მომნელებელი სისტემაქართული ღვინოეპილეფსიაკუნილინგუსიEuropebetქრისტესისხლაელისაბედ Iლეონარდო და ვინჩიაფრიკაუკრაინაგასტრიტიმესამე რაიხისანტიმეტრიტაო-კლარჯეთიმარილებითირკმელიბგერაბაგრატ IV (საქართველოს მეფე)მალდივის რესპუბლიკაპიერ პაოლო პაზოლინინიდერლანდების ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიფარავანიბუდიზმითვითმმართველობაჯაბა იოსელიანიისრაელიაზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითფრიდრიხ ნიცშემსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიაათეიზმილევან აბაშიძე (მსახიობი)სავიზო მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისთვისჩერნობილის კატასტროფაშვიდი მომაკვდინებელი ცოდვაგამზრდელი (პოემა)მორფოლოგია (ენათმეცნიერება)ოსმალეთის სულთნების სიააქლემიბახტრიონი (პოემა)სისხლინაწლავებიქრომოსომაავსტრალიაქრისტეფორე კოლუმბისაქართველო XVII საუკუნეშიძიუდოსაფრანგეთ-რუსეთის ომი (1812)რუმინეთი26 აპრილიადამიანის ჩონჩხისარკაზმიალბერტ აინშტაინი🡆 More