Gamesradar+

„GamesRadar+“ (ადრე GamesRadar) — ვიდეო თამაშებისადმი მიძღვნილი მრავალფორმატიანი ვებსაიტი, სადაც რეგულარულად თავსდება სიახლეები , მიმოხილვები, რეცენზიები და ვიდეოები კომპიუტერული თამაშების შესახებ.

საიტის მფლობელი არის Future plc. ოფისები განთავსებულია აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში. საიტს ყოველთვიურად ჰყავს 3.25 მილიონი ვიზიტორი.

GamesRadar
Gamesradar+
საიტი gamesradar.com
კომერციულობა კი
საიტის ტიპი ვიდეო თამაშების ჟურნალისტიკა
რეგისტრაცია არასავალდებულო (უფასო)
დამფუძნებელი 2005; 11 წლის წინ
მფლობელი Future plc
შემქნელი Future plc
გაეშვა 2005; 11 წლის წინ
Alexa-ს რეიტინგი Gamesradar+ 4,486 (აპრილი, 2015).

საიტი განთქმული არის თავისი პროფესიონალური და, ამავე დროს იუმორისტული მიდგომით თამაშების აღწერისას. ჩვეულებრივ სიახლეებთან ერთად, მასში ქვეყნდება კომიკური სტატიები და ვიდეოები. ასევე საიტს აქვს iTunes-დან სიახლებიის გადმოწერის შესაძლებლობა, სადაც წარმოდგენილი არის ბოლოს დროს მომხდარი სიახლეები ვიდეო თამაშების ინდუსტრიიდან.

სტილი და ფორმატი

GamesRadar აქვეყნებს უამრავ სტატიას ყოველდღე, რომელიც მოიცავს ოფიციალური სიახლეებს ვიდეო თამაშების შესახებ, მიმოხილვებს, პრევიუებს და ა.შ. სტატიების სტილი, ძირითად იუმორისტული ხასიათის არის, ზოგ შემთხვევაში მასალებს თან ახლავს სურათები და ვიდეო მასალები. ზოგიერთი სტატია სრულად სატირიული სტილით არის შედგენილი. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სექცია არის "ტოპ 7", რომელიც ყოველ კვირეულად ნახლდება. მასში აისახება, როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური შეხედულებები თამაშების შესახებ.

TalkRadar

2008 წლის 19 მაისიდან აშშ-ში საიტი ყოველ ხუთშაბათს ახორციელებს პოდკასტს სახელწოდებით TalkRadar. ის სწრაფად გახდა ყველაზე პოპულარული სერვისი საიტზე. პოდკასტის დროს, ერთი კვირის განმავლობაში განიხილება ტოპ 7 თამაში, ასევე განიხილება საიტზე არსებული ზოგიერთი სტატია, ცოტა ხნის წინ გამოსული თამაშები, და ასევე კითხვები GamesRadar-ის საზოგადოებასთან დაკავშირებით. არის შემთხვევები, როდესაც TalkRadar -ში მონაწილეობენ ჟურნალისტები სხვა საიტებიდან, ასევე ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ შეხება ვიდეო თამაშების ინდუსტრასთან. პოდკასტი ხელმისაწვდომია, როგორც ოფიციალური საიტიდან, ასევე iTunes-დანაც. ფართო პოპულარობიდან გამომდინარე, TalkRadar-ის ფანებმა შექმნეს ვიკი-საიტი სახელწოდებით tdar.wikia.com. სადაც ტეკსტური ფორმით თავსდება პოდკასტის ყველა გამოშვება .

აშშ-ში TalkRadar-ის პოპულარობის შედეგად, დიდი ბრიტანეთის საიტის შემქმნელთა ჯგუფმაც გაუშვა მსგავსი ყოველკვირეული პოდკასტი. გადაწყდა აუდიო შოუს ფორმატის გამოყენება, რათა სრულად არ დამსგავსებოდა ორიგინალურ ფორმატს.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

Gamesradar+ სტილი და ფორმატიGamesradar+ TalkRadarGamesradar+ რესურსები ინტერნეტშიGamesradar+ სქოლიოGamesradar+აშშდიდი ბრიტანეთივიდეო თამაშისაიტი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

რუსეთ-საქართველოს ომი (1921)აფხაზეთიანემიაჰექტარიფილტვებიბოგოტაემინემიგერმანიის გაერთიანება (1871)დორტმუნდიადამიანის ჩონჩხიქართლის სამეფოამირანი (მითოლოგია)ქართული დამწერლობასაქართველოს მდინარეების სიანონა გაფრინდაშვილიშოთა რუსთაველიიზოტოპებილეონარდო და ვინჩიხელოვნებასაქართველოს დამოუკიდებლობის დღებრაზილიაბალეტიდინამო თბილისი ევროპულ ფეხბურთშიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სიონის ტაძარიდავით IV აღმაშენებელისაბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიგნეუს პომპეუს მაგნუსიაბანოთუბანიტერენტი გრანელილევან შენგელიაწინადადებაკლიმატივიკიპედიაგარემოს დაბინძურებანატურალური რიცხვიავსტრალიაიულიუს კეისარიპელემერწყულიკარლეს პუჩდემონიიოჰან სებასტიან ბახიზღვაბახტრიონი (პოემა)განათლება საქართველოშიორერანაკრძალიილია ჭავჭავაძეჩრდილოეთი კორეაბელგიასალონიკიკრიშტიანუ რონალდუსამასი არაგველიკვარცისაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიეროვნული ლიგაალექსანდრე ჩივაძევოლფგანგ ამადეუს მოცარტიფესვები (ფილმი)კავკასიონიმსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითთავისუფლების მოედანი (თბილისი)თრომბოციტებინიკეის პირველი საეკლესიო კრებასაქართველოს ისტორიაგიორგი ქინქლაძესაღვთო რომის იმპერიაბაგრატის ტაძარივენერაპურიაფხაზეთის ომი (1992-1993)თბოგამტარობაპარიზიარაბობა საქართველოშიკაირობორჯომიფილების ტექტონიკა🡆 More