ახალი ათონის მღვიმური რკინიგზა

ახალი ათონის მღვიმური რკინიგზა ან ახალი ათონის მინი-მეტრო — მღვიმური რკინიგზა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, საქართველოში.

გაიხსნა 1975 წლის 4 ივლისს ტურისტული კომპლექსის „ახალი ათონის“ შემადგენლობაში. განკუთვნილია საკურორტო სეზონზე ტურისტების ახალი ათონის მღვიმეში შესაყვანად. სიგრძით 1,3 კმ-ია, აქვს 3 სადგური: „შესასვლელი ჭიშკარი“, „აფხაზეთი“ და „თბილისი“.

ახალი ათონის მღვიმური რკინიგზა
ახალი ათონის მღვიმური რკინიგზის ერთ-ერთი სადგური

მიწისქვეშა მდებარეობის გამო ამ რკინიგზას ხანდახან მეტროპოლიტენს ადარებენ ხოლმე.

ახალი ათონის მღვიმური რკინიგზა
ვაგონის ინტერიერი

ტურისტების ტრანსპორტირებისთვის 1975 წელს მღვიმესთან ცალგზიანი რკინიგზა გააკეთეს, რომელიც საკურორტო სეზონზე — მაისიდან ნოემბრამდე იმუშავებდა. მატარებლის სიჩქარეა 30 კმ\სთ. ლიანდაგების სიგანე 914 მმ-ია. დეპო პირველივე სადგურის მოპირდაპირე მხარეს, გამოქვაბულის სიახლოვესაა განლაგებული. ორგზიანი გასაყრისი ლიანდაგები პირველი და ბოლო სადგურებიდან მოკლე მანძილზევე მდებარეობენ. არის ასევე ორი სალიანდაგო კავშირი სამსახურებრივ გვირაბთან. საკონტაქტო რელსში ძაბვა 300 ვ შეადგენს.

საშტატო მგზავრნაკადია წლიურად 0,7 მლნ ადამიანი, ანუ დღიურად 2000 ტურისტი. მარშრუტი დიდ მანძილზე მოპირკეთებულია რკინაბეტონით (არა სამეტროპოლიტენო სტანდარტით), გვირაბის ნაწილი ბუნებრივ გამოქვაბულშია გაყვანილი. რკინიგზის მშენებლობა 1965-75 წლებში თბილისის მეტრომშენის მმართველობით, გაიოზ ჯაყელის ხელმძღვანელობით იქნა განხორციელებული.

გამოიყენებოდა საბურღ-მაფეთქებელი მეთოდი.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

Tags:

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაახალი ათონის მღვიმესაქართველო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

გაზაფხულიქართველები რუსეთშილოგისტიკაეგზისტენციალიზმიაბას I (ირანი)დოლინაცვალსახელიაქლემიკამეჩებიარაპენეტრაციული სექსიბიზანტიის იმპერიაემპათიარაბათის ციხემერაბ კოსტავარომანტიზმიილია IIგიორგი III (საქართველოს მეფე)მართლმადიდებლობაარგონავტებისიმკვრივეკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდალურჯი ვეშაპიალავერდიაკაკი წერეთელიბარდა სკლიაროსიყაზახეთიმთავარი გვერდიმარილებიბერძნული მითოლოგიასოკრატედეზოქსირიბონუკლეინის მჟავაპოლიტიკაგოდერძის ნამარხი ტყებუნების დაცვაქართული მითოლოგიაწმინდა სამების საკათედრო ტაძარითევდორე კველთელირელიგიამტკვარისვანეთიფშავიორნელა მუტიმალდივის რესპუბლიკასახელმწიფოttyltხაჭაპურიიმერეთის მხარეკუბური მეტრისტამბოლიპოლიტიკური გეოგრაფიაფსიქოლოგიათავისუფლების მოედანი (თბილისი)საქართველოს პრეზიდენტიინსულტიავტორიტარიზმიევოლუციაბგერაჰორმონებიოშკიკვადრატული მეტრიბრუნებალიბერალიზმი საქართველოშიპოტსდამის კონფერენციაკვადრატიალმასიჭადრაკიირემისაქართველოს სატელეფონო კოდებიზუგდიდილობოტომიააპენდიციტიგიორგი ყარყარაშვილისაქართველოს თავდაცვის ძალებიპეტუნიაბაქტერიებიმიქელანჯელო ბუონაროტიწმინდა გიორგი🡆 More