ალექსანდრეს ბაღის ობელისკი

ალექსანდრეს ბაღის ობელისკი (რუს.

მდებარეობს ალექსანდრეს ბაღში, მოსკოვის კრემლის კედელთან ახლოს. თავდაპირველი, ე. წ. რომანოვების ობელისკი შესრულებული იყო სერგეი ვლასევის პროექტის მიხედვით და აღმართეს 1914 წლის 10 ივლისს ბაღის შესასვლელთან. ობელისკი მიეძღვნა რომანოვების დინასტიის ტახტზე ასვლის 300 წლისთავს, რომელიც წინა წელს აღნიშნეს.

ალექსანდრეს ბაღის ობელისკი
რუს. Обелиск в Александровском саду
ალექსანდრეს ბაღის ობელისკი
კოორდინატები 55°45′13″N 37°36′53″E / 55.753692° ჩ. გ. 37.614853° ა. გ. / 55.753692; 37.614853
მდებარეობა მოსკოვი, რუსეთი
არქიტექტორი ნიკოლაი ვსევოლოჟსკი
თარიღდება 1914
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7710413005

ძალიან მალევე ოქტომბრის რევოლუციიდან ობელისკის ელემენტების დემონტაჟის და ბარელიეფების მოხსნის შედეგად ობელისკი გადააკეთეს გამოჩენილი მოაზროვნეების ძეგლ-ობელისკად, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს მუშათა კლასის გათავისუფლებაში და გახდა ახალი სახელმწიფოს პირველი მონუმენტური ძეგლი.

2013 წელს რომანოვების 400 წლისთავთან დაკავშირებით მონუმენტი აღადგინეს, თავდაპირველი ძეგლი პრაქტიკულად დაიკარგა.

ისტორია

იმპერიის პერიოდი

ალექსანდრეს ბაღის ობელისკი 
რომანოვების ობელისკი 1914—1918 წლებში.

ვლასიევის შესრულებულმა ობელისკის პროექტმა მეორე პრემია დაიმსახურა რომანოვების 300 წლისთავისადმი მიძღვნილი პროექტების კონკურსზე. მისი დამონტაჟების თანხა ქალაქის ბიუჯეტიდან გაიღეს.

საზეიმო საფუძვლის ჩაყრა გაიმართა 1914 წლის 18 აპრილს. პირველი ქვა ჩადო ვიქტორ ბრიანსკიმ, მეორე - ალექსანდრე ადრიანოვმა, მესამე - თავადმა ნიკოლოზ ოდოევსკი-მასლოვმა. ობელისკის საზეიმო გახსნა კი გაიმართა 1914 წლის 10 ივნისს (მასში სამეფო ოჯახს წარმომადგენლებს მონაწილეობა არ მიუღიათ).

ობელისკი დადგეს ზემო ბაღში მთავარი შესასვლელის მოედანზე. იგი შედგებოდა ორი ნაწილისაგან. ოთხკუთხა ფინური გრანიტის ობელისკი სრულდებოდა ორთავიანი არწივის გამოსახულებით, ხოლო სტელის თავში რომანოვების გერბი იყო გამოსახული. ქვემოთ კი ეწერა რომანოვების დინასტიის წარმომადგენელი მეფეებისა და იმპერატორების სახელები მიხეილ თედორეს ძიდან დაწყებული ნიკოლოზ II-თი დამთავრებული (არ ეწერა მხოლოდ ივანე VI, იმპერატრიცა ანას შემდეგ ეგრევე იმპერატრიცა ელისაბედი ეწერა). კუბის ფორმის პოსტამენტზე გამოსახული იყო წმინდა გიორგი და მის გარშემო რუსეთის იმპერიის გუბერნიების გერბები.

საბჭოთა პერიოდი

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ მიიღო მონუმენტალური პროპაგანდის ლენინური გეგმა, რომლის საფუძველზეც გაანადგურეს ყველა ის ძეგლი, რომელიც მეფის ხელისუფლებასთან იყო კავშირში. ალექსანდრეს ბაღის ობელისკი არ დაუნგრევიათ, იგი გადააკეთეს და იქცა სოციალისტური და კომუნისტური მოძრაობის ლიდერების ძეგლად.

