Путин Хуйло!: სიმღერა

„Путин хуйло!“ (უკრ.

მასში, ტამტამების ხმების ფონზე, ხარკოვის საფეხბურთო კლუბის მოყვარულები გამოხატავენ თავის დამოკიდებულებას ვლადიმერ პუტინისადმი, კერძოდ, რუსეთის მოქმედებებისადმი უკრაინის ტერიტორიაზე 2014 წელს. სიმღერის შესრულება რამდენიმე უკრაინულმა წამყვანმა როკ-ჯგუფმაც დაიწყო. ჯგუფმა Друга ріка სიმღერა თავის კონცერტზე 2014 წლის 13 ივნისს დაუკრა.

Путин Хуйло!: ისტორია, ტექსტი, რესურსები ინტერნეტში
ვლადიმერ პუტინი
Путин Хуйло!: ისტორია, ტექსტი, რესურსები ინტერნეტში
გრაფიტი ქუჩაში

ისტორია

სიმღერის სახელწოდება და შინაარსი ვლადიმერ პუტინისადმი მიმართვას წარმოადგენს, რომელშიც მას ვულგარული ლექსიკით უწოდებენ хуйло-ს, წარმოებულს хуй-სგან, რაც რუსულად მამაკაცის სასქესო ორგანოს სინონიმია.

სიმღერა პირველად 30 მარტს შესრულდა, უკრაინული საფეხბურთო კლუბების „მეტალისტისა“ და „შახტარის“ შეხვედრის წინ, მათივე თაყვანისმცემლების მიერ. სიმღერის პოპულარობა გავრცელდა როგორც უკრაინაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ და რუსეთშიც შეაღწია.

14 ივნისს ფრაზა წარმოთქვა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა ანდრეი დეშიცამ, როდესაც იგი ცდილობდა მოსკოვის მიერ ქვეყნის აღმოსავლეთით ტერორისტთა მხარდაჭერაზე პასუხად კიევში რუსეთის საელჩოს წინ შეკრებილების დამშვიდებას. მოგვიანებით მან თავისი მოქმედება აღწერა ასე: „მთავარი იყო ხალხის შეკავება“.

მსოფლიო მედიას სწრაფად მოედო სიმღერის პოპულარობის შესახებ სტატიების შექმნის ჯაჭვი. ამა თუ იმ საშუალებაში ცდილობდნენ სიმღერის სახელწოდების თარგმნასაც.

ანდრეი დეშიცას განცხადებაზე პასუხად რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ეს საქციელი არაადეკვატური იყო. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებდა, რომ მისმა უკრაინელმა კოლეგამ წესრიგის ზღვარს გადააბიჯა. „არ ვიცი, ახლა როგორ უნდა გვქონდეს ურთიერთობა და თანამშრომლობა“.

დეშიცას ფრაზის შესახებ საუბრისას კიევში აშშ-ის ელჩმა ჯეფრი პაიეტმა განაცხადა: „დეშიცას დამსახურება ის არის, რომ სიტუაცია განიმუხტა. იგი გამოცდილი დიპლომატია, ნდობის დიდი მარაგით.“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანი ჯენ პსაკი ასევე ამართლებდა დეშიცას მიერ სიტუაციის განმუხტვის მცდელობას.

სიმღერა მიმოხილული იქნა მედიის სხვადასხვა საშუალებაში, როგორიც არის The Guardian, The Washington Post, Süddeutsche Zeitung, Le Monde, Gazeta Wyborcza, Lidové noviny, Radio Free Europe/Radio Liberty, The Atlantic, The Wall Street Journal, და სხვებში.

ტექსტი

Путин Хуйло!: ისტორია, ტექსტი, რესურსები ინტერნეტში 
„Пу-тін хуй-ло
ла-ла-ла-ла-ла-ла-ла-ла
ла-ла-ла-ла-ла-ла-ла-ла
ла-ла-ла-ла-ла-ла-ла-ла“

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

Путин Хуйло! ისტორიაПутин Хуйло! ტექსტიПутин Хуйло! რესურსები ინტერნეტშიПутин Хуйло! სქოლიოПутин Хуйло!ვლადიმერ პუტინიინტერნეტირუსეთირუსული ენატამტამიუკრაინული ენახარკოვი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

დიმიტრი ყიფიანიშავი ზღვაჰონგ-კონგიუეფა-ს თასების მფლობელთა თასიბაში-აჩუკი (ფილმი)სლავებიჯრუჭის I ოთხთავისაქართველოს წითელი ნუსხასოლომონ დოდაშვილივლადიმერ ლენინიპროტესტანტული რეფორმაციასაქართველოს ისტორიასაბა საზონოვიქეთო და კოტე (ოპერა)ალმასიდანიის სამეფოარაგვითბილისის ბოტანიკური ბაღიოსმალეთის იმპერიის ისტორიაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2004ვერძი (ასტროლოგია)ალუდა ქეთელაურიდონ კიხოტილაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიიაკობ გოგებაშვილიმაიმუნებიმეტაბოლიზმიმარიხუანა9 აპრილის ტრაგედიაგიორგი ჩაკვეტაძეუილიამ შექსპირიაშშ-ის სამოქალაქო ომინოდარ დუმბაძემთლიანი შიდა პროდუქტიმიხეილ მესხიმარხვაპორტუგალიაირაკლი კობახიძესაქართველოს სოფლებიგიორგი V ბრწყინვალემილიმეტრიკილიან მბაპეალაზანიაქლემისაბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიძველი თბილისივლადიმერ გუცაევიდიეგო მარადონალოცვა ეფრემ ასურისალაშა დვალიქანი (გეოლოგია)გლობალიზაციადემეტრე Iსოციოლოგიაშავი ზღვის თევზების სიაალჟირიმონღოლეთიზვიგენებიდუნაიკურდღელითეიმურაზ Iბრუნებაგარემოს დაბინძურებაავტორიტარიზმისიტყვანიდერლანდები28 მარტიფილების ტექტონიკაკილოგრამიტაილანდითევდორე კველთელიელექტრული დენიაღმოსავლეთი საქართველოქშიშტოფ კოსჩიელნიაკიმენსტრუაციაწითელი წიგნიალექსანდრე მაკედონელიქვევრი (ფილმი)ნარიყალა🡆 More