შარლოტა ამალია დანიელი

შარლოტა ამალია დანიელი (დან.

6 ოქტომბერი, 1706, კოპენჰაგენი, დანია — გ. 28 ოქტომბერი, 1782, კოპენჰაგენი, დანია) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. დანიისა და ნორვეგიის პრინცესა. მეფე ფრედერიკ IV-ისა და დედოფალ ლუიზა მეკლენბურგ-გიუსტროველის ასული. მეფე კრისტიან VI-ის და.

შარლოტა ამალია დანიელი
შარლოტა ამალია დანიელი
წოდებები
დანიისა და ნორვეგიის პრინცესა
დაიბადა 6 ოქტომბერი, 1706
კოპენჰაგენი, დანია
გარდაიცვალა 28 ოქტომბერი, 1782, (76 წლის)
კოპენჰაგენი, დანია
საგვარეულო ოლდენბურგები
მამა ფრედერიკ IV, დანიისა და ნორვეგიის მეფე
დედა ლუიზა მეკლენბურგ-გიუსტროველი
რელიგია ლუთერანობა

ბიოგრაფია

შარლოტა ამალია დაიბადა 1706 წლის 6 ოქტომბერს კოპენჰაგენში. იგი იყო დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ IV-ისა და მისი პირველი მეუღლის, დედოფალ ლუიზა მეკლენბურგ-გიუსტროველის ნაბოლარა შვილი და ერთადერთი ქალიშვილი. მას სახელი ბებიის, დედა-დედოფალ შარლოტა ამალია ფონ ჰესენ-კასელის პატივსაცემად დაარქვეს.

1725 წელს მიმდინარეობდა მისი და საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის საქორწინო მოლაპარაკებები, რომელიც კრახით დასრულდა, რამეთუ დანიის პრინცესამ უარი განაცხადა კათოლიკობის მიღებაზე, რაც ფრანგების უპირველესი მოთხოვნა იყო. წესით, მისი და ლუის ქორწინებით უნდა შექმნილიყო საფრანგეთ-დანიის ალიანსი, რომელიც მიმართული იქნებოდა გაძლიერებული შვედეთის წინააღმდეგ, თუმცა ლუიმ იმავე წელს პოლონეთის პრინცესა მარია ლეშჩინსკაზე იქორწინა და ალიანსი მაინც შეკრა. 1730-იანი წლების დასაწყისში დაიწყო მისი მეორე საქორწინო მოლაპარაკებები. ამ დროს მას მოიაზრებდნენ დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის მეფე ჯორჯ II-ის უფროსი ვაჟის, უელსის პრინც ფრედერიკის საცოლედ, თუმცა ეს მოლაპარაკებებიც ჩაიშალა, რის გამოც შარლოტა ამალია მთელი ცხოვრება გაუთხოვარი დარჩა.

შარლოტა ამალია დანიელი 
ხანში შესული პრინცესა შარლოტა ამალია

მსგავსად სხვა გაუთხოვარი პრინცესებისა, შარლოტა ამალიაც დედასთან ცხოვრობდა, დედის გარდაცვალების შემდეგ კი დედინაცვალთან, დედოფალ ანა სოფია რევენტლოვთან. განსხვავებით ძმის, მეფე კრისტიან VI-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ სოფია მაგდალენა ბრანდენბურგ-კულმბახელისაგან, შარლოტა ამალიას დედინაცვალთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. იგი მთელი ძალებით ცდილობდა სამეფო კარზე ვინმეს გადამტერებისაგან თავი დაეცვა. მას შემდეგ, რაც 1730 წელს ტახტი კრისტიანმა დაიკავა, შარლოტა ამალია ზამთარში სამეფო კარზე ცხოვრობდა, ზაფხულში კი შარლოტენბორგის სასახლეში.

მისი თანამედროვე მემატიანეთა ცნობებით, პრინცესა შარლოტა ამალია ერთობ ინტერტული ადამიანი იყო, რომელიც ყველასთან თბილი ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობდა. ამის გამო მას მთელი ცხოვრების განმავლობაში კარგი ურთიერთობა ჰქონდა მამასთან, დედასთან, დედინაცვალთან და ძმასთან და რძალთანაც კი, მიუხედავად იმისა, რომ მათ სძულდათ დედოფალი ანა სოფია. თავისი მშვიდი ცხოვრების წესის გამო, შარლოტა ამალიას არასოდეს ჰქონია გავლენა პოლიტიკაზე.

