მენშევიკები

მენშევიკები (რუს.

ორ ფრაქციად გაყოფა მოხდა პარტიის მეორე კონგრესზე ლონდონში 1903 წელს.

მენშევიკები
პავლე აკსელროდი, იულიუს მარტოვი და ალექსანდრე მარტინოვი, სტოკჰოლმში (16 მაისი, 1917.)

რსდმპ-ს მეორე ფრაქცია იყო ბოლშევიკების ფრაქცია, ლენინის ხელმძღვანელობით. მენშევიკებისგან განსასხვავებლად, ბოლშევიკებმა ოფიციალურად აიღეს აკრონიმი „რსდმპ (ბ)“ („РСДРП (б)“). თუ ბოლშევიკების რიგებში მარქსიზმის თეორიტიკოსები იყვნენ მხოლოდ ლენინი, სტალინი და ნიკოლოზ ბუხარინი, მენშევიკების წამყვანი იდეოლოგები იყვნენ გიორგი პლეხანოვი, ლ. მარტოვი, ნიკოლოზ ჩხეიძე, ფიოდორ დანი. მენშევიკების გავლენა რუსეთში ბოლშევიკებისაზე სუსტი იყო, მაგრამ თებერვლის რევოლუციის შემდეგ დროებით მთავრობაში მოიპოვეს დიდი უმრავლესობა (განსაკუთრებით აღსანიშნავია ირაკლი წერეთლის, ფ. დანისა და მიხეილ ლიბერის როლი). ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, ბოლშევიკების გამარჯვებამ სერიოზულად დათრგუნა მათი გავლენა მასებზე. საბჭოთა ხელისუფლების პირობებში მათი საქმიანობა ხან აკრძალული, ხან დაშვებული იყო. საბოლოოდ აკრძალვის შემდეგ, ნაწილი მენშევიკებისა წითელი ტერორის მსხვერპლი გახდა, ნაწილი თეთრ ტერორს შეუერთდა, ნაწილი ემიგრაციაში წავიდა. წერტილი ამ ყველაფერს დიდმა წმენდამ დაუსვა. თუმცაღა მეშევიკების იმ წარმომადგენლებმა, რომლებმაც ბოლშევიკების სასარგებლოდ შეიცვალეს პოლიტიკური შეხედულებები, არა თუ გადარჩენა შეძლეს, შემდგომში სერიოზული კარიერის გაკეთებაც შეძლეს. მაგალითად ანდრეი ვიშინსკი, რომელიც გენერალური პროკურორი იყო, შემდეგ კი სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრი და სკკპ ცკ-ის პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი. დიპლომატიური კარიერა გაიკეთეს ასევე ივანე მაისკიმ და ალექსანდრე ტროიანოვსკიმ.

განსაკუთრებულ წარმატებას რსდმპ მენშევიკებმა მიაღწიეს საქართველოში, მოვიდნენ რა ჯერ ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის და შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების სათავეებში. ქართველმა მენშევიკებმა, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ 1918 წელს, შექმნეს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • Меньшевики в 1918 году / Отв.ред. З. Галили, А. Ненароков; Отв.сост. Д. Павлов. — М.: РОССПЭН, 1999. — 798 с.
  • Меньшевики в 1922—1924 гг. / Ответ. ред.: Галили З., Ненароков А.; Сост. А. Ненароков. — М.: РОССПЭН, 2004. — 728 с.
  • Liebich A. From the Other Shore. Russian Social Democracy after 1921. — Harvard: Harvard University Press, 1997. — 476 p.
  • Brovkin V. The Mensheviks after October: Socialist Opposition and the Rise of the Bolshevik Dictatorship. — Ithaca and London: Cornell University Press, 1987. — 329 p.

რესურსები ინტერნეტში

Tags:

1903ლონდონირსდმპრუს.

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

თითაობამონღოლებიბაში-აჩუკიმაიმუნებიმარშალის გეგმამიქელანჯელო ბუონაროტიკაპიტალიზმისვანეთიქართული ხალხური ცეკვებინიკეის პირველი საეკლესიო კრებაშვეიცარიასეკულარიზმიეროვნული ლიგაჯუზეპე ვერდიბათუმიბორჯომიბორის პაიჭაძეჟორჟი ამადუსაიდუმლო სერობა (ლეონარდო და ვინჩი)საქართველოს დემოგრაფიაღვიძლისისხლიშავი ზღვის თევზების სიაელინიზმიქაქუცა ჩოლოყაშვილისასანიანთა იმპერიაგლობალიზაციასაქართველო XIII საუკუნეშინეიტროფილებილომი (ასტროლოგია)წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობაემპათიასაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიგარემოს დაბინძურებაგია ყანჩელიშალკე 04 (საფეხბურთო კლუბი)დასავლეთ რომის იმპერიის დაცემაბაგრატ IV (საქართველოს მეფე)აპენდიციტიიგლუინტერნეტიანგარიშთა გეგმაჟანა დ’არკისაბა ლობჟანიძე69 (სექსუალური პოზა)იგიგვირილაგიორგი ცაბაძერელიგიათურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიგამაფრთხილებელი შეფერილობასაქართველოს სატელეფონო კოდებისვანური კოშკიქრისტიანობაგერმანიის ქალაქების სიასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკამურად IVბრესტ-ლიტოვსკის ზავიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2016მიხეილ ჯავახიშვილირამადანიმსოფლიო მემკვიდრეობაბორდო (საფეხბურთო კლუბი)მარტივი რიცხვიკაიროქართვლის დედაიუპიტერინავთობიპირველი რესპუბლიკის მოედანიტრაფალგარის ბრძოლააფრიკაილია თოფურიალადო გუდიაშვილიპროტესტანტული რეფორმაციაერთა ლიგა (უეფა)ირანიჰოლოკოსტი🡆 More