პინკ ფლოიდის სიმღერა Wish You Were Here

„Wish You Were Here“ — სასათაურო სიმღერა ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის 1975 წლის ამავე სახელწოდების ალბომიდან.

პინკ ფლოიდის სიმღერა Wish You Were Here ეს სტატია პინკ ფლოიდის სიმღერას ეხება. ამავე სახელწოდების ალბომის შესახებ იხილეთ Wish You Were Here (პინკ ფლოიდის ალბომი).

სიმღერის ტექსტით როჯერ უოტერსი, მისი ავტორი, აღწერს, თუ როგორია სხვა ადამიანებისგან გაუცხოება. ისევე, როგორც მთლიანად ალბომი, იგი სიდ ბარეტის შესახებ არის.

„Wish You Were Here“
სიმღერაპინკ ფლოიდი
ალბომიდან Wish You Were Here
ენა ინგლისური
გამოსვლის თარიღი 15 სექტემბერი, 1975
ჩაიწერა იანვარი-ივლისი 1975
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 5:40, 6:14 (ალბომის Experience ვერსიაში)
ხმისჩამწერი ლეიბლი Harvest, EMI (ინგლისი) Columbia, Capitol (აშშ)
ავტორ(ებ)ი დეივიდ გილმორი, როჯერ უოტერსი
პროდიუსერი პინკ ფლოიდი
Wish You Were Hereსიმღერები
Echoes: The Best of Pink Floyd — სიმღერების სია

წარმოშობა

სიმღერის მელოდია დეივიდ გილმორის მოგონილია, თუმცა გადამუშავებული და დახვეწილია როჯერ უოტერსის მიერ:

ლექსი, რომელსაც ჩემთვის ამჟამად განსაკუთრებით მნიშვნელობა აქვს და რომელსაც დიდი ხანია ვიხსენებ, ასე ჟღერს:

And did you exchange
A walk on part in the war
For a lead role in a cage.

მრავალი რამ დედაჩემისგან გამომყვა, მინიშნებები ნამდვილ ცხოვრებაზე და იმაზე, თუ როგორ უნდა იყო კარგი ადამიანი, აკეთო სიკეთე სხვებისთვის - ანუ ცნობილი პოზიცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იყო კეთილი, სულ უფრო ახლოს მოიყვანო უტოპია, ადამიანთა საზოგადოება, რომლებიც ცხოვრობენ როგორც ძმები და დები ახალ შესანიშნავ სამყაროში. ეს სტრიქონები გულისხმობენ აუცილებლობას, იქცე საზოგადო მოღვაწედ, მშვიდობისთვის მებრძოლ პიროვნებად ან რომელიმე სხვა ტიპად. როდესაც ომში ნაწილობრივ მონაწილეობას სხვა რამეზე გაცვლი, საკუთარ თავს მიანიჭებ სიკეთეს მთესველის, სოციალურ როლს. წამყვანი როლი გალიაში ნიშნავს, რომ როკმუსიკოსი თამაშობს წამყვან როლს სამომხმარებლო საზოგადოებაში. როკმუსიკოსის სახე გვიქმნის წარმოდგენას ჩვენს საზოგადოებაში წარმატებაზე, მაგრამ იგი ასევე არის ტყვეობა, ვინაიდან ძალდატანება აქ იმაზე უფრო მძლავრია, ვიდრე სხვაგან. სინამდვილეში კი იგი შეიძლება უფრო მძლავრიც იყოს - შენ დიდი შემოსავალი გაქვს, მაგრამ სულ უფრო მეტი პრობლემა, შენ უფრო მეტად გითრევს ამ საკითხების ტირანია. შენ ვერ იყიდი გრძნობას, რომელიც შექმნის ილუზიას, რომ წესრიგში ხარ. ვერ იყიდი სულიერ სიმშვიდეს. ვერ იყიდი ილუზიას, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. საერთოდ, ეს შიზოფრენიული სიმღერაა. იგი ჩემს მეორე ნახევარს ან ჩემს თავში არსებული ერთმანეთის საპირისპირო ელემენტებს ეხება. არის ელემენტი, რომელიც მისაღებია სხვა ადამიანებისთვის, მას საკუთარ თავში ყოველი ჩვენგანი მიესალმება. მაგრამ არსებობს ხარბი, ეგოისტური ბავშვიც, რომელსაც მთელი ტკბილეულობის მითვისება სურს. სიმღერა ორივე ასეთ პერსონაჟზეა, ასე რომ ის, ვისაც სურს მოგება, თავი ეჩვენება წაგებულად და მეორე მხარეს სევდიანად მიმართავს - ნეტავ აქ იყო.

