მომღერალი G-Dragon

კვეონ ჯი იონი (კორ.

18 აგვისტო, 1988) — სამხრეთ კორეელი მომღერალი, კომპოზიტორი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, მოდელი, ქეი-პოპ ჯგუფის Big Bang ლიდერი.

G-Dragon
მომღერალი G-Dragon
G-Dragon 2015 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი კვონგ ჯიონი
აგრეთვე ცნობილი როგორც G-Dragon, GD (지디), Leader Kwon 권리더
დაბ. თარიღი 18 აგვისტო, 1988 (1988-08-18) (35 წლის)
დაბ. ადგილი სამხრეთი კორეა
წარმოშობა კორეელი
ლეიბლ(ებ)ი YG Entertainment
ხელმოწერა მომღერალი G-Dragon
საიტი ygbigbang.com/gdragon
G-Dragon ვიკისაწყობში

6 წლიანი ვარჯიშის მერე სააგენტო YG Entertainment-ში, G-Dragon-ს ოფიციალური დებიუტი ჰქონდა ჯგუფთან Big Bang, სადაც ლიდერისა და ერთ-ერთი წამყვანი რეპერის როლი უკავია. G-Dragon-მა დაწერა და დააპროდიუსერა Big Bang-ის უბმრავლესობა სიმღერა, იმ ჰიტების ჩათვლით როგორებიცაა „Lies“, „Last Farewell“ და „Haru Haru“.

მან გამოუშვა თავისი სოლო ალბომი „Heartbreaker“ (გულიჭამია) 2009 წელს. ალბომი გახდა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ალბომ დისკი, რომელიც გაყიდული იყო 200 000 ეგზემპლარის სახით, და ასევე მინიჭებული ჰქონდა სახელწოდება „წლის ალბომი“ მუსიკალურ პრემიაზე „Mnet Asian Music Awards“. „Heartbreaker“ ასევე გახდა არტისტის პრობლემების წყარო, სადაც პლაგიატიზმს აბრალებდნენ.

ერთ წლიანი შეჩერების შემდეგ G-Dragon და მისი ჯგუფის კოლეგა T.O.P 2010 წელს ერთობლივ ალბომს უშვებენ სახელწოდებით GD&TOP. ასევე გამოშვებული იყო ორი დამატებითი სინგლი: „High High“, „Oh Yeah“, და „Knock Out“, — მათგან სამივემ დაიკავე უმაღლესი ადგილები ჩარტში Gaon, ხოლო „High High“ განთავსდა სამხრეთ კორეის სხვა მუსიკალურ ჩარტებშიც.

2014 წელს კოლექტივმა GDxTAEYANG გამოუშვეს ჰიტი „Good boy“, რომელმაც ასევე დაიკავა უმაღლესი ადგილი მუსიკალურ ჩარტებში, როგორც კორეულებსა და აზიურებში ასევე საზღვარგარეთის. სინგლმა პირველი ადგილი დაიკავა Inkigayo-ზე. 1 მაისს დაბრუნდა თავის ჯგუფთან BIGBANG-თან ერთად ალბომით „MADE“

G-Dragon-ის გავლენა მუსიკალურ ინდუსტრიას საკმაოდ გაცდა, რადგან ის ხშირად ითვლება სამხრეთ კორეული მოდის კანონმდებლად. საკმაოდ პროდუქტიული იყო ჯიეონის თანამშრომლობა უცხოელ მოდელთან ფოტოსესიისდროს ჟურნალი VOGUE KOREA 2014 წელს, სადაც მათი ფოტო ჟურნალის ყდაზე მოხვდა.