1918 წლის აგვისტო-სექტემბერში მოსკოვის აღმასკომის დადგენილების საფუძველზე არქიტექტორმა ნიკოლაი ვსევოლოჟსკიმ ობელისკი ასე გადააკეთა: წვერში არსებული არწივი მოხსნა; გერბები მოხსნა (გერბის ფარები შეინარჩუნეს); წმინდა გიორგის მაგივრად წააწერეს „Р. С. Ф. С. Р.“, მის ქვემოთ კი დევიზი „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდით“; მეფეთა სახელები მოაშორეს და მათ ადგილზე 19 სოციალისტისა და კომუნისტის სახელი დააწერეს. გვარები ქრონოლოგიურად არ არის დალაგებული. ჯერ წერია მარქსი და ენგელსი, შემდეგ გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის სამი დამაარსებელი (ვილჰელმ ლიბკნეხტი, ფერდინანდ ლასალი და ავგუსტ ბებელი), ხოლო შემდეგ XVI საუკუნისა და შემდეგი პერიოდის სოციალისტური უტოპიზმის მოღვაწეები. სია მთავრდება ხუთი რუსული გვარით, ესენი არიან სხვადასხვა პოლიტიკური მიმდინარეობების წარმომადგენლები, მათ შორის ბოლშევიზმის ოპოზიციენერებიც (მაგალითად: ნაროდნიკი ნიკოლაი მიხაილოვსკი, ანარქისტი მიხეილ ბაკუნინი და მენშევიკი გიორგი პლეხანოვი). არცერთი ბოლშევიკის გვარი სტელაზე არ იყო.

სტელის ამ სახით გახსნა მოხდა 1918 წლის ოქტომბერში, რევოლუციის წლისთავზე.

1966 წელს ძეგლი გადაიტანეს ზემო ბაღის ცენტრში, მის ადგილზე კი დადგეს რობესპიერის ძეგლი. მაგრამ მალევე ეს ძეგლი ააფეთქა უცნობმა პირმა.

რეკონსტრუქცია

2013 წელს რომანოვების 400 წლისთავთან დაკავშირებით მონუმენტი აღადგინეს, თუმცა თავდაპირველი ძეგლი პრაქტიკულად დაიკარგა.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ალექსანდრეს ბაღის ობელისკი ისტორიაალექსანდრეს ბაღის ობელისკი რეკონსტრუქციაალექსანდრეს ბაღის ობელისკი იხილეთ აგრეთვეალექსანდრეს ბაღის ობელისკი რესურსები ინტერნეტშიალექსანდრეს ბაღის ობელისკი სქოლიოალექსანდრეს ბაღის ობელისკი1914მოსკოვიმოსკოვის კრემლირომანოვების დინასტიარუსული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ძველი რომიკეთილშობილი ირემიჩინგიზ-ყაენიფეხბურთის წესებისაქართველოს სამეფოტყემალიიასამანინაკიანი წელიწადიერთა ლიგავატიკანიაია-ნაპაადამიანიმე, ბებია, ილიკო და ილარიონი (რომანი)ხევისბერი გოჩაფუტკრებისაჩხერეძაღლიწმინდა ნინოშიდსისიზმარიმონაკობანგლადეშიპირველი მსოფლიო ომირაბათის ციხეთავისუფლების მოედანი (თბილისი)შუშანიკის წამებაევროთელავიბაგრატის ტაძარიცილებილუი XIVტრაპეციამსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითმეტაფორალოქოზვიად გამსახურდიასიურრეალიზმისამკუთხედილეიკოციტებიუფლისციხეოპერადედოფალაჭადრაკირუსუდანიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითხვიჩა კვარაცხელიამორზეს ანბანიებრაელებითვითმკვლელობის მეთოდებიეოზონოფილებითხის რქა (ასტროლოგია)ქრისტიანობაფინეთილიბერალიზმიუნგრეთიციყვიმასონობამონღოლთა ბატონობა საქართველოშიკალიებიუილიამ შექსპირისლოვენიაორგაზმიძალადინოზავრებიკოლხეთის სამეფოვაზიქალწული (ასტროლოგია)სომხეთიჰედონიზმიკახა კალაძემერაბ კოსტავაშინაური ცხენისაქართველო XVI საუკუნეშიმიხეილ ჯავახიშვილიევოლუციარენესანსიშხარაყაზახეთიათონის ივერთა მონასტერი🡆 More