1771 წლის 8 აპრილს მას მისი ძმისწულის ვაჟმა, შეურაცხადმა მეფე კრისტიან VII-მ უბრძანა სამეფო კარის სამუდამოდ დატოვება. ამის გამო მან დარჩენილი ცხოვრება თავისი ძმისწულის, განსვენებული მეფე ფრედერიკ V-ის ქვრივთან, დედოფალ იულიანა მარია ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელთან ერთად გაატარა, რომელსაც ასევე ვერ იტანდა კრისტიანი (იგი მისი დედინაცვალი იყო). მას შემდეგ, რაც 1772 წელს დანიის რეგენტი იულიანა მარია გახდა, შარლოტა სოფიაც დაუბრუნდა სამეფო კარს. ამ პერიოდისათვის იგი ძირითადად შავ პარიკს ატარებდა, რაც მალევე შემოვიდა მოდაში მაშინ, როცა მთელს ევროპაში თეთრი ან ვერცხლისფერი პარიკები იყო მოდაში, რის გამოც დანიის სამეფო კარს „შავი პარიკების სამეფო კარი“ უწოდეს. 1778 წლიდან იგი საზოგადოებაში საერთოდ აღარ გამოდიოდა, რადგან თავს ამისათვის ზედმეტად ასაკოვნად მიიჩნევდა.

შარლოტა ამალია მფარველობდა გამოჩენილ დანიელ მწერალ შარლოტა ბადენს, რომელიც იყო მისი სეფექალის, ანა სიუზენ ფონ დერ ოსტენის დისწული, რომლის შუამავლობითაც გაიცნო პრინცესამ ის. სწორედ შარლოტა ამალიამ მისცა მწერალს კარგი განათლება და შემწეობა. შარლოტა ამალია გარდაიცვალა 1782 წლის 28 ოქტომბერს კოპენჰაგენში, 76 წლის ასაკში. მისი ანდერძის მიხედვით მთელი მისი ქონება მოხმარდა ახალი სკოლების მშენებლობას, რომლებიც დაბალი სოციალური კლასის გოგონებისათვის იყო განკუთვნილი.

ლიტერატურა

  • Edmond et Jules de Goncourt: La duchesse de Châteauroux et ses soeurs, Paris, 1906
  • Charlottas, Hedvig Elisabeth (1902) [1775–1782]. Bonde, Carl Carlson, ed. Hedvig Elisabeth Charlottas dagbok [The diary of Hedvig Elizabeth Charlotte] (in Swedish). I 1775-1782. Translated by Carl Carlson Bonde. Stockholm: P.A. Norstedt & Söners förlag. p. 130. OCLC 14111333. (search for all versions on WorldCat)
  • Dansk Kvindebiografisk Leksikon

Tags:

1706178228 ოქტომბერი6 ოქტომბერიდანიადანიური ენაკოპენჰაგენიკრისტიან VIლუიზა მეკლენბურგ-გიუსტროველიოლდენბურგებიფრედერიკ IV

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ცისფერყანწელებიაბრეშუმის დიდი გზაბაყაყიპოპ-მუსიკაგაერთიანებული სამეფოსაქართველო VI საუკუნეშინაციონალ-სოციალიზმისოფელიკვარცითეიმურაზ Iპოლონეთიწრეწირიმელაჭიამაიასებრნიზუგდიდიგუმბათიანტონიო ვივალდიმაიმუნებიკვადრატული კილომეტრინიკოლოზ ბარათაშვილიხევისბერი გოჩასტუმარ-მასპინძელიბაიკალილადო ასათიანილარიმინერალებიკურო (ასტროლოგია)ლეონარდო და ვინჩილაშა ტალახაძევატიკანიაფხაზეთის ისტორიასაფრანგეთიჯაყოს ხიზნებიპოსტერისაქართველოს ქალაქებიმე, ბებია, ილიკო და ილარიონი (რომანი)პირველი ჯვაროსნული ლაშქრობაკვიპროსიზურაბ ზვიადაურისაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაობობებიძაღლიდიოკლეტიანეგალაკტიონ ტაბიძე9 აპრილის ტრაგედიამსოფლიოს ვალუტებიშინაური ძაღლიგეოგრაფიული გარსიალკანიდავით IV აღმაშენებელიალავერდიმიხეილ სააკაშვილისოლომონ მეფეგიორგი II (საქართველოს მეფე)დაცული ტერიტორიაშალვა რამიშვილიმურა დათვისაბერძნეთილომირაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეგურიის მხარეგელათის მონასტერიივ მონტანიპორტუგალიაბათუმიკურდღელიფემინიზმიფოთიმიხეილ ლომონოსოვიოქროს საწმისინატურალური რიცხვიაზერბაიჯანიხემარწყვარომბისალომე ზურაბიშვილი1924 წლის აგვისტოს აჯანყებადემეტრე Iელისაბედ I🡆 More