ჩვეულებრივი წიწკანა

ჩვეულებრივი წიწკანა, ან უბრალოდ წიწკანა (ლათ.

ჩვეულებრივი წიწკანა
ჩვეულებრივი წიწკანა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ბეღურასნაირნი
ოჯახი:  წივწივასებრნი
გვარი:  წიწკანა
სახეობა:  ჩვეულებრივი წიწკანა
ლათინური სახელი
Cyanistes caeruleus (Linnaeus, 1758)
სინონიმები
  • Parus caeruleus
დაცვის სტატუსი
ჩვეულებრივი წიწკანასაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 103761667
გავრცელება
ჩვეულებრივი წიწკანა
  ჩვეულებრივი წიწკანა
  Cyanistes teneriffae, რომლის სტატუსი საკამათოა

შეფერილობისა და ზომების დიდი გეოგრაფიული ცვალებადობის გამო ცნობილია მისი 15-მდე ქვესახეობა. მისი სხეულის სიგრძეა 11–14 სმ, მასა ჩვეულებრივ 9–11 . ნისკარტი და ბოლო მოკლეა. ფრთებისა და ბოლოს შეფერილობაში დამახასიათებელია ღია ცისფერი ტონები; აგრეთვე ლაჟვარდოვან-ცისფერი ან მოლურჯო-შავი ლაქა თხემზე, რომელიც გარშემორტყმულია თეთრი ზოლით. თავის გვერდები თეთრია; ნისკარტიდან თვალის გავლით კეფის ქვემო მხარისაკენ გასდევს ვიწრო შავი ზოლი; კისრის ლურჯი და მოცისფრო-შავი ბუმბულები ერწყმის ნიკაპისა და ყელის შავ ლაქას. ზურგი მომწვანოა; მკერდი და გვერდები ყვითელია; მუცლის ცენტრალური ნაწილი თეთრია; მკერდისა და მუცლის შუაში ჩასდევს წარეცხილი მუქი ზოლი, რომელიც მამალს უფრო მცირედ შესამჩნევი აქვს. ახალგაზრდა ფრინველები ფერად მოყვითალო-მომწვანოები არიან, ყელის მუქი ლაქის გარეშე.

ჩვეულებრივი წიწკანა ბინადრობს ევროპის (ჩრდილოეთით ჩ. გ. 65–67°-მდე სკანდინავიაში, ჩ. გ. 58°-მდე ურალში), დასავლეთ ციმბირის სამხრეთი ნაწილის (აღმოსავლეთით ირტიშამდე), კანარის კუნძულების, ჩრდილოეთ აფრიკისა და წინა აზიის მთიანეთების ვაკისა და მთის ტყეებში. ზამთარში ფრინველები არეალის ჩრდილოეთი ნაწილიდან მომთაბარეობენ სამხრეთისაკენ. უპირატესობას ანიჭებს ფართოფოთლოვან და შერეულ ტყეებს, უმთავრესად ჭალისას; გვხვდება ბაღებსა და ქალაქის პარკებში. გვხვდება საქართველოშიც. აფრიკულ ინდივიდებს ზოგიერთი წყარო ცალკე სახეობად (Cyanistes teneriffae) გამოჰყოფს.

ძირითადად იკვებება მცირე ზომის მწერებითა და ობობებით, აგრეთვე ეტანება თესლებსა და კენკრას.

ჩვეულებრივ ბუდობს ფუღუროებში. ბუდეს დედალი აშენებს, დებს 7–14 (ზოგჯერ 16-მდე) კვერცხს; ინკუბაცია 13–15 დღე-ღამე გრძელდება, რა დროსაც მამალი კვებავს კრუხს. არეალის სამხრეთ ნაწილში სეზონზე ორჯერ ბუდობენ.

ლიტერატურა

სქოლიო

Tags:

ლათინური ენაოჯახი (ბიოლოგია)ფრინველებიწივწივასებრნი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ნივთიერებაპლანეტაგარემოს დაცვასაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიჰიპერბოლა (ენა)ოლიმპიური თამაშებითეატრიკოლოსეუმიმთვარის დაბნელებამასონობავიკიპედიაგურიის მხარებაში-აჩუკიკოსმოსური ხომალდისაქართველოს გეოგრაფიანიუ-იორკერიობობებისომხეთის ისტორიათვითმმართველობაიულიუს კეისარითავისუფლება (ფილოსოფია)ნიგერიაზმნიზედავახტანგ I გორგასალიხელოვნებავენაკუთხეოქსიმორონიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებირაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარესისხლის მიმოქცევის სისტემაქაშუეთის ეკლესია (ჭორჭოხი)ჯვაროსნული ლაშქრობებიგორიფოტოსინთეზიქრისტიანობასიურრეალიზმიპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიმეგობრობაჯრუჭის I ოთხთავიტუტსინილოსიდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენამდინარელაშა ტალახაძეეიფელის კოშკიხვიჩა კვარაცხელიატუბერკულოზიქართული მითოლოგიაალკოჰოლური სასმელივიკისაწყობიათონის ივერთა მონასტერიიერუსალიმის სამეფოდადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიარალის ზღვანაყოფი (მცენარე)ღამურალეონიდ ბრეჟნევიმამებისა და შვილების ბრძოლაჯაყოს ხიზნებიჰექტარითამბაქოელინიზმიმსოფლიოს ვალუტებიუდაბნოცვალებადობათა ფორმებისაფრანგეთის რევოლუციაორალური სექსიმგლების ხორუმიაზოტიდავით VII ულუქვევრი (ფილმი)ანდერს ბერინგ ბრეივიკირუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიისლამიქართლინიკო ნიკოლაძეალმასი🡆 More