კარიერა

2000—2009: პირველი წლები და მოღვაწეობა Big Bang-ში

კიმ ჯი იონი დაიბადა და გაიზარდა სეულში, სამხრეთი კორეა. თავისი კარიერა დაიწყო 8 წლის ასაკში ჯგუფ Little Roora-ში. ალბომი „Christmas Carol“ გამოსვლის შემდეგ, კონტრაქტი ჯგუფთან გაუქმებულიყო ხმაჩამწერი სტუდიის თხოვნით. კვონგ ჯი იონისთვის ეს დიდი შოკი იყო, რის შემდეგაც იგი შეპირდა დედამისს, რომ „ამას აღარასოდეს იზავს (არ გახდება მომღერალი)“. თუმცა თოვლის სეზონზე ოჯახთან ერთად სეირნობის დროს, კვონგ ჯი იონი შენიშნული იყო მენეჯერთან ერთად ნიჭების საძიებო სააგენტოში SM Entertainment. იგი გადიოდა ვარჯიშებს ხმაჩამწერი სტუდიო SM Entertainment-ის კედლებში 5 წლის განმავლობაში, სადაც ძირითადად ცეკვებს სწავლობდა. თუმცა ჯი იონგმა დატოვა სააგენტო რადგან ვეღარ გაერკვია რა სურდა. მესამე კლასში, თავისი მეგობრის წყალობით, კვონგ ჯი იონი გაეცნო ამერიკული რეპ-ჯგუფის შემოქმედებას Wu-Tang Clan. მათი მუსიკით შთაგონებულმა, კვონგ ჯი იონმა ინტერესი გამოხატა ამ სტილის მიმართ და დაიწყო რეპ გაკვეთილების მიღება 12 წლის ასაკიდან. 2001 წელს მან მიიღო მონაწილეობა კორეული ალბომის „Korean hip-hop Flex“-ის ჩაწერაში. თუმცა მან თვითონ დაწერა სიტყვები თავისი სიმღერისთვის, მან ასევე აღიარა, რომ მისი „ინგლისური საშინელია, და ისტორია სიმღერისთვის გამოვიდა ბონალური და ერთფეროვანი“. რაღაც მსგავსი: „ახალგაზრდა ვარ, მაგრამ საუკეთესო“. როდესაც კვონგ ჯიონს 14 წელი შეუსრულდა, მისით დაინტერესდა შონუ ჰიპ-ჰოპ დუეტიდან Jinusean, ჩამწერი ლეიბლიდან YG Entertainment. შემდეგში რეკომენდაცია გაუკეთა კომპანიის გენერალურ დირეკტორთან, იანგ ჰონ სიოკ. კომპანიასთან კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში, კვონგ ჯი იონი დაკავებული იყო იმით, რომ ასუფთავებდა სტუდიას სხვა არტისტების შემდეგ და ცეკვისპრაქტიკის პერიოდში წყლის ბოთლები მიჰქონდა მათთვის. მოგვიანებით მან გაიცნო თონგ იონ ბე, რომელიც ასევე ვარჯიშობდა კომპანიაში YG Entertainment. ერთად მათ შექმნეს დუეტი GDYB, ზუსტად მაშინ აირჩია მან სასცენო სახელი G-Dragon. 6 წლის სწავლების შემდეგ და სხვა შემსრულებლების ალბომებში გამოჩენის შემდეგ, G-Dragon-ს ოფიციალურად აქვს დებიუტი ლიდერის სახით ჯგუფში Big Bang თონგ იონ ბესთან ერთად (სასცენო სახელი Taeyang) და სხვა სამ კომპანიის წევრთან ერთად.

