ულე-ეინარ ბიორნდალენი

ულე-ეინარ ბიორნდალენი (ნორვ.

27 იანვარი 1974, დრამენი, ნორვეგია) — ნორვეგიელი სპორტსმენი. დღეისათვის ნორვეგიაშიც და მსოფლიოშიც ერთ-ერთი საუკეთესო ბიატლონისტი. ზამთრის ოლიმპიური თამაშებიის 5 გზის ჩემპიონი,ასევე 3 ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მფლობელი.,10 გზის მსოფლიოს ჩემპიონი და 18 გზის პრიზიორი, 4 გზის მსოფლიოს თასის მფლობელი.11 მარტისთვის მოგებული აქვს 81 რბოლა,მსოფლიოში მეორე შედეგია,შვედი სამთომოთხილამურე ინგემარკ სტენმარკის შემდეგ,რომელიც 86 რბოლის გამარჯვებულია

ულე-ეინარ ბიორნდალენი
ულე-ეინარ ბიორნდალენი
პერსონალური ინფორმაცია
სრული სახელი ულე-ეინარ ბიორნდალენი
მეტსახელი დიდებული და საშინელი
დაბადების თარიღი 27 იანვარი, 1974
დაბადების ადგილი დრამენი, დროშა: ნორვეგია ნორვეგია
სიმაღლე 179 სმ
პროფესიული ინფორმაცია
კლუბი Simostranda IL
თხილამურები Madshus
მსოფლიო თასი
სეზონები 1992- (ბიატლონი)
გამარჯვებები 83 (ბიატლონი)
1 (სათხილამურო შეჯიბრი)
სხვა წარმატებები 57 (ბიატლონი)
2 (სათხილამურო შეჯიბრი)
სულ წარმატებები 139 (ბიატლონი)
3 (სათხილამურო შეჯიბრი)

ბიოგრაფია

ულე-ეინარ ბიორნდალენი დაიბადა ნორვეგიაში ქალაქ დრამენში. იზრდებოდა ქალაქ სიმოსტრანდაში. ამჟამად იგი ცხოვრობს ავსტრიის დასახლება ობერტილიახში. იგი ბავშვობიდანვე დიდი წარმატებით იდგა თხილამურებზე. მან პირველად ევროპის თასზე 1992-1993 წლის სეზონში მიიღო მონაწილეობა, ხოლო 1994 წელს ულე-ეინარი უკვე ოლიმპიადაზე გამოვიდა ლილეჰამერში, მაგრამ გამოუცდელობის გამო მან მაღალი ადგილების დაკავება ვერ შესძლო. მისი პირველი წარმატება იყო 1994-1995 წლების სეზონში როდესაც მსოფლიო თასზე გენერალურ კლასიფიკაციაში მე-4 ადგილი დაიკავა. 1998 წელს მან თავისი პირველი მედალი აიღო ოლიმპიურ თამაშებზე და მოიგო მსოფლიო თასი.

სპორტული კარიერა

ოლიმპიური თამაშები

ბიორნდალენი არის ოთხი ოლიმპიადის მონაწილე, საიდანაც 3-ჯერ ავიდა კვარცხლბეკზე. ოლიმპიურ თამაშებზე მისი დებიუტი შედგა ლილეჰამერში 1994 წელს და ეს ერთადერთი ოლიმპიური თამაშები იყო მის კარიერაში, როდესაც მან მედალი ვერ მოიპოვა. პირველი ოლიმპიური მედალი მან ოთხი წლის მერე აიღო ნაგანოში. ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქროს მედლების რაოდენობით ბიორნდალენი რეკორდსმენია ბიატლონისტთა შორის. მისთვის ნამდვილი ტრიუმფი გახდა სოლტ-ლეიკ-სიტის თამაშები, სადაც მან ყველა ოქროს მედალი მოიგო, მაგრამ მიუხედავად ამისა მისთვის წარუმატებელი გამოდგა შემდეგი ოლიმპიური თამაშები ტურინში. ამ ოლიმპიადაზე ულე-ეინარმა ვერცერთი ოქრო ვერ აიღო.

მსოფლიო ჩემპიონატი და მსოფლიო თასი

მიზანში სროლის სტატისტიკა მსოფლიო თასის ეტაპების მიხედვით:

სეზონი საერთო დაწოლილი დგომი
03/04 80% 77% 83%
02/03 86% 85% 86%
01/02 74% 72% 77%
00/01 78% 78% 79%
99/00 82% 79% 85%

რესურსები ინტერნეტში

Tags:

ულე-ეინარ ბიორნდალენი ბიოგრაფიაულე-ეინარ ბიორნდალენი სპორტული კარიერაულე-ეინარ ბიორნდალენი რესურსები ინტერნეტშიულე-ეინარ ბიორნდალენი197427 იანვარიბიატლონიზამთრის ოლიმპიური თამაშებინორვეგიანორვეგიელებინორვეგიული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

პომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიიგიწყალდიდობაჯუზეპე ვერდინიდერლანდებიკუნილინგუსიმსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითსაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტიაკაკი წერეთელისამცხე-ჯავახეთის მხარეევერესტითავისუფლების ქანდაკებავერცხლიკვიპროსილეონარდო და ვინჩისტეფანე მღებრიშვილიალექსანდრე I დიდიაზოტისამკურნალო მცენარეებიკახეთის აჯანყება (1812)ფრიდერიკ შოპენისაქართველოს თავდაცვის ძალებიმოლოტოვ-რიბენტროპის პაქტიტიციან ტაბიძეიალბუზიბაყაყიმილანიარაბთა დაპყრობითი ომებიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითფრანც შუბერტიYandexდიდი პარასკევისაჭმლის მომნელებელი სისტემააღმოსავლეთი საქართველოოპერაქრისტეფორე კოლუმბინაპოლეონის ომებივახტანგ VIთევზებიზუგდიდისალამურიკავკასიონიზვიად გამსახურდიაცხოველებიპირველი მსოფლიო ომიაუტიზმიჯიქიენერგიარესპუბლიკაჩრდილოეთი კორეაევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიგასტრიტიჟირაფისებრნისოციალიზმიბახტრიონი (პოემა)საქართველოზაფხულიპოლიტიკური გეოგრაფიაფესახიიუსტინიანე Iმცენარეებიიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიფოლკლორიდისლექსიაბელგიასაქართველოს პარლამენტიქვეწარმავლებიაშშ-ის სამოქალაქო ომითითაობარიონიინფორმაციანიუტონის კანონებინიკეის პირველი საეკლესიო კრებასაქართველოს ქალაქებიმონანიება (ფილმი)ქეთევან დედოფალიძველი საბერძნეთი🡆 More