R-Zone

R-Zone — მეხუთე თაობის პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, (თავდაპირველად თავზესადგამი, მოგვიანებით პორტატიული კონსოლი) წარმოებული და გამოცემული კომპანია Tiger Electronics-ის მიერ.

კონსოლი წარადგინეს ამერიკის სათამაშოების საერთაშორისო გამოფენაზე 1995 წლის თებერვალში, ხოლო გამოვიდა იმავე წლის ბოლოს.

R-Zone
R-Zone
R-Zone
მწარმოებელი Tiger Electronics
ტიპი პორტატიული კონსოლი
თაობა მეხუთე თაობა
გამოშვების თარიღი 1995
შეწყდა 1997
მედია სათამაშო კარტრიჯი
წინა Quiz Wiz
შემდეგი Game.com

ორიგინალი R-Zone შეიცავდა თავზე გასაკეთებელ მოწყობილობას და ბატარეებზე მომუშავე განცალკევებულ სათამაშო კონტროლერს თითოეულ სათამაშო კარტრიჯს გააჩნდა საკუთარი გამჭირვალე LCD ეკრანი, რომელიც მაგრდებოდა ზემოთ აღნიშნულ მოწყობილობაზე, ისე, რომ ეკრანი პირდაპირ მოთამაშის თვალს უსწორდებოდა. კონსოლის თავდაპირველი ფასი შეადგენდა 29,99 აშშ დოლარს.

1996 წლის ბოლოს გამოვიდა კონსოლის პირველი ვარიანტი — R-Zone Super Screen, რომლის ფასი წინამორბედის მსგავსად, 29,99 აშშ დოლარი ღირდა. მას გააჩნდა ნაწილობრივ ფერადი ეკრანი, რაც ნიშნავდა იმას, რომ თამაშის დროს უკანა ფონი ფერადი იყო, ხოლო მასში ასახული ანიმაცია შავ-თეთრი. ეკრანის ზომა შესამჩნევად გაზრდილი იყო სხვა მოდელებთან შედარებით.

1997 წელს გამოვიდა კონსოლის სრულიად პორტატიული ვერსია — X.P.G. Xtreme Pocket Game, რომელიც აგრეთვე იყენებდა AAA-ბატარეებს. მალე ამას მოჰყვა მორიგი პორტატიული ვერსიის The R-Zone DataZone გამოცემა.

მიუხედავად დაბალი ფასისა, R-Zone მეტად წარუმატებელი პროდუქტი აღმოჩნდა და მისი წარმოება შეწყდა 1997 წელს. ის, აგრეთვე უარყოფითად დაახასიათეს კრიტიკოსებმა. „Chicago Tribune“-ის ჟურნალისტმა დეივიდ ჯოუნსმა „ფულისა და დროის უაზრო ხარჯვა“ უწოდა. 2008 წელს GamesRadar+-ის ჟურნალისტმა მიკელ რეპარაზმა R-Zone შეიყვანა სიაში „იმ დროში გამოსული 10 ყველაზე ცუდი კონსოლი“.

გალერეა

რესურსები ინტერნეტში

R-Zone 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

1995Tiger Electronicsმეხუთე თაობის ვიდეო თამაშების კონსოლებიპორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლიპორტატიული კონსოლი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ბახტრიონის ბრძოლაგამზრდელი (პოემა)ჯაბა იოსელიანიიალბუზიბორჯომიერთა ლიგაყვავილოვანი მცენარეებისაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშივეშაპისნაირნიქართული ხალხური ცეკვებითევზებიალექსანდრე I დიდისამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაქართული დამწერლობაზამთარიძალაჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაჩრდილოეთი ამერიკაr1841გიორგი I (საქართველოს მეფე)შოთა რუსთაველიდედა ენაპოლიტიკური გეოგრაფიაგალაკტიონ ტაბიძეტონაანგარიშთა გეგმააგენტისიმონ Iარაბობა საქართველოშიმზეგიორგი ყარყარაშვილიმსოფლიოს მოსახლეობამშვილდოსანი (ასტროლოგია)სისხლინიდერლანდებიმოლოტოვ-რიბენტროპის პაქტიფუტკრებიბრუნებალარიტერენტი გრანელიზაქარია ფალიაშვილიჭიაკოკონობაალმასიგიორგი მაზნიაშვილიდიდი პარასკევირესპუბლიკაYouTubeმარილებიაშშ-ის ისტორიასავანაანბანიგოგირდიოგანესონინოდარ დუმბაძემონღოლთა ბატონობა საქართველოშიბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონიმთაწმინდადედამიწის დღეძველი ეგვიპტესაქართველოს ქალაქებიროდოსის კოლოსიმადაგასკარინიადაგიჩრდილოეთი კორეა9 აპრილის ტრაგედიაEuropebetრთველიამერიგო ვესპუჩისამკურნალო მცენარეებისასანიანთა იმპერიახარებანაკიანი წელიწადიქართლ-კახეთის სამეფოებრაელებიკაცია-ადამიანი?!წყალდიდობაქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოწითელა🡆 More