ჯგუფის შექმნა დოკუმენტურად იყო დაფიქსირებული და ნაჩვენები ტელევიზიაში, და თუმცა ჯგუფი თავიდან 6 ადამიანისგან შედგებოდა, ერთ-ერთი მათგანი გაგდებული იყო ოფიციალურ დებიუტამდე. ჯგუფის დებიუტი საკმაოდ წარმატებული გამოდგა, პირველი ალბომის გაყიდვებმა 40 000 ეგზემპლარს მიაღწია. რამდენიმე სიმღერა, „La La La“-სა და „We Belong Together“ ჩათვლით, ტელევიზიაში გადიოდა. ალბომში ასევე G-Dragon-ის პირველი სოლო სიმღერა შედიოდა, სიმღერა „This Love“ ამერიკული ალტერნატიული როკ-ჯგუფის Maroon 5 ქავერ ვერსიაა. „Always“ შეიცავდა რამდენიმე G-Dragon-ის დაწერილ სიმღერას, მთავარი სინგლის „Lies“ ჩათვლით (კორეულად: 거짓말; Geojismal; ქართულად: სიცრუე), რომელიც ჯგუფის პირველი ჰიტი გახდა. მათმა შემდგომმა მინი-ალბომმა განაგრძო წინანდელის წარმატება: ალბომი „Hot Issue“ სინგლით „Last Farewell“ და ალბომი „Stand Up“ სიმღერით „Day By Day“ — ორივე სინგლმა დაიკავა ჰიტ-პარადების მაღალი ხაზები.

2009: სოლო მოღვაწეობა და კარიერის განვითარება

Big Bang ჯგუფში წევრობის გარდა, G-Dragon ასევე ცნობილია თავისი სოლო კარიერით. მას შემდეგ, რაც ის დაეხმარა თეიანგს სოლო ალბომის დაპროდიუსერებაში, G-Dragon-მა ასევე ჩაწერა თავისი ვერსია თანამშრომლის ალბომის მთავარი სიმღერის, „Only Look At Me“ (კორ. 나만바라봐; Naman Barabwa; ქართულად: მიყურე მხოლოდ მე), რომელიც „Only Look At Me Part 2დ“ იწერებოდა. სინგლი გამოშვებული იყო ციფრულ ფორმატში, ჯგუფის თანამშრომლებთან ერთად თეიანგი და T.O.P. G-Dragon მონაწილეობდა მომღერალი Lexy-ს სიმღერის ჩაწერაში, „Super Fly“, მისი ალბომი „Rush“-სთვის. 2009 წლის მაისში მან მიიღო მონაწილეობა სინგლი „Rain Is Fallin'/Hybrid Dream“ იაპონური ჯგუფის W-inds მუშაობაში.

თეიანგის მიერ თავისი სოლო ალბომის განხორციელების შემდეგ, G-Dragon-მა გამოუშვა თავისი სადებიუტო ალბომი „Heartbreaker“, რომლის შექმნაში რამდენიმე არტისტმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ტედი 1TYM, თეიანგი, S-Kush, ასევე CL (რეპერი) და დარა 2NE1. აპრილისთვის დაგეგმილი ალბომის გამოშვება აგვისტომდე გადაიდო, რაც დაემთხვა არტისტის 21-ე (კორეული თვლის მიხედვით 22-ე) დაბადების დღეს. ალბომისთვის G-Dragon-მა შეცვალა საკუთარი სტილი. მომღერალი გახდა ქერა, იმისათვის რომ ალბომის რელიზს შესაბამებოდა. მთავარი სინგლის პოპულარობის გამო რომელსაც იგივე სახელი ჰქონდა რაც ალბომს, დისკი წაიწია ტირაჟით 200000 ასლი, რამაც შესაძლებლობა მისცა „წლის ალბომის“ წოდება მიეღო ყოველწლიურ მუსიკალურ პრემიაზე Mnet Asian Music Awards 2009 წელს. მეორე სინგლი „Breathe“ შევიდა საუკეთესო 20 ალბომის რიცხვში, იმ დროს, როდესაც სხვა სიმღერები — „The Leaders“, „A Boy“, „Hello“ და „She’s Gone“ — გამოსვლის შემდეგ ჩარტების პირველი ხაზები მათ ეკავათ. პრაქტიკულად ეგრევე პირველი ალბომის „Heartbreaker“-ის შემდეგ, კომპანია Sony Music-მა G-Dragon-ს ბრალი დადო პლაგიატში, იმ ცხადებით, რომ სიმღერა „Heartbreaker“ და „Butterfly“ მსგავსია Flo Rida-სი „Right Round“ და Oasis „She’s Electric“. თუმცა EMI, კომპანიამ, დაკავებული „Right Round“-ს პოპულარობით განაცხადა, რომ არ შეუმჩნევია მათ შორის მსგავსება. 2010 წლის 6 მარტს YG Entertainment განაცხადეს, რომ პირადად დაუკავშირდნენ Flo Rida-ს მოწვევით ერთად ჩაეწერათ G-Dragon-ის სკაონცერტო ალბომი „Shine a Light“. Flo Rida-მ მიიღო ეს შეთავაზება.