2004 წელს სიმღერა ჟურნალ „როლინგ სტოუნის“ მიერ აღნიშნული იქნა ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერის სიაში

ჩაწერა

კომპოზიციის ჩაწერის დროს ები-როუდის ერთ-ერთ მეზობელ სტუდიაში მუშაობდნენ მევიოლინეები - სტეფან გრაპელი და იეჰუდი მენუჰინი. გრაპელი მოიწვიეს ჯგუფთან სამუშაოდ და მან სიმღერას საკუთარი სოლო დაამატა, თუმცა საბოლოო სტუდიურ ვერსიაში იგი არ ჟღერს. ეს ვერსია ითვლებოდა დაკარგულად, მაგრამ გამოიცა 2011 წელს ალბომის Wish You Were Here Immersion და Experience ვერსიებთან ერთად. ვერსია განსხვავდება ორიგინალისგან გილმორის ვოკალის მონტაჟით და თავისთავად, ვიოლინოთი.

კომპოზიციური წყობა

ალბომში შეტანილ ორიგინალურ ვერსიაში „Wish You Were Here“ იწყება სიმღერის „Have a Cigar“ შემდეგ, რადიოს გადართვის ხმასთან ერთად. ჟღერს პეტრე ჩაიკოვსკის სიმფონია № 4, საუბრები ეთერში და „Wish You Were Here“-ის პირველი ნოტები. ცნობილია, რომ რადიოსადგური ჩაწერილი იქნა გილმორის მანქანაში. სიმღერის შესავალი შესრულებულია 12 სიმიან გიტარაზე და ახლავს ისეთი ხმოვანი ეფექტი, თითქოს ისიც რადიოში ჟღერს. შემდეგ სოლო გიტარაზე გრძელდება ეფექტების გარეშე.

ძირითადი მელოდია, გაჟღერებული შესავალში, მეორდება სიმღერის მსვლელობისას. გილმორი მას ასევე ასრულებს სკეტის სტილის ვოკალური იმპროვიზაციით. სიმღერის ბოლოს ჟღერს ქარის ხმა, რომელიც უერთდება სიმღერას „Shine On You Crazy Diamond“.

სიმღერის ტექსტში არსებული „ფოლადის რელსის“ იდეა აღებულია სიდ ბარეტის სიმღერიდან „If It's In You“, რომელიც შეტანილია ალბომში The Madcap Laughs.

როჯერი ტექსტის შესახებ:

თავდაპირველად მუსიკა ჩნდება, შემდეგ ემატება სიტყვები ან ორივე ერთად იბადება. სიტყვები მხოლოდ ერთხელ დაწერა მუსიკისგან დამოუკიდებლად - ეს იყო „Wish You Were Here“. მაგრამ ეს არატიპიურია - მანამდე ასეთი რამ არ ყოფილა. მხოლოდ იყო ლექსები ქაღალდის ნაგლეჯზე, რამდენიმე სტროფი და სიტყვათა წყობა. დროებით გადავდე, შემდეგ კი დაიწერა „Have a Cigar“. როდესაც გეგმები შეიცვალა, შეხვედრა გავმართეთ - ერთად დავსხედით და გამოვთქვით საკუთარი აზრები და მე ყოველივეს პოზიცია გავითვალისწინე. ეს იყო საუბარი იმაზე, თუ რა არ გამოგვივიდა და რატომ. დეივიდი ყოველთვის ნათლად ხსნიდა, რომ სურდა კიდევ ორი სიმღერა - ჩემს ნათქვამს ბოლომდე არასოდეს აღიქვამდა. მაგრამ რიკისთვის და ნიკისთვის ეს მისაღები იყო, ამიტომ ხმათა უმეტესობით განვაგრძეთ.

