ხობისწყალი, ხობი (მეგრ.
სათავეს იღებს ეგრისის ქედზე, მიედინება კოლხეთის დაბლობზე, ერთვის შავ ზღვას. მდინარის სიგრძე 150 კმ-ია, აუზის ფართობი - 1340 კვ.კმ., წყლის საშუალო ხარჯი - 44 კუბ.მ/წმ (შესართავიდან 30 კმ-ზე), მაქსიმალური - 333 კუბ.მ/წმ. საზრდოობს ძირითადად წვიმის წყლებით, გამოიყენება სარწყავად. მისი მთავარი შენაკადია ჭანისწყალი (მარჯვნიდან). ხობისწყალზე დგას ქალაქები ხობი და ჩხოროწყუ.
ხობისწყალი | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
ქალაქები | ხობი, ჩხოროწყუ |
მარჯვენა შენაკადები | ჭანისწყალი |
სათავე | კავკასიონი 42°48′50″ ჩ. გ. 42°13′39″ ა. გ. / 42.81389° ჩ. გ. 42.22750° ა. გ. |
სათავის მდებარეობა | ეგრისის ქედი |
შესართავი | შავი ზღვა 42°16′30″ ჩ. გ. 41°38′02″ ა. გ. / 42.27500° ჩ. გ. 41.63389° ა. გ. |
შესართავის სიმაღლე | 0 მ |
სიგრძე | 150 კმ |
აუზის ფართობი | 1340 კმ² |
— სათავე, — შესართავი | |
ხობისწყალი ვიკისაწყობში |
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ხობის შესართავთან დროებით დისლოცირებული იყო შავი ზღვის ფლოტი. 2000-2005 წლებში ხობის შესართავთან, სოფელ ყულევის სიახლოვეს, აშენდა ნავთობტერმინალი ტანკერებისთვის.
ხობისწყალზე შენდება ორი ჰიდროელექტროსადგური: ხობიჰესი 1 და ხობიჰესი 2.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ხობისწყალი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.