2009 წელს G-dragon-მა ჩაატარა სოლო კონცერტი თავისი ალბომის განვითარების მხარდასაჭერად. კონცერტის სახელწოდება — Shine a Light — გახდა სიტყვები არტისტის სიმღერიდან „A Boy“. თვითონ კონცერტმა დისკუსიები გამოიწვია რომელშიც ორმხრივი აზრი დევს.

2010 წლის ნოემბერს YG Entertainment-მა განაცხადა G-Dragon-ის და T.O.P-ის საერთო ალბომზე. მათი გამოსვლა დიდ კონცერტზე YouTube-ზე ყურება იყო შესაძლებელი. დუეტის წინსვლისთვის დუეტმა სამი სიმღერა გამოუშვა: „High High“, „Oh Yeah“ და „Knock out“,. სამივე კომპოზიციას შესანიშნავი მიღწევა ჰქონდა. სიმღერა „High High“ პირველ სვეტს იკავებდა ჩარტებში, ამ დროს „Oh Yeah“ და „Knock Out“ განაწილდნენ მეორე და მესამე სვეტზე. თვითონ ალბომი შობის ღამეს გამოვიდა და ეგრევე დაიკავა პირველი ადგილი ჩარტებში Gaon წინასწარი გაყიდვებიტ მიღწეული 200 000 ასლამდე.

პარკ მიონ სუსთან თანამშრომლობით შექმნილი იყო დუეტი სახელწოდებით GG ფესტივალი „Seohae Ahn Highway Song Festival 2011“, რომელიც სატელევიზიო შოუს ფარგლებში იყო ნაჩვენები „უსასრულო ზარი“. 2 ივნისს დუეტმა გამოუშვა სიმღერა სახელწოდებით „Having an Affair“, რომლის ჩაწერაშიც ასევე მიიღო მონაწილეობა პარკ ბომმა 2NE1. სიმღერა ნამდვილი ჰიტი გახდა, სამხრეთ კორეული მუსიკალური შოუების ყველა ჩარტში პირველ ადგილზე ყოფნით.

2012 წლის მარტში გამოაცხადეს, რომ G-Dragon დაბრუნდება სცენაზე სოლო მომღერლის სახით იმავე წლის მეორე ნახევარში. G-Dragon ასევე მიიღო მონაწილეობა პიკსი ლოტსის „Dancing on My Own“ სიმღერის ჩაწერაში მისი იაპონური ალბომისთვის თანაგუნდელთან T.O.P ერთად.. 2012 წლის 24 აგვისტოს ვიდეოპორტალ YouTube მომღერალმა გამოუშვა ვიდეო სიმღერისთვის „One Of A Kind“ მისი პირველი ალბომის სახელწოდების.. იმავე წლის პირველ სექტემბერს ვიდეო კლიპი სიმღერაზე „That XX“, რომლის ჩაწერაშიც მონაწილეობდა ჯენი კიმ კომპანიის ახალი გოგოების ჯგუფის წევრი.. რელიზიდან რამდენიმე საათში, G-Dragon დაიკავა პირველი ადგილი კორეეის ყველა ონლაინ ჩარტში: Bugs, Melon, Soribada, Daum, Mnet, Monkey3, Cyworld, Olleh და Naver..

