პინკ ფლოიდის სიმღერა Money: პინკ ფლოიდის სიმღერა

„Money“ (ინგლ.

ეს არის ერთადერთი სიმღერა ალბომიდან, რომელიც მოხვდა აშშ-ის ჩარტების საუკეთესო ოცეულში. ორიგინალურ გრამფირფიტაზე „Money“-თ იწყებოდა ალბომის მეორე მხარე. სიმღერის ავტორია როჯერ უოტერსი.

„Money“
პინკ ფლოიდის სიმღერა Money: ისტორია, სიმღერების სია, სხვა ვერსიები
სინგლიპინკ ფლოიდი
ალბომიდან The Dark Side of the Moon
B-მხარე Any Colour You Like
გამოსვლის თარიღი 7 მაისი, 1973
ჩაიწერა ივნისი 1972 - იანვარი 1973, ები-როუდის სტუდიები
ჟანრი პროგრესული როკი, ბლუზ-როკი, მძიმე როკი
ხანგრძლივობა 3:59 (სინგლის ვერსია)
6:22 (ალბომის ვერსია)
ხმისჩამწერი ლეიბლი Harvest Records, EMI (ბრიტანეთი)
Harvest Records, Capitol (აშშ)
პროდიუსერი პინკ ფლოიდი
პინკ ფლოიდი — სინგლების ქრონოლოგია
„Free Four“
(1972)
Money
(1973)
„Us and Them“/„Time“
(1973)
The Dark Side of the Moon — სიმღერების სია
Echoes: The Best of Pink Floyd — სიმღერების სია
ალტერნატიული გარეკანი
პინკ ფლოიდის სიმღერა Money: ისტორია, სიმღერების სია, სხვა ვერსიები
სინგლის 2003 წლის გამოცემის ყდა
აუდიომაგალითი
ნაწყვეტი

„Money“ ცნობილია სიმღერის დასაწყისში გამოყენებული მონეტების და სალაროს აპარატის ხმებით, რომელიც სპეციალურად ალბომისთვის ჩაიწერა.

ისტორია

სიმღერას აქვს თვლა 7/8. თავდაპირველად მისი რიტმი იყო 7/4.

სიმღერის დემო-ჩანაწერები, რომლებიც შეიცავდნენ ზოგიერთ ხმის ეფექტს, ჩაიწერა როჯერ უოტერსის სტუდიაში, რომელიც მის ეზოში მდებარეობდა. დამატებითი ეფექტები იწერებოდა ები-როუდის სტუდიებში:

ფირის ხუთი ინდივიდუალური ასლი გავჭიმეთ სტუდიაში. მათთან ფრთხილად იყო მოთავსებული მიკროფონები. ფირებს ატრიალებდნენ და ფრთხილად იწერდნენ, რათა აპარატებს ისინი არ დაეღეჭათ. ნიკ მეისონისთვის ეს ყველაფერი წლების შემდეგ კომედიური იყო, ვინაიდან დღეს ამ ოპერაციის შესრულება სტუდიაში ერთი ღილაკის დაჭერით არის შესაძლებელი.

ამოცანას წარმოადგენდა ხმოვანი ეფექტების ოთახში წრიულად მოძრაობა. ეს ნიშნავდა, რომ ყოველი ხმოვანი ეფექტი, მონეტები, სალაროს აპარატი, სხვა ფულის ხმაური უნდა ჩაეწერათ ცალ-ცალკე არხებად.

სიმღერის ავტორად მხოლოდ უოტერსია დასახელებული, რადგან მან დაწერა ძირითადი მუსიკა და მთელი ტექსტი, მაგრამ ის მთელი ჯგუფის ძალისხმევის შედეგია. ინსტრუმენტული ჯემი ერთობლივი მუშაობის შედეგია. დევიდ გილმორი თვალყურს ადევნებდა როგორც საკუთარ სამუშაოს გიტარასა და ვოკალზე, ისე ტაქტის ცვლილებას, ხოლო რიჩარდ რაიტი და ნიკ მეისონი იმპროვიზირებდნენ. მოწვეულმა მუსიკოსმა დიკ პერიმ ჩაწერა სოლო ტენორ საქსოფონზე, რომელიც წინ უძღვის გიტარის სოლოს. გილმორის წვლილი შესამჩნევია ფინალურ მიქსშიც, რომელიც შეიცავს ექოს და დაყოვნების ეფექტებით ჩაწერილ სექციებს. გიტარის სოლოს ფინალურ ნაწილში, მაღალი ნოტების მისაღებად, გილმორი უკრავდა Lewis-ის სპეციალურ გიტარაზე, რომელსაც ორი ოქტავა ჰქონდა.

