ბაგრატის ტაძრის წარწერები

ბაგრატის ტაძრის წარწერები — ბაგრატის ტაძრის აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის კედლებზე ამოკვეთილი ქართული ასომთავრული წარწერები.

მთავარი სამშენებლო წარწერა, რომელშიც ბაგრატ აფხაზთა და ქართველთა მეფე და კურაპალატი და დედამისი — გუარანდუხტ დედოფალი იხსენიებიან, ამოკვეთილია ტაძრის აღმოსავლეთ ფასადის სარკმლებს ზემოდან შემოვლებული ჩუქურთმიანი თაღედის ქვედა ბრტყელ წახნაგზე. ტექსტის მონაცემებით (ბაგრატ III-ის ტიტულატურა) იგი 1001-08-ით თარიღდება. ჩრდილო კედელზე, აღმოსავლეთ მკლავის ჩრდილო სარკმლის ქვემოთ ჩასმულ დიდი ზომის ქვის ფილაზე, სარკმლის ღიობის ორივე მხარეს ამოკვეთილია ორი წარწერა: შედარებით ვრცელი, 6-სტრიქონიანი, მარცხენა წარწერა შინაარსით მემორიალურია და შეიცავს ბაგრატ III-ის განდიდების ტექსტს: „ქ. ჵ. მეუფეო, მფლობელთა ყოველთა სუფევათაო, უმეტესად ადიდე ძლიერი ბაგრატ კურაპალატი. აფხაზთა და ქართველთა მეფეჱ, თანა: მამით, დედით, დედოფლით და ძით მათით, ამენ“. ტექსტის მონაცემებით (ბაგრატ III-ის ტიტულატურა, მისი დედისა და მამის ცოცხლად მოხსენიება) ეს წარწერაც, აღმოსავლეთ ფასადის წარწერის მსგავსად, 1001-08-ით თარიღდება. მარჯვნივ ამოკვეთილი წარწერის ტექსტი ასეთია: „ქ. ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი იყო 223“, ესე იგი 1003. ეს წარწერა ქართულ წერილობით ძეგლებში პირველად გადმოსცემს თარიღს არაბული ციფრებით (მანამდე და შემდეგაც კარგა ხანს ისინი ასონიშნებით გადმოიცემოდა).

ბაგრატის ტაძრის წარწერები
ბაგრატის ტაძარი რესტავრაციის შემდეგ

იხილეთ აგრეთვე

წყარო

  • დასავლეთ საქართველოს წარწერები, შემდგენელი: ვალერი სილოგავა; ნაკვეთი 1, თბ., 1980;
  • ქართული წარწერების კორპუსი (IX-XIII სს.), შემდგენელი: ნ. შოშიაშვილი, ნაკვეთი 1, თბ., 1980.

ლიტერატურა

Tags:

არაბული ციფრებიასომთავრულიბაგრატ III (საქართველოს მეფე)ბაგრატის ტაძარი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საქართველოს სამეფოპლანეტაCadillacნოე სულაბერიძეელექტრული დენიგიორგი მამარდაშვილიდიდგორის ბრძოლაგრიგოლ რობაქიძევინსენტ ვან გოგისალომე ზურაბიშვილიმამებისა და შვილების ბრძოლაზაფხულისაქართველოს თავდაცვის ძალებიზურა ყიფშიძექართლიიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშივანუატუმეტაფორარესპუბლიკაპარიზის სამშვიდობო კონფერენციამზეეროვნული პარკიანტარქტიდაჰიპოთეზაკვადრატული მეტრიქართული დამწერლობააპრილიკანონიერი ქურდიადიშის ოთხთავიევერესტიყვარყვარედიდი პარასკევითევდორე კველთელიავსტრიასაქართველოს მდინარეების სიავარდების რევოლუციაქანი (გეოლოგია)დათა თუთაშხიაარსებითი სახელიკონსტიტუციაკარცინომადედამიწის ატმოსფეროინსულტიუჯრედისაქართველოს დამოუკიდებლობის დღეენერგიაერთა ლიგავიკიპედიამორფოლოგია (ენათმეცნიერება)ჭოტიმსოფლიოს ვალუტებიმამუკა მდინარაძესაქართველოს ქალაქებითბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრილუი XIVბელგიაGoogleნიჰილიზმივერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)სერბეთიხევისბერი გოჩაქალაქიკარლეს პუჩდემონითელავილიმფოციტებიC ჰეპატიტითითაობამთავარი გვერდიაბას I (ირანი)ზმნიზედაზმნაუცხოური აგენტების კანონიწვიმაოპერამწერებიმიგრაციასამთა კავშირიმეორე მსოფლიო ომი🡆 More