1995 წლის სინგლი

„Wish You Were Here“
პინკ ფლოიდის სიმღერა Wish You Were Here 
Wish You Were Here
სინგლიპინკ ფლოიდი
ალბომიდან Pulse
B-მხარე
გამოსვლის თარიღი 20 ივლისი, 1995
ჩაიწერა 20 სექტემბერი (რომი), 13 და 20 ოქტომბერი (ერლს კორტი, ლონდონი), 1994
ჟანრი
ხმისჩამწერი ლეიბლი
  • Capitol (აშშ)
  • EMI (ბრიტანეთი)
ავტორ(ებ)ი როჯერ უოტერსი, დეივიდ გილმორი
პროდიუსერი ჯეიმზ გათრი, დეივიდ გილმორი
პინკ ფლოიდი — სინგლების ქრონოლოგია
„High Hopes“
(1994)
Wish You Were Here
(1995)
„Louder than Words“
(2014)

Wish You Were Here“-ის საკონცერტო ვერსია გამოვიდა როგორც სინგლი საკონცერტო ალბომიდან Pulse, 1995 წლის 20 ივლისს.

სიმღერების სია

CD
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Wish You Were Here (საკონცერტო)“5:40
2.„Coming Back to Life (საკონცერტო)“6:40
CD Maxi
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Wish You Were Here (საკონცერტო)“5:40
2.„Coming Back to Life (საკონცერტო)“6:40
3.„Keep Talking (საკონცერტო)“6:54
ნიდერლანდები (პრომო-სინგლი)
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Wish You Were Here (საკონცერტო)“5:40

სხვა ვერსიები

Wish You Were Here მოგვიანებით გამოვიდა კომპილაციებზე A Collection of Great Dance Songs (რადიოს შესავალი მოჰყვება Shine On You Crazy Diamond-ს) და Echoes (მის წინ ჟღერს „Arnold Layne“, ხოლო შემდგომ - „Jugband Blues“).

სიმღერას კონცერტებზე ასრულებდნენ 1977 წლიდან. დეივიდ გილმორი ამ კონცერტებზე მას ასრულებდა Fender Stratocaster-ზე, ხოლო სნოუი უაიტი, დამატებითი გიტარისტი - 12 სიმიან გიტარაზე. ხოლმე ნიკ მეისონი სცენაზე სტუდიური ვერსიის მსგავსად, რადიომიმღებს რთავდა. უკანასკნელი აკორდების თანხლებით რიჩარდ რაიტი ასრულებდა იმპროვიზაციას კლავიშებიან საკრავებზე.

სიმღერის საკონცერტო ჩანაწერი შეტანილია ალბომებში Delicate Sound of Thunder და Pulse.

დეივიდ გილმორი სიმღერას ასრულებდა საკუთარ კონცერტებზე, 2001 წლიდან. როჯერ უოტერსმა იგი შეიტანა თავის საკონცერტო პროგრამაში ჯერ კიდევ 1984 წელს. 2004 წელს საქველმოქმედო ტელემარათონზე Tsunami Aid იგი შესრულდა უოტერსისა და ერიკ კლეპტონის მიერ.

1996 წელს, ჯგუფის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანისას სიმღერა ერთად შეასრულეს რიჩარდ რაიტმა, დეივიდ გილმორმა და ბილი კორგენმა (The Smashing Pumpkins).

