გარდამავალი მხედრული

გარდამავალი მხედრული X-XI საუკუნეებში გავრცელებული ქართული მხედრული დამწერლობის ქვესახეობაა; ასოთა მოხაზულობები ნუსხურიდან მხედრულისაკენ გარდამავალ საფეხურს წარმოადგენენ; აქედან მომდინარეობს ქართული დამწერლობის ამ სახეობის დასახელებაც.

ხშირად მოიხსენიება მდივანმწიგნობრულის სახელწოდებითაც.

გარდამავალი მხედრული
მხედრული დამწერლობის ერთ–ერთი ადრეული ნიმუში, ბაგრატ IV–ის სიგელი ოპიზარ და მიჯნაძორელ მამათა მიმართ, XI საუკუნე

გარდამავალი მხედრულითაა შესრულებული X-XI საუკუნეების ისტორიული საბუთები, მათ შორის ბაგრატ IV-ის ცნობილი ორი სიგელი; აგრეთვე ხელნაწერთა ზოგიერთი მინაწერი და ეპიგრაფიკული წარწერები. ხელნაწერ საბუთებში, განსაკუთრებით კი ბაგრატის სიგელში ოპიზარი და მიჯნაძორელი მამების მიმართ (1054—1072 წლები), გარდამავალ მხედრულს ახასიათებს ნუსხურისათვის დამახასიათებელი კუთხოვანი ფორმების მომრგვალება. ამგვარი მომრგვალება, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, შესაძლოა ინდივიდუალური ხელწერის ნიშანი იყოს. სხვა შემთხვევებში, განსაკუთრებით ეპიგრაფიკულ ძეგლებში, გარდამავალი მხედრულის ასოთა ფორმები ინარჩუნებენ კუთხოვან ფორმებს. გარდამავალ მხედრულს ახასიათებს აგრეთვე ასოთა გადაბმები; მხედრულის შემდგომი განვითარების შედეგად გადაბმები კიდევ უფრო დაიხვეწა და მხედრული კალიგრაფიის აუცილებელ ელემენტად იქცა.

გარდამავალი მხედრული

გარდამავალი მხედრულის მაგალითი, ფრაგმენტი ბაგრატ IV-ის სიგელიდან, XI საუკუნე.

„გურგენ : მეფეთა : მეფისაი : პაპისა : ჩემისა : ბ~გტ კურაპალა ...“

აღსანიშნავია, რომ ივანე ჯავახიშვილი გარდამავალ მხედრულს ორ ნაწილად ყოფდა; წიგნური ვარიანტის აღსანიშნავად მან შემოიღო ტერმინი ნუსხახუცური მრგლოვანი, ხოლო საბუთების ხელის აღსანიშნავად — ნუსხახუცური მწიგნობრული დამწერლობა. მკვლევართა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ამგვარი დაყოფა ზედმეტია; ტერმინი გარდამავალი მხედრული ამ ორივეს მოიცავს, ტერმინოლოგიურ დაქუცმაცებას კი საფუძვლად უდევს არა დამწერლობათა განვითარების სხვადასხვა საფეხური, არამედ წერილობითი ძეგლების შინაარსობრივი მხარე.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • „ენციკლოპედია „ქართული ენა“, თბილისი, 2008, გვ. 104
  • ელენე მაჭავარიანი, მხედრული დამწერლობის ადრეული ნიმუშები. — კრ.: „მრავალთავი“ (ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი), III, თბილისი, 1973
  • ივანე ჯავახიშვილი, ქართული დამწერლობათამცოდნეობა ანუ პალეოგრაფია. — თხზ., ტ. 9, ნაკვ. 1, თბილისი, 1996

Tags:

X საუკუნეXI საუკუნემხედრულინუსხურიქართული დამწერლობა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

პოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირშიქართლის ცხოვრებაქუნთრუშასაქართველოს წითელი ნუსხაშინაური კატაანდებიშალვა პაპუაშვილიწინადადებაგიორგი III (საქართველოს მეფე)არაბთა სახალიფოხინკალიმედუზებიპოტსდამის კონფერენციაგამარჯვების დღეttyltსამებამასონობაქრისტესისხლარკინაავტომობილირომის იმპერიასაქართველოს დამოუკიდებლობის აქტინაპოლეონის ომებიხეოფსის პირამიდაარჩვიმერწყულიკირჩხიბი (ასტროლოგია)აშშ-ის პრეზიდენტების სიანიადაგითვითმფრინავის ბიჭების საქმექვეწარმავლებიოგანესონივნების კვირადიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაალექსანდრე მაკედონელიქეთევან დედოფალიამერიგო ვესპუჩიმურა დათვისერგო ორჯონიკიძემონღოლებიპაბლო პიკასოიულიუს კეისარიბრაზილიალუი XIVშინაური ძაღლიაზერბაიჯანინიკო ფიროსმანიქართული გვარისაქართველოს კონსტიტუციამერკურიაკაკი წერეთელიფესახინარიყალააბას I (ირანი)ჩარლი ჩაპლინიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითმასტურბაციაგიორგი IV ლაშამილიმეტრითვალიიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშიცხოველებიაბანოთუბანიაგენტიენცეფალოპათიატერენტი გრანელიათი მცნებაალეგორიაავსტრალია (კონტინენტი)ხევისბერი გოჩაფოლკლორირენესანსიკახეთის აჯანყება (1812)ნიანგები🡆 More