2012 წლის 15 სექტემბერს G-Dragon გამოუშვა თავის პირველი მინი-ალბომი, ხოლო მეორე დრეს წარმოადგინა ვიდეო მის მთავარ სიმღერაზე „Crayon“.

ვიზუალი და მსახიობური ნიჭი

თუკი არტისტი ფიქრობს მუსიკაზე,როგორც სამსახურზე ის ვერასოდეს შექმნის კარგ კომპოზიციას. როდესაც ვირაცა მუშაობს, გამოდის ან უბრალოდ მხიარულობს […] ის პირდაპირ მოქმედებს კომპოზიციაზე […] რაც უფრო ბევრს ვმუშაობ, უფრო ბევრს ვგრძნობ, რომ ვსწავლობ და ვიზრდები ერთდროულად. —G-Dragon

სახალხო სურათი

Big Bang-ის „ყველაზე მოდური“ წევრის წოდების მქონე, G-Dragon სამხრეთ კორეის მოდურ ტენდეციებზე დიდ გავლენას ახდენს, მან ასევე მიიღო ჯილდოები ნომინაციებში „მოდური ხატი 2008 წელი“ და „ყველაზე ზეგავლენიანი მამაკაცი“ ჟურნალი „არენისთვის“. მოდის ხატი კანგ დონ ვანმა ასევე აღიარა G-Dragon-ის ავტორიტეტი, და მას უწოდა „მოდური“.

ალბომი "გულისჭამიას" წარმატების დროს, მისი ფიზიკური სტილის შეცვლა თმის შეღებვით ქერად დიდი აღფრთოვანება გამოიწვია ფანებში, რითაც ერთ-ერთი საუკეთესო წლის ვარცხნილობის მქონე გახდა. ამის, გარდა მის მიერ მუდმივად სამკუთხედი შარფის გამოყენება ახალგაზრდებში მეტად პოპულარული გახდა და მოგვიანებით აიღო სახელი „შარფები Big Bang-ის სტილში“.

თავისი ზეგავლენის მიუხედავად, G-Dragon-მა აღიარა, რომ არ იყო თავის თავში დარწმუნებული, როგორც მუსიკოსში, იმის ხაზგასმით, რომ მას მოუწია „ბევრი რაღაცის შეცვლა, ხმის ინტონაციის, რადგან სხვა ხალხის მონაწილეობით ძალიან ნერვიულობდა მუშაობის შედეგებზე“. იმის გათვალისწინებით, რომ მასზე მოქმედებდა ხალხის დიდი მასის აზრი ალბომის განვითარებისას, G-Dragon თვლის „ის თუ როგორ მიღებს მე საზოგადოება, დამოკიდებულია ისევ ჩემზე, ამიტომ ეს მხოლოდ ჩემი ბრალია, თუ ვტოვებ ცუდ შთაბეჭდილებას“.

სკანდალი მარიხუანით

2011 წლის 5 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ G-Dragon-ის ტესტი მარიხუანას მიღებაზე დათებითი შედეგით განცხადდა. შარდის ანალიზი უარყოფითი იყო, თუმცა მცირე მარიხუანის ყოფნა დაამტკიცა მისმა თმის ღერმა. ტესტი ივნისში გაკეთდა ხოლო პასუხი ივლისში გახდა ცნობილი. მას სასჯელი დააკისრეს მაგრამ რადგან დიდი რაოდენობის არაფერი ეტყობოდა და პირველი შემთხვევა იყო მას მხოლოდ კანონდარღვევა დააკისრეს, G-Dragon გამართლებული იყო. ის იყო ღონისძიების ერთადერთი მონაწილე, რომელიც კორეის სახელმწიფოს სულ ბოლოს გადასცეს. მან აღიარა, რომ მოწია სხვის მიერ მოწოდებული სიგარეტი თუმცა იმის მერე რაც მიხვდა იმას, რომ არ იყო ჩვეულებრივი გადააგდო ის.

