კლერ ელის ბუშე (ინგლ.
17 მარტი, 1988), ცნობილი სასცენო სახელით Grimes, — კანადელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი და მუსიკალური რეჟისორი. დაიბადა და გაიზარდა ვანკუვერში. მაკგილის უნივერსიტეტში, მონრეალში, სწავლისას გამოჩნდა პირველად ანდერგრაუნდული მუსიკის სცენაზე და დაიწყო საკუთარი ექსპერიმენტული მუსიკის ჩაწერა.
Grimes | |
---|---|
Grimes, 2011 წლის ოქტომბერი | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | კლერ ელის ბუშე |
დაბ. თარიღი | 17 მარტი, 1988 |
დაბ. ადგილი | ვანკუვერი[1] |
წარმოშობა | ვანკუვერი, კანადა |
ჟანრ(ებ)ი |
|
საქმიანობა |
|
ინსტრუმენტ(ებ)ი |
|
აქტიური | 2009-დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი |
|
საიტი | grimesmusic.com |
Grimes ვიკისაწყობში |
ბუშემ გამოსცა სტუდიური ალბომები Geidi Primes და Halfaxa 2010 წელს, ლეიბლზე Arbutus Records, და გააფორმა კონტრაქტი 4AD-თან 2011 წელს. მესამე სტიდურმა ალბომმა Visions და მისმა სინგლებმა, „Genesis“ და „Oblivion“, ფართო კრიტიკული აღიარება მიიღეს; The New York Times-მა მას „წლის ერთ–ერთ ყველაზე შთამბეჭდავი ალბომი“ უწოდა, იყო ნომინირებული Polaris Music Prize–ზე და მიიღოს ჯუნოს ჯილდო წლის ელექტრონული ალბომისთვის. მისი მეოთხე სტუდიური ალბომი Art Angels გამოვიდა 2015 წელს და გახდა მისი ყველაზე წარმატებული პროექტი აშშ–ში.
კრიტიკოსები და ჟურნალისტები Grimes-ის მუსიკაში აღნიშნავენ როგორც ვოკალური ელემენტების ატიპურ კომბინაციას, ისე გავლენის ფართო სპექტრს, დაწყებული ელექტრონიკიდან პოპამდე, ჰიპ–ჰოპამდე, R&B-მდე და შუასაუკუნეების მუსიკამდეც კი. 2013 წელს Grimes დაჯილდოვდა Webby Award-ზე წლის შემსრულებლისთვის.
წელი | ჯილდოები | კატეგორია | ნამუშევარი | შედეგი |
---|---|---|---|---|
2012 | Polaris Music Prize | 2012 წლის კანადის საუკეთესო ალბომი | Visions | ნომინირებული |
2013 | Juno Awards | წლის ახალი შემსრულებელი | თვითონ | ნომინირებული |
წლის ელექტრონული ალბომი | Visions | მოგებული | ||
MuchMusic Video Awards | წლის საცეკვაო ვიდეო | „Genesis“ | ნომინირებული | |
2015 | წლის ვიდეო | „Go“ | ნომინირებული | |
საუკეთესო პოსტ–წარმოება | ნომინირებული | |||
საუკეთესო რეჟისორი | ნომინირებული |
This article uses material from the Wikipedia ქართული article Grimes, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.