ჩიზბურგერი — ჰამბურგერის სახეობა, რომელშიც ხორცის კატლეტზე ყველის ნაჭერი იდება, თუმცა, დაშვებულია სტრუქტურის შეცვლა და ინგრედიენტების დამატება - მათ შორის ხახვის, მაიონეზის, პამიდვრის, კიტრის, ბეკონის, ავოკადოს, სოკოს, სალათის ფურცლის და სხვა.
დამზადებაში შეიძლება იყოს გამოყენებული ნებისმიერი მდნადი ყველი, მაგ. მოცარელა, ჩედარი, გაუდა, ლურჯი, ამერიკული ან შვეიცარიული. ყველის დამატება ხდება გაცემამდე ცოტა ხნით ადრე, რომ მან შედნობა მოასწროს. გამოიყენება სხვადასხვა სოუზი, უმეტესად კეტჩუპი, მდოგვი ან მაიონეზი. მომზადების წესი განსხვავდება რეგიონის და რესტორნის მიხედვით.
ჩიზბურგერს, რომელიც ყველის და ხორცის ერთზე მეტ ნაჭერს შეიცავს ეწოდება ორმაგი, სამმაგი დ ა.შ. რაოდენობის მიხედვით. პორციაში ხშირად კარტოფილი ფრი, შემწვარი კვერცხი ან რაიმე სალათიც შედის. ყველის შემცველობის გამო ჰამბურგერზე 20%-ით მეტ კალორიას შეიცავს და ღირებულებით უმნიშვნელოდ აღემატება.
მე-19 საუკუნეში ამერიკაში მოსახლეობის უმრავლესობისთვის ხორცის ხელმისაწვდომობამ განაპირობა ჰამბურგერის პოპულარიზაცია. ჰამბურგერი ამერიკაში დღესაც ხორცის ერთ-ერთ ყველაზე დაბალი ფასის წყაროდ რჩება.
მასში ყველის დამატება დაიწყეს 1920-იან წლებში. ჩიზბირგერის გამოგონებას რამდენიმე პიროვნება და რესტორანი იბრალებს, მაგ. ლიონელ სტიმბერგი, რომელიც 16 წლის ასაკში მამამისის სენდვიჩების რესტორან "The Rite Spot"-ში მზარეულად მუშაობდა და "ექსპერიმენტალურად ამერიკული ყველის ნაჭერი დაადო შემწვარ კატლეტს" და ლუის ბალასტი, რომელმაც 30-იან წლებში საბუთები შეიტანა სახელწოდება "ჩიზბურგერის" პატენტისთვის. ზოგადად თვლება, რომ ჩიზბურგერის სამშობლო კალიფორნიის შტატია, მენიუში კი ის პირველად ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ რესტორანში დაამატეს, სადაც 25 ცენტად იყიდებოდა. ორთქლზე მომზადებული ჩიზბურგერი კენტუკის შტატის კერძად ითვლება და უმეტესად მხოლოს იქ გვხვდება. დღეს ჩიზბურგერი სწრაფი კვების განუყოფელი ნაწილია და დიდი პოპულარობით სარგებლობს ისეთ რესტორნებში, როგორც McDonald's და Burger King.
მსოფლიოში ყველაზე დიდი ჩიზბურგერი 2012 წელს შეიქმნა და 914 კილოგრამს იწონიდა, რამაც მოხსნა წინა, 400 კგ-ის რეკორდი. შეერთებულ შტატებში და რამდენიმე სხვა ქვეყანაში ჩიზბურგერის ეროვნული დღე 18 სექტემბერს აღინიშნება ამ დღეს სხვადასხვა რესტორანში აქციები მოქმედებს. [1]
ჩიზბურგერი ტრადიციულად არ არის ქაშერი, იუდაიზმის წესით დაშვებული საკვები,[2] რადგან ერთად შეიცავს ხორცსა და რძის პროდუქტს.[3] ეს საკითხი პირველად განხილული იქნა ისრაელში პირველი McDonald's-ის რესტორნის გახსნისას, რასაც საზოგადოების ნაწილი ეწინაღმდეგებოდა. ამჟამად ისრაელში მოქმედებენ McDonald's-ის როგორც ქაშერი, ასევე არაქაშერი რესტორნები.[4]
ნიუ-იორკში ქაშერი ჩიზბურგერის შექმნის მიზნით მასში სოიოს ყველი დაამატეს.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ჩიზბურგერი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.