2005 წლამდე, სანამ იუთუბი დაიწყებდა მუშაობას, მხოლოდ რამდენიმე მეთოდი არსებობდა ჩვეულებრივი კომპიუტერის მომხმარებლისთვის, რომ განეთავსებინა საკუთარი ვიდეო ინტერნეტ სივრცეში.
ადვილი და უბრალო ინტერფეისით, იუთუბმა ყველას, ვისაც აქვს ინტერნეტთან კავშირი, მისცა საშუალება წარედგინათ თავიანთი ვიდეო უდიდეს აუდიტორიას, რომლებსაც ვიდეოს ნახვა შეეძლოთ რამდენიმე წუთში. იუთუბი გახდა ინტერნეტის კულტურის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი.
საზოგადოებრივი გავლენის თავდაპირველი მაგალითი იყო Bus Uncle-ის (ავტობუსის ბიძა) წარმატება 2006 წელს. ის გვიჩვენებს ახალგაზრდა და უფროს მამაკაცს შორის გაცხარებულ დებატებს ჰონგ კონგის ავტობუსში. შემდგომ ვიდეო ფართოდ იქნა განხილული მედიაში. სხვა YouTube-ის ვიდეო, რომელიც გახდა ფართო განხილვის საგანი, იყო guitar (გიტარა), რომელშიც ნაჩვენებია Pachelbel's Canon-ს შესრულება ელექტრონულ გიტარაზე. შემსრულებლის სახელი არ არის მოცემული ვიდეოში, მაგრამ შემგომში, როდესაც მილიონობით ნახვა დააგროვა, The New York Times-მა გამოაშკარავა გიტარისტის პიროვნება. იგი იყო 23 წლის სამხრეთ კორეელი ლიმ ჯიონგ-ჰიუნი, რომელმაც ჩაწერა მუსიკა საკუთარ საძინებელ ოთახში.
2008 წელს იუთუბი დაჯილდოვდა Peabody-ის ჯილდოთი.
YouTube-ის ყველაზე ნახვადი ვიდეოები 2009 წლის 3 ოქტომბრის მონაცემებით. ყვითლადაა ის ვიდეოები მონიშნული, რომლებიც ერთ დროს პირველ ადგილზე იყვნენ, ხოლო ლურჯად და მუქ ლურჯად ის ვიდეოები, რომლებიც წაიშალა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article YouTube-ის საზოგადოებრივი გავლენა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.