ჩვეულებრივი სელაპი

ჩვეულებრივი სელაპი (ლათ.

მისი სხეულის სიგრძეა 1,6–1,9 მეტრი, მასა 60–150 კილოგრამი, მამალი დედალს მცირედ აღემატება. 60–80 სანტიმეტრის სიგრძისა და 8–12 კილოგრამის ნაშიერები, როგორც წესი, დედის მუცელშივე იცვენენ თეთრ ბეწვს და, სხვა სახეობის სელაპებისგან განსხვავებით, მუქი ფერის ბეწვით იბადებიან. საერთოდ შეფერილობის დიდი ცვალებადობა ახასიათებს, სქესობრივი დიმორფიზმი სუსტადაა გამოხატული. ზრდასრული სელაპები დაფარული არიან ყავისფერი, მოწითურო ან რუხი ბეწვით, არასწორი ფორმისა და სხვადასხვა ზომის მრავალი მუქი ლაქით, ზოგჯერ რგოლებსაც წააგვანან. ტანი სავსეა, წინა ფარფლები მოკლე და გრძელი, წვრილი, მოღუნული ბრჭყალებით შეიარაღებული. თავი მცირე ზომისა, დრუნჩი მომრგვალებული, ბოლოსკენ ქვევით ეშვება და V-ის ფორმას ემსგავსება. ვიბრისები ღია ფერისაა, გაშვერილია წინ. ჩვეულებრივი სელაპი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სელაპია, ბინადრობს წყნარი და ატლანტის ოკეანეების ჩრდილოეთ ნაწილების ზომიერ და ცივ სანაპირო წყლებში, მათ შორის ყურეებსა და შიდა ზღვებში. ცნობილია მისი 5 ქვესახეობა. წყალშიც და ხმელეთზეც ცხოვრობენ მარტოდ ან მცირე ზომის შეთხელებულ ჯგუფებად. ჯვარდებიან სანაპიროებზე, ძალიან ფრთხილები და მფრთხალები არიან. იკვებებიან თევზით, თავფეხიანი მოლუსკებითა და კიბოსნაირებით. ისტორიულად ჩვეულებრივ სელაპს სარეწაო მნიშვნელობა აქვს, თუმცა დღეისათვის თითქმის არ მოიპოვებენ.

ჩვეულებრივი სელაპი
ჩვეულებრივი სელაპი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მტაცებლები
ოჯახი:  ნამდვილი სელაპები
გვარი:  ნამდვილი სელაპი
სახეობა:  ჩვეულებრივი სელაპი
ლათინური სახელი
Phoca vitulina (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
ჩვეულებრივი სელაპისაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 17013
გავრცელება
ჩვეულებრივი სელაპი

ლიტერატურა

Tags:

ატლანტის ოკეანევიბრისითავფეხიანებითევზებიკიბოსნაირნიკილოგრამილათინური ენამეტრიმოლუსკებინამდვილი სელაპებიოჯახი (ბიოლოგია)სანტიმეტრისქესობრივი დიმორფიზმიცხოველებიძუძუმწოვრებიწყნარი ოკეანე

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

რუსული დამწერლობაჭინჭარისანქტ-პეტერბურგიაშშ-ის ისტორიაიგლუაბო თბილელის წამებამიხეილ ხერგიანიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითილია ჭავჭავაძეთევზებიშუა საუკუნეებიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2016ჩეხეთიალექსანდრე მაკედონელიზმნაილია თოფურიაცივი ომიპენალტი (ფეხბურთი)ფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიამუნიცხენიანალური სექსირუსეთ-საქართველოს ომი (1921)საქართველოს სოფლებიდედა ენაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2004ანგკორ-ვატირომის იმპერიაბერძენ-სპარსელთა ომებიმენსტრუაციაგარემოს დაბინძურებაკირჩხიბი (ასტროლოგია)კვიპროსირუის-ურბნისის საეკლესიო კრებასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირისპილოსებრნილოცვა ეფრემ ასურისაანა კალანდაძემტკვარიმსოფლიო მიზიდულობის კანონისილიციუმიტაო-კლარჯეთისისხლიეპითეტიაშშ-ის სამოქალაქო ომიოქსიდილიტრისიმსივნეხელისუფლების დანაწილებაფინეთიკოლოსეუმიბორის პაიჭაძეკუნილინგუსინატრიუმიფოტოსინთეზიგიორგი მამარდაშვილიოთარ კაკაბაძემიხეილ მესხიეროზიასაჰარასაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიპაბლო პიკასოგრიგოლ ხანძთელიპითაგორას თეორემასაქართველოს სამეფოკვადრატიმართლმადიდებლობასაბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიილია IIკავკასიაქუთაისიანგარიშთა გეგმასაქართველოს პრეზიდენტიხარებაყიზილბაშებიჟიული შარტავალეონარდო და ვინჩიხუჯაბი🡆 More