Windows 1.0

Windows 1.01 — Microsoft Windows-ის პირველი ვერსია.

გამოვიდა 1985 წლის 20 ნოემბერს. ეს იყო კომპანია Microsoft-ის პირველი ცდა, რომ რეალიზება გაეკეთებინა ოპერაციული სისტემისათვის, რომელსაც მრავალი დავალებების შესრულება შეეძლებოდა. იგი შემუშავებული იყო პერსონალურ კომპიუტერებზე სამუშაოდ და მასზე რეალიზებული იყო გრაფიკული გარსი.

Microsoft Windows 1.0
Microsoft Windows-ის ვერსია
Windows 1.0
Windows 1.0
შემქმნელი Microsoft
წყაროს მოდელი დახურული წყარო
პირველად გამოვიდა 20 ნოემბერი, 1985; 38 წლის წინ (1985-11-20)
უკანასკნელი გამოშვება 1.04 / აპრილი1987; 37 წლის წინ (1987-04)
ხელმისაწვდომი ენები ინგლისური
ლიცენზია კომერციული
წინა MS-DOS (1981)
შემდეგი Windows 2.0 (1987)
მხარდაჭერის სტატუსი
მხარდაჭერა შეწყდა 2001 წლის 31 დეკემბერს

შესაძლებლობები

Windows 1.01-ს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც MS-DOS-ის "სამოსელს", შემუშავდა MS-DOS-სთვის არსებულ პროგრამებთან სამუშაოდ, მასში რალიზებული იყო მრავალი დავალების შესრულების შესაძლებლობა და სტაბილური Application Programming Interface (API), მომავალი Windows-ის პროგრამებისთვის.

მისი განსაზღვრა, როგორც MS-DOS-ის "სამოსელი" გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ იგი შემუშავებული იყო პროგრამებთან გრაფიკულ გარსში სამუშაოდ და არა როგორც სრულყოფილი ოპერაციული სისტემა. მიუხედავად ამისა, Windows 1.01 შეიცავდა საკუთარ დრაივერებს გრაფიკული ადაპტერებისთვის, თაგუნიებისთვის, კლავიატურებისთვის, პრინტერებისთვის და სერიული პორტებისთვის. იგულისხმებოდა, რომ პროგრამა გამოიყენებდა მხოლოდ API-ს, შემუშავებულს ამ დრაივერებზე დაყრდნობით. იმის გათვალისწინებით, რომ MS-DOS-ში გრაფიკა და პერიფერიული მოწყობილობების მხარდაჭერა ძალიან შეზღუდული იყო, პროგრამებს უწევდათ მიემართათ პირდაპირ აპარატურული უზრუნველყოფისთვის (ან, ზოგიერთ შემთხვევაში BIOS-ისთვის), რათა შეესრულებინათ აუცილებელი მოქმედება. აქედან გამომდინარე, Windows 1.01 წარმოადგენდა არა მხოლოდ MS-DOS-ის "სამოსელს", არამედ ავსებდა და ხშირად ცვლიდა შესაძლებლობებს, რომლებიც არ იყო წარმოდგენილი MS-DOS-ში.

ვერსიის ისტორია

Windows-ის პირველი ვერსია გამოშვებული ატარებდა ნომერს 1.01. 1.0 არ გამოიშვა სერიოზული შეცდომის გამო.

ვერსია 1.02 გამოვიდა 1986 წლის მაისში და იყო საერთაშორისო, შეიცავდა სხვადასხვა ევროპული ენების მხარდაჭერას.

ვერსია 1.03 გამოვიდა 1986 წლის აგვისტოს და გათვალისწინებული იყო მხოლოდ ამერიკისთვის და შეიცავდა განახლებებს, რომლებიც უფრო ამსგავსებდნენ საერთაშორისო გამოცემას. მასში შესული იყო დრაივერები ევროპული კლავიატურებისთვის და დამატებითი დრაივერები მონიტორისთვის და პრინტერებისთვის.

ვერსია 1.04 გამოვიდა 1987 წლის აპრილში. დაემატა გრაფიკული ადაპტერებისთვის VGA, რომლებიც გამოჩნდა ახალ კომპიუტერებში სერიით PS/2 IBM-ისგან. ამავე დროს, კომპანია Microsoft-მა , კომპანია IBM-თან ერთად წარმოადგინა ახალი ოპერაციული სისტემა PS/2 გრაფიკული ინტერფეისით Presentation Manager, რომელსაც ჩანაფიქრის მიხედვით დროთა განმავლობაში უნდა შეეცვალა, როგორც MS-DOS-ი, აგრეთვე Windows-იც. Windows 1.01 ჩანაცვლდა 1987 წლის ნოემბერში, გამოსული Windows 2.0-ით.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

Windows 1.0 შესაძლებლობებიWindows 1.0 ვერსიის ისტორიაWindows 1.0 რესურსები ინტერნეტშიWindows 1.0 სქოლიოWindows 1.0198520 ნოემბერიMicrosoftMicrosoft Windowsოპერაციული სისტემაპერსონალური კომპიუტერი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ლაშა ტალახაძეთორნიკე ერისთავივასკულიტიშოთა რუსთაველიამერიკის შეერთებული შტატებიატომიდელფინებირიცხვითი სახელილომიარგენტინაოთარ კიტეიშვილიმარკ ტვენიბიძინა ივანიშვილი29 მარტითამბაქოსპორტული უნივერსალი (ავტომობილი)პითაგორას თეორემამურად IVმსოფლიოს უდიდესი ქალაქებიბახტრიონის ბრძოლარკინარუსეთ-საქართველოს ომი (2008)ქალწული (ასტროლოგია)ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაქართული ხალხური ცეკვებიცხოველებილითოსფეროდიდი პანდაკუნილინგუსიზედსართავი სახელიანტარქტიდადემნა უფლისწულისომხეთისინონიმებისაქართველოს დამოუკიდებლობის დღესლავებისაქართველოს ქალაქებიმუნიანემიასოლომონ დოდაშვილიარსებითი სახელიგიორგი V ბრწყინვალეჩინეთიმტირალას ეროვნული პარკისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიიოჰან სებასტიან ბახილევან კობიაშვილიდემეტრე II თავდადებულიქაშვეთის ეკლესიაპორტუგალიათეთნულდითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიყაზახეთიაშშ-ის ისტორიათეატრიქართული მითოლოგიაგერმანიაგამზრდელი (პოემა)სიკვდილით დასჯახელოვნებაჯაბა კანკავაგლობალიზაციაბუღა თურქის შემოსევაუჯრედიმონღოლთა ბატონობა საქართველოშიმიტოქონდრიადიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაფერნანდო მაგელანიბორჯომიბაში-აჩუკი (ფილმი)მერაბ დვალიშვილიეგრისის დიდი ომიპორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიჰექტარიპაბლო პიკასოსაქართველოს მთათაშორისო ბარიმარსითემურლენგითბილისის ბოტანიკური ბაღი🡆 More