სკანდალმა მისი მოღვაწეობა შეაჩერა, YG Entertainment გამოვიდა განცხადებით, რომ G-Dragon-ს ექნება დრო შეცდომების გასაანალიზებლად. რადგან მომღერალი გაამართლეს მან არ დაკარგა არც ეთი კონტრაქტი სარეკლამო კომპანიებთან და პირველად გამოჩნდა ცერემონიაზე „2011 MTV EMA“ Big Bang (ჯგუფი) ერთად.

დისკოგრაფია

    სტუდიური ალბომები

კორეულები

  • Heartbreaker (2009)
  • Coup D'Etat (2013)

იაპონურები

  • COUP D’ETAT [+ ONE OF A KIND & HEARTBREAKER] (2013)
    მინი ალბომები
  • One of kind (2012)
    წიფრული სინგლები
  • Look Only at Me, Part 2 (2008)
  • MichiGo (2013)
    თანამშრომლობითი ალბომები
  • GD & TOP(2010)
    კონცერტის ალბომები
  • 1st Live Album: Shine a Light (2010)
  • 2013 G-Dragon World Tour Live CD [One Of A Kind in Seoul] (2013)
  • 2013 G-Dragon 1st World Tour [One Of A Kind] The Final (2013)
    DVD
  • 1st Live Concert : Shine A Light (2010)
  • G-DRAGON'S COLLECTION DVD: ONE OF A KIND (2013)
  • G-Dragon World Tour DVD [One Of A Kind in Seoul] (2013)
  • G-Dragon World Tour One Of A Kind In Japan Dome Special (2013)
  • G-DRAGON'S COLLECTION DVD II: COUP D'ETAT (2013)
  • G-Dragon World Tour DVD [One Of A Kind THE FINAL in Seoul + World Tour] (2014)
    სინგლები
  • This Love (2006)
  • Heartbreaker (2009)
  • Breathe (2009)
  • A Boy (2009)
  • Butterfly (ჯინ ჩონის მონაწილეობით) (2009)
  • Heartbreaker (Remix) (მონაწილეობით Flo Rida) (2010)
  • That XX (2012)
  • One of a Kind (2012)
  • Crayon (2012)
  • MichiGO (2013)
  • Coup D'Etat (მონაწილეობით Diplo და Baauer) (2013)
  • Crooked (2013)
  • Who You (2013)
  • Good Boy (თეიანგის მონაწილეობით) (2014)

ფილმოგრაფია

მუსიკალური ვიდეო

წელი სიმღერის სახელწოდებები
2003 1TYM — „Hot“
2004 Jinusean — „Telephone number“
2008 G-Dragon — „THIS LOVE“
2009 2NE1 — „Fire“
2009 სეუნგრი — „Strong Baby“
2009 G-Dragon — „Heartbreaker“
2009 G-Dragon — „Breathe“
2009 G-Dragon — „She’s Gone“
2009 G-Dragon — „Butterfly“
2009 G-Dragon — „A Boy“
2010 თეიანგი — „I Need A Girl“
2010 თეიანგი — „ONLY LOOK AT ME“
2012 Se7en — „When I Can’t Sing“
2012 G-Dragon — „One Of A Kind“
2012 G-Dragon — „That XX“
2012 G-Dragon — „Crayon“
2013 G-Dragon — „MichiGO“
2013 CL - „The Baddest Female“
2013 G-Dragon - „COUP D'ETAT“
2013 G-Dragon - „CROOKED“
2013 თეიანგი - „RINGA LINGA“
2013 G-Dragon - „WHO YOU?“
2014 PSY feat. Snoop Dog - „HANGOVER“
2014 GD X TAEYANG - „GOOD BOY“
2014 Skrillex with Diplo,CL&GD-„Dirty Vibe“
2015 GD&T.O.P- „ZUTTER