„Wish You Were Here“ აგრეთვე შესრულდა პინკ ფლოიდის სრული შემადგენლობის მიერ, 2005 წელს, კონცერტზე Live 8 გამოსვლისას. მის შესავალში როჯერ უოტერსმა წარმოთქვა: „ეს მართლაც ემოციურია, იდგე აქ ამ სამ პიროვნებასთან ამდენი წლის შემდეგ, თქვენთან ერთად. ეს სიმღერა ყველას ეძღვნება, ვინც ჩვენთან არ არის და განსაკუთრებით - სიდს“.

როჯერ უოტერსი და დეივიდ გილმორი კვლავ ასრულებდნენ სიმღერას საკუთარ კონცერტებზე. ერთობლივად იგი უკანასკნელად დაუკრეს 2010 წლის 10 ივლისს ფონდის Hoping მიერ კიდლინგტონში (ინგლისი) გამართულ დახურულ საქველმოქმედო საღამოზე.

პერსონალი

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

პინკ ფლოიდის სიმღერა Wish You Were Here წარმოშობაპინკ ფლოიდის სიმღერა Wish You Were Here ჩაწერაპინკ ფლოიდის სიმღერა Wish You Were Here კომპოზიციური წყობაპინკ ფლოიდის სიმღერა Wish You Were Here 1995 წლის სინგლიპინკ ფლოიდის სიმღერა Wish You Were Here სიმღერების სიაპინკ ფლოიდის სიმღერა Wish You Were Here სხვა ვერსიებიპინკ ფლოიდის სიმღერა Wish You Were Here პერსონალიპინკ ფლოიდის სიმღერა Wish You Were Here რესურსები ინტერნეტშიპინკ ფლოიდის სიმღერა Wish You Were Here სქოლიოპინკ ფლოიდის სიმღერა Wish You Were Here1975Wish You Were Here (პინკ ფლოიდის ალბომი)პინკ ფლოიდიროჯერ უოტერსისიდ ბარეტი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საქართველოს სახელმწიფო დროშაპაოლო იაშვილილუი XIVთამარ მეფეჩრდილოეთი კორეაკურო (ასტროლოგია)ასპინძის ბრძოლაჭიანჭველასებრნისეფსისიიალტის კონფერენციადემეტრე II თავდადებულიმესამე რაიხიბოროდინოს ბრძოლამესხეთიღანძილიაკაკი წერეთელიგუბაზ IIბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიმოსკოვირეზოლუციაზაქარია ფალიაშვილიკავკასიაერთეულთა საერთაშორისო სისტემათორნიკე ერისთავიქართული ღვინოსტეფანწმინდაპიცავატიკანიქალაქიპროპაგანდააგენტიპელოპონესის ომიმიხეილ სააკაშვილიზღვაიოსებ სტალინიმამა გაბრიელიარგონავტებიმეტაბოლიზმიფოთიიაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი9 აპრილის ტრაგედიასამეგრელობაგრატ III (საქართველოს მეფე)ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაასურეთისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიაზიადასავლეთ რომის იმპერიის დაცემაზმნიზედადიალიზივლადიმერ ლენინითრომბოციტებიმარო მაყაშვილიაუტიზმირუმინეთიგრიგოლ ორბელიანიადიშის ოთხთავილურჯი ვეშაპიპითაგორას თეორემაპლანეტასომხური სამოციქულო ეკლესიაჰიპერბოლა (ენა)დენის ძალაალკანირელიგია საქართველოშიფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიააგამემნონინარკოტიკიზუგდიდიშვეიცარიაკუთხეათენინაცვალსახელიევროკომისიასაქართველო XV საუკუნეშინაწლავებიექვთიმე თაყაიშვილიილია ჭავჭავაძეაფრიკის ქვეყნების სია🡆 More