ჯო ლიბერმანი

ჯოზეფ იზადორ (ჯო) ლიბერმანი (ინგლ.

24 თებერვალი, 1942, სტამფორდი, კონექტიკუტი, — გ. 27 მარტი, 2024, ნიუ-იორკი) — ამერიკელი პოლიტიკოსი და იურისტი, აშშ-ის სენატორი კონექტიკუტის შტატიდან 1989-2013 წლებში.

ჯო ლიბერმანი
ინგლ. Joe Lieberman
ჯო ლიბერმანი
დაბადების თარიღი 24 თებერვალი, 1942(1942-02-24)[1] [2]
დაბადების ადგილი სტამფორდი
გარდაცვალების თარიღი 27 მარტი, 2024(2024-03-27)[3] (82 წლის)
გარდაცვალების ადგილი ნიუ-იორკი
მოქალაქეობა ჯო ლიბერმანი აშშ
განათლება იელის უნივერსიტეტი[4] , იელის უნივერსიტეტი[4] და Stamford High School
მეუღლე/ები Hadassah Lieberman
ჯილდოები დიდი ოფიცრის ჯვარი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის, Ewald von Kleist award, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი და Order of Diplomatic Service Merit
ჯო ლიბერმანი
lieberman.senate.gov

ბიოგრაფია

დაიბადა ებრაული წარმოშობის ოჯახში. დაამთავრა იელის უნივერსიტეტის ბაკალავრიატი ეკონომიკასა და პოლიტიკაში (1964) და იელის სამართლის სკოლა (1967). 1970-1983 წლებში არჩეული იყო კონექტიკუტის შტატის სენატში, როგორც დემოკრატი-რეფორმატორების წარმომადგენელი. 1983-1989 წლებში მსახურობდა კონექტიკუტის შტატის გენერალურ პროკურორად. 1989-2013 წლებში არჩეული იყო აშშ-ის სენატორად კონექტიკუტის შტატიდან თავდაპირველად როგორც დემოკრატების წარმომადგენელი, შემდეგ — დამოუკიდებელი კანდიდატი. 2000 წელს დემოკრატების კანდიდატმა ელ გორმა საპრეზიდენტო კამპანიისას ლიბერმანი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა (წყვილი დამარცხდა რესპუბლიკელებთანჯორჯ ბუშ-უმცროსთან და დიკ ჩეინისთან ჭიდილში). 2003 წელს მონაწილეობდა შიდაპარტიულ არჩევნებში დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, მაგრამ დაამარცხა ჯონ კერიმ.

ლიბერმანი ცნობილი იყო, როგორც აქტიური და მკაცრი საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდამჭერი. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების შემდეგ საშინაო უსაფრთხოების სამინისტროს შექმნაში. ის მჭიდროდ თანამშრომლობდა ორ წამყვან რესპუბლიკელ კოლეგასთან, ჯონ მაკ-კეინთან და ლინდსი გრემთან, განსაკუთრებით ერაყში აშშ-ის სამხედრო პოლიტიკის საკითხებზე. ამის გამო ის დემოკრატიული პარტიიდან ვეღარ მოხვდა სენატში, მაგრამ დამოუკიდებელ კანდიდატად მოახერხა არჩევნებში გამარჯვება და სენატში დაბრუნება.

ლიბერმანი და საქართველო

ჯო ლიბერმანი რამდენჯერმე იყო ნამყოფი საქართველოში, მათ შორის 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, როდესაც ის და ლინდსი გრემი პრეზიდენტობის კანდიდატის ჯონ მაკ-კეინის ინიციატივით ჩამოვიდნენ თბილისში, რათა საქართველოსთვის სოლიდარობა გამოეხატათ. ლიბერმანი მხარს უჭერდა საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანებას და ლობირებდა ქვეყნისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდების საკითხს. დაჯილოდებულია საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი — წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით (2011).

სქოლიო

-1'> SNAC — 2010.
  • Munzinger Personen
  • Former Sen. Joe Lieberman, Democrats’ VP pick in 2000, dead at 82
  • 4.0 4.1 LIEBERMAN, Joseph I. 1942 – 2024congress.gov.
  • Joe Lieberman obituary, «the Guardian», 29 Mar 2024.
  • 6.0 6.1 82 წლის ასაკში გარდაიცვალა აშშ-ის გავლენიანი პოლიტიკოსი, ყოფილი სენატორი ჯო ლიბერმანი, „რადიო თავისუფლება“, მარტი 28, 2024.
  • U.S. Senators Lobby Anti-Aircraft, Anti-Armor Systems for Georgia, Civil Georgia, 26 August 2008.
  • McCain: ‘Georgia Needs Defensive Weapons’, Civil Georgia, 7 September 2012.
  • მიხეილ სააკაშვილმა ამერიკელი სენატორი წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა, GHN, 13 იანვარი 2011.
  • Tags:

    1942202424 თებერვალი27 მარტიამერიკის შეერთებული შტატებიამერიკის შეერთებული შტატების სენატიინგლისური ენაკონექტიკუტინიუ-იორკი

    🔥 Trending searches on Wiki ქართული:

    ლადო ასათიანიიმერეთის მხარემიგრაციარაგბიმონღოლთა ბატონობა საქართველოშიმარკ ტვენიპოლონეთიორგაზმიევოლუციასინონიმებივარძიასალომე ზურაბიშვილიმიქელანჯელო ბუონაროტიფარავანისაქართველოს ოქროს ხანააჭარის ისტორიაირანისინგაპურიისლამიკოსმოპოლიტიზმისაქართველოს დიდი სოფლებინაწლავებიBTS (ჯგუფი)ფილოსოფიაანა კალანდაძეპომპეიბიოლოგიური სისტემატიკანიუტონის კანონებიშინაური ძაღლიკომპიუტერის მეხსიერებარუსეთ-საქართველოს ომი (1921)ბენიტო მუსოლინიავსტრალია (კონტინენტი)ირლანდიაჰარი პოტერიმუშთაიდის ბაღიბრიუს ლიამფიბიებიელვაჩარლი ჩაპლინირუსული დამწერლობაბაგრატიონებირუსთავიასურელი მამებირენესანსისაქართველოს სატელეფონო კოდებიბაგრატის ტაძარილავრენტი ბერიანიკო ბაგრატიონიმე, ბებია, ილიკო და ილარიონი (რომანი)ახალი ათონიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებირიონიდინოზავრებისტამბოლიმასონობამენსტრუაციავასილ ბარნოვივინსენტ ვან გოგირელიგიასამი მუშკეტერიიგლუსოციალიზმიელისაბედ IIრიწამეტაფორაიულიუს კეისარიინდიგო ბავშვებირომანტიზმივატიკანიასტრიდ ლინდგრენიაჭარადედა ენა1 მაისიჩინეთიშვეიცარიაძაღლიმდინარე🡆 More