ჯილდოები

Cyworld Digital Music Awards

წელი ნომინირებული ნაშრომი ჯილდო შედეგი
2009 „Heartbreaker“ თვის სიმღერა (სექტემბერი) მოგებული
2010 თინეიჯერთა არჩევანი მოგებული
მთავარი პრემია(Bonsang) მოგებული

Melon Music Awards

წელი ნომინირებული ნაშრომი ჯილდო შედეგი
2009 „Heartbreaker“ წლის ალბომი მოგებული
„Heartbreaker“ ТОП-10 წლის ალბომი მოგებული
2012 „Crayon“ საუკეთესო ათეული10 მოგებული

Mnet Asian Music Awards

წელი ნომინირებული ნაშრომი ჯილდო შედეგი
2009 „Heartbreaker“ წლის საუკეთესო ალბომი მოგებული
2012 „Crayon“ საუკეთესო სოლო მამაკაცი არტისი მოგებული
წლის არტისტი ნომინირებული
„One Of A Kind“ წლის ალბომმი ნომინირებული

Mnet KM Music Festival

წელი ნომინირებული ნაშრომი ჯილდო შედეგი
2007 „Lies“ მუსიკალური გაფორმება მოგებული

MTV Video Music Awards Japan

წელი ნომინირებული ნამუშევარი ჯილდო შედეგი
2010 „Rain is Fallin“ საუკეთესო თანამშრომლობითი ვიდეო მოგებული

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

მომღერალი G-Dragon კარიერამომღერალი G-Dragon ვიზუალი და მსახიობური ნიჭიმომღერალი G-Dragon დისკოგრაფიამომღერალი G-Dragon ფილმოგრაფიამომღერალი G-Dragon ჯილდოებიმომღერალი G-Dragon იხილეთ აგრეთვემომღერალი G-Dragon რესურსები ინტერნეტშიმომღერალი G-Dragon სქოლიომომღერალი G-Dragon18 აგვისტო1988Big Bang (ჯგუფი)კომპოზიტორიკორეული ენამომღერალისამხრეთი კორეა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

პირველი რესპუბლიკის მოედანიძველი საბერძნეთიქვათახევიMemento moriჰიპოფიზიმოსკოვიკახეთის აჯანყება (1659)ამასიის ზავიდედოფალაიგავ-არაკიგანმანათლებლობამინერალებიკონტინენტიმონანიება (ფილმი)კანონიერი ქურდიანდრია მოციქულითბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიარაბობა საქართველოშიჯიქიმთავარი გვერდიბელგიამსოფლიოს უდიდესი ქალაქებიძველი თბილისიბოდბის მონასტერიკოლხეთის სამეფოდუნაილომი (ასტროლოგია)ლონდონიანტარქტიდანონა გაფრინდაშვილიშუა ქალაქშისაქართველოს ისტორიული სოფლებიგიორგი VIIIკახეთიკულტურადავით გურამიშვილიისლანდიააბანოთუბანიცილებისაქართველო XV საუკუნეშიქალთა წინადაცვეთაფერნანდო მაგელანიალექსანდრე ყაზბეგიმონღოლთა ბატონობა საქართველოშიალექსანდრ დიუმა (მამა)გაერთიანებული ერების ორგანიზაციაკურო (ასტროლოგია)საბერძნეთისლოვაკეთიკრიშტიანუ რონალდუინდულგენციაპარალელოგრამიშვეიცარიალარიისლამითბილისის ზღვაგერმანიაკახი კავსაძემილიმეტრიზღარბისებრნიდაისი (ოპერა)კავკასიონინიანგებიმარტყოფიფერეიდანითამარ მეფეუდაბნოვლადიმერ ლენინიირემი27აპენდიციტიგორიორგაზმინახშირბადიფრენბურთიეოზონოფილებითბილისის პანსიონები🡆 More