სიმღერის ბოლოს ჟღერს დისკუსიები ძალადობის შესახებ. ზოგადად, ყველა საუბარი, რომელიც ალბომზე ჟღერს, ჩაიწერა სტუდიაში, უკვე მუსიკალური მასალის ჩაწერის შემდეგ. სხვადასხვა სტუმარს უჩვენეს ბარათები კითხვებით. ერთ-ერთი იყო უ„კანასკნელად როდის გამოიჩინეთ ძალადობა?“.

სიმღერას ასრულებდნენ ჯგუფის ყველა კონცერტზე 1972-1975 წლებში. შემდეგ ის რეგულარულად სრულდებოდა ბისზე 1977 წლის ტურნეში. ჯგუფი აგრეთვე ასრულებდა მას A Momentary Lapse of Reason-ისა და The Division Bell-ის ტურნეებზე 1987-1990 და 1994 წლებში. სიმღერა აგრეთვე სრულდებოდა დევიდ გილმორის 1984 წლის ამერიკულ ტურნეში გახანგრძლივებული სახით (12 წუთამდე) და როჯერ უოტერსის სოლო ტურნეებში. სიმღერა აგრეთვე შესრულდა პინკ ფლოიდის გაერთიანებისას, Live 8-ზე. იგი შედიოდა როჯერ უოტერსის სოლო-ტურნეების პროგრამებშიც, ხოლო 2015 წლიდან - დევიდ გილმორის სეტლისტებში.

1981 წელს გილმორმა სტუდიაში New Roydonia საკუთარი ძალებით ჩაწერა „Money“-ს სხვა ვერსია, რომელზეც ყველა ინსტრუმენტის პარტიას თავად ასრულებს. მისი პროდიუსერი ჯეიმზ გათრია, ხოლო საქსოფონის სოლო კვლავ დიკ პერიმ დაამატა. განსხვავება ორიგინალთან მიმართებაში აშკარაა, რაზეც დასარტყმელი საკრავების პარტია მოწმობს. სიმღერის ახალი ვერსიის ჩაწერა მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ ჯგუფმა The Dark Side of the Moon-ის გამოსვლის შემდეგ შეიცვალა ამერიკული ლეიბლი და არ გააჩნდა ორიგინალური აუდიოფირები. განახლებული ვერსიისთვის სპეციალურად ჩაიწერა ფულის ხმაურის ახალი მონტაჟიც. ვერსია შევიდა კომპილაციაში A Collection of Great Dance Songs.

ბარი ჩეტინგტონის 1974 წლის პრომო ფილმში, რომელიც სიმღერის მიხედვით შეიქმნა, ნაჩვენებია მოსახლეობის ღარიბი და მდიდარი ფენები და ფუფუნების ობიექტები ასევე გამოიყენებოდა კონცერტებზე, მრგვალ ეკრანზე პროექციის სახით. ქართულ ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, თითქოს ვიდეოში გამოყენებულია სესილია თაყაიშვილის ფოტოსურათები.

ფილმი გამოიყენებოდა კონცერტებზე ჯგუფის, როჯერ უოტერსისა და დევიდ გილმორის (2015-2016) მიერ, თუმცა აგრეთვე არსებობს მისი ორი სხვა ვერსია, რომელიც 1974/1975 წლებში გამოიყენებოდა.

სიმღერების სია

7 დუიმიანი სინგლი, საფრანგეთი Harvest Records (2C 006-05368)
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Money“3:59
2.„Any Colour You Like“3:11
7 დუიმიანი, აშშ, Harvest Records (3609)
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Money“3:59
2.„Any Colour You Like“3:11
კომპაქტ დისკი, 1993, ევროპა, EMI (MONEY 1)
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Money“4:02
კომპაქტ დისკი, 2003, აშშ, Capitol Records (CA 4280)
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Money“6:55
  • 1993 წლის კომპაქტ-დისკის ვერსია გამოიცა ალბომის The Dark Side of the Moon ციფრული რემასტერის სარეკლამო მიზნით.
  • 2003 წლის კომპაქტ-დისკის ვერსია გამოიცა ალბომის The Dark Side of the Moon 2003 წლის SACD ვერსიის სარეკლამო მიზნით.

