ტუტე ლითონები

ტუტე ლითონები, ტუტე მეტალები — ელემენტთა პერიოდული სისტემის პიველი ჯგუფის ქიმიური ელემენტები.

მათში ერთიანდება: ლითიუმი (Li), ნატრიუმი (Na), კალიუმი (K), რუბიდიუმი (Rb), ცეზიუმი (Cs) და ფრანციუმი (Fr). ეს სახელწოდება მათ შესაბამისი ჰიდროქსიდების — ტუტეებიდან მიიღეს. მათი ჟანგვის ხარისხია +1. ახასიათებთ მსგავსი ფიზიკური და ქიმიური თვისებები (განსაკუთრებით K, Rb და Cs).

თვისებები

მათი გარე შრის აღნაგობა ერთნაირია (გარე შრეზე ერთი S ელექტრონია), ამიტომ ტუტე ლითონების თვისებები მსგავსია. მათ შეუძლიათ ადვილად გასცენ გარე შრის, ბირთვთან სუსტად დაკავშირებული ელექტრონი და წარმოქმნან მდგრადი კათიონები +1 ჟანგვის ხარისხით. ტუტე ლითონებისათვის დამახასიათებელი დაბალი ელექტროუარყოფითობა და მაღალი აღმდგენი თვისებები. მათ ახასიათებთ ბზინვარება, თბოგამტარობა, ელექტროგამტარობა და პლასტიკურობა.

ატომური რადიუსის გაზრდით იზრდება მათი სიმკვრივე, მაგრამ მცირდება ლღობის და დუღილის ტემპერატურები, რადგან იონთა რადიუსის გაზრდით სუსტდება ქიმიური ბმები და კრისტალები უფრო დაბალ ტემპერატურაზე ირღვევა.

ტუტე ლითონებისათვის დამახასიათებელი ალის შეფერადება წვისას, ალის ფერის