ყულევი

ყულევი — სოფელი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ხობის მუნიციპალიტეტში.

ისტორიული ქალაქი რედუტ-კალე. სოფელში მოქმედებს ნავთობტერმინალი.

სოფელი
ყულევი
ყულევი
რედუტ-კალე 1840 წელს
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ხობის მუნიციპალიტეტი
თემი ყულევი
კოორდინატები 42°16′18″ ჩ. გ. 41°40′29″ ა. გ. / 42.27167° ჩ. გ. 41.67472° ა. გ. / 42.27167; 41.67472
დაარსდა 1804
ადრეული სახელები რედუტ-კალე
ცენტრის სიმაღლე 2
მოსახლეობა 280 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 97,9 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ყულევი — საქართველო
ყულევი
ყულევი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ყულევი

გეოგრაფია

მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდინარე ხობისწყლის შესართავთან, შავი ზღვის ნაპირას. ზღვის დონიდან 2 მეტრ სიმაღლეზე. ქალაქ ხობიდან დაშორებულია 18 კილომეტრით, ფოთიდან 15 კმ-ით. ყულევი წარმოადგენს ერთ ქუჩას, რომელიც გასდევს მდინარე ხობისწყლის მარცხენა ნაპირს გაღმა ქარიატადან ზღვამდე.

ისტორია

ყულევის ტერიტორია დასახლებული იყო ძვ. წ. IV-III ათასწლეულებში. გამოვლენილია ორი ნამოსახლარი. ერთი მდინარე ხობის მარჯვენა მხარეს, ზღვის ნაპირას, და მეორე მისგან 300 მეტრზე, მდინარე ცივზე. მეორე ნამოსახლარის ზედა უგვიანესი ფენა ქალაქის ტიპის დასახლებადაა მიჩნეული.

1804 წელს ხობისწყლის შესართავში დაარსდა დასახლება სახელწოდებით რედიტ-კალე. მისი დაარსება უკავშირდება ამ ადგილებში რუსეთის ჯარის ნაწილების განლაგებას და რედუტის მოწყობას. რედუტ-კალე დასავლეთ საქართველოში განლაგებული რუსეთის ჯარის მთავარ სასურსათო ბაზად იქცა. იგი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ერთ-ერთი ნავსადგური იყო, საიდანაც ამიერკავკასიაში შემოდიოდა ევროპული საქონელი. განსაკუთრებით გაიზარდა რედუტ-კალის მნიშვნელობა 1821 წლიდან, როდესაც ამიერკავკასიაში შეღავათიანი სატრანზიტო სავაჭრო ტარიფი დაწესდა. ამ დროს მისი მოსახლეობა 400 ადამიანი იყო, ხოლო გარნიზონში 600-700 ჯარისკაცი იდგა. 1822 წელს რედუტ-კალეში ინგლისური საქონლის სავაჭრო დუქანი გახსნა იაკობ მარმა. ვაჭრების უმეტესობა იყო სომეხი და ბერძენი. 1846 წელს დასახლებამ სანავსადგურო ქალაქის სტატუსი მიიღო. ყირიმის ომის (1853-1856) დროს, 1854 წელს, რედუტ-კალე ჯერ ოსმალეთის ესკადრამ დაბომბა, შემდეგ რუსეთის ჯარებმა ააფეთქეს. პარიზის საზავო ხელშეკრულების (1856) თანახმად, 21 მარტს ოსმალებმა დათმეს რედუტ-კალე, მაგრამ ქალაქიდან გასვლისას გადაწვეს. ამის შემდეგ მისი მნიშვნელობა დაეცა.

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 280 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1864 385
1876 ყულევი  617 331 286
1897 ყულევი  780
1910 ყულევი  787 408 379
1922 ყულევი  729
1926 ყულევი  872
2002 ყულევი  359 170 189
2014 ყულევი  280 145 135

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 662.
  • პაჭკორია მ., რედუტ-კალე ყულევი, თბ., 1968;

სქოლიო

Tags:

ყულევი გეოგრაფიაყულევი ისტორიაყულევი დემოგრაფიაყულევი იხილეთ აგრეთვეყულევი ლიტერატურაყულევი სქოლიოყულევირედუტ-კალესამეგრელო-ზემო სვანეთის მხარესაქართველოსოფელიხობის მუნიციპალიტეტი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მენსტრუაციაკეთილშობილი ირემიკირჩხიბი (ასტროლოგია)ვარდების რევოლუციაუჯრედიდედოფალამალტაქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემადავით კლდიაშვილიდეზოქსირიბონუკლეინის მჟავაკუბური მეტრირელიგიაალექსანდრე ჭავჭავაძესიღნაღინიადაგიაია-სოფიას ტაძარიგრიგოლ ხანძთელიგორივერძი (ასტროლოგია)რიცხვითი სახელივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალიმეგობრობათამბაქოშვეიცარიასაათი (ერთეული)მსოფლიო მიზიდულობის კანონიარგონავტებისაქართველო XIII საუკუნეშიიუნესკოსტუმარ-მასპინძელიმაცივარიევერესტიგაზაფხულისახარებაჰემოგლობინიდიმიტრი ყიფიანიხევსურეთისაქართველოს სამხედრო წოდებებიმარიამ მეგვიპტელისაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაოშკიგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებარუსეთიათი მცნებადანიატალკისაქართველოს თავდაცვის ძალებიბათუმის ბოტანიკური ბაღითეიმურაზ Iპოლიმერები24 აპრილიხმოვანიYouTubeმეწყერისარკაზმიმარიხუანაგიორგი II (საქართველოს მეფე)ნათურაეგვიპტის პირამიდებიგიორგი IV ლაშაასტრიდ ლინდგრენიფეხბურთის წესებიაპენდიციტიზოროასტრიზმიძაღლიდიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიათენიქართველებილუდვიგ ვან ბეთჰოვენი9 აპრილის ტრაგედიაამფიბიებირუსეთ-საქართველოს ომი (2008)ნაკიანი წელიწადიფუტკრებიანანურის ციხეაღმოსავლეთი საქართველომარჩბივი (ასტროლოგია)მორალი🡆 More