სხვა ვერსიები

  • ჯგუფმა Dan Reed Network ჩაწერა სიმღერა 1991 წლის ალბომზე The Heat.
  • Velvet Revolver-მა ჩაწერა სიმღერა ფილმის „იტალიური საქმე“ 2003 წლის რიმეიკისთვის. ამ ვერსიაში საქსოფონის სოლო შეიცვალა გიტარის სოლოთი, რომელსაც ასრულებდა Guns N' Roses-ის ყოფილი გიტარისტი სლეში.
  • ჯგუფმა Dream Theater შეასრულა ეს სიმღერა ჯონ პეტრუჩისთან ერთად.
  • Easy Star All-Stars-მა ჩაწერა Money ალბომისთვის Dub Side of the Moon.
  • Yortoise-ის ვერსია შევიდა ალბომზე A Fair Forgery of Pink Floyd.
  • ლესლი კინგმა ჩაწერა სიმღერა 2002 წლის ალბომისთვის Echoes of Pink.

ფაქტები

  • ამერიკული პრომო-სინგლი შემოკლებულია 3 წუთამდე და ცენზურის გამო ამოჭრილია სიტყვა „shit“.
  • ფილმში „პინკ ფლოიდი: კედელი“, სიმღერაში „The Happiest Days of Our Lives“ მოკლე პაუზის დროს, არის საკლასო ოთახის სცენა, სადაც მასწავლებელი მასხრად იგდებს ლექსს, რომელსაც პინკი წერს. სიტყვები, რომლებსაც მასწავლებელი ხმამაღლა კითხულობს, არის „Money“-ს ტექსტიდან.
  • Milli Vanilli-ს სიმღერაში „Money“ გამოყენებულია საკასო აპარატის ხმები სიმღერის დასაწყისიდან, ამ ორ სიმღერას სხვა მხრივ საერთო არაფერი აქვს.

ჩარტები

პერსონალი

    პინკ ფლოიდი
    მიწვეული შემსრულებელი
    ტექნიკური პერსონალი
  • ალან პარსონსი – ხმის ინჟინერი
  • პიტერ ჯეიმზი – ასისტენტი (პირველ ამერიკულ გამოცემებში არასწორად არის მითითებული, როგორც „პიტერ ჯოუნსი“)
  • კრის თომასი – ხმის მიქსის ხელმძღვანელი

სქოლიო

Tags:

პინკ ფლოიდის სიმღერა Money ისტორიაპინკ ფლოიდის სიმღერა Money სიმღერების სიაპინკ ფლოიდის სიმღერა Money სხვა ვერსიებიპინკ ფლოიდის სიმღერა Money ფაქტებიპინკ ფლოიდის სიმღერა Money ჩარტებიპინკ ფლოიდის სიმღერა Money პერსონალიპინკ ფლოიდის სიმღერა Money სქოლიოპინკ ფლოიდის სიმღერა Money1973The Dark Side of the Moonინგლისური ენაპინკ ფლოიდიროჯერ უოტერსი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ჩუტყვავილამელაქუთაისითორნიკე ერისთავიინგლისიბულბულინიკო ნიკოლაძექართლის სამეფოალეგორიაეპითეტიდეციმეტრილიტრინიუენახშირწყლებიგრენლანდიაანდერს ბერინგ ბრეივიკიHatful of Hollowსასარგებლო წიაღისეულილეონიდ ბრეჟნევისილიციუმიბესიკისაქართველოს დამოუკიდებლობის დღეაქილევსიძაღლისაქართველოს დაცული ტერიტორიებიგამაფრთხილებელი შეფერილობაბიპოლარული აშლილობაგეოგრაფიული გარსიშავი ზღვის თევზების სიაცენტნერიკონსტანტინოპოლიდავით სარაჯიშვილიზვიად გამსახურდიატრეფიკინგინარკოტიკიქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემაქიმიური რეაქციაიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშიმიხეილ ხერგიანიდედამიწასაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიქართული სამზარეულომსოფლიოს ვალუტებიგაერთიანებული სამეფოასტრიდ ლინდგრენიდიდგორის ბრძოლაპარხლის I ოთხთავიპითაგორანიკეის პირველი საეკლესიო კრებახემარწყვარევაზ ინანიშვილიშველისპილოსებრნიაშშ-ის სამოქალაქო ომიალცჰაიმერის დაავადებაჭიამაიასებრნიაფორიზმიპირველი ჯვაროსნული ლაშქრობაბიბლიაფსორიაზიფარნავაზ Iარაპენეტრაციული სექსიპუნიკური ომებისაქართველოს ეროვნული პარკების სიაალკანისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიისლანდიაფუტკრებიკლიმატისაქართველოს სახელმწიფო გერბიცუნამიგეომეტრიული პროგრესიაკონვექციადედამიწის ისტორიათუშეთიზმნიზედაიულიუს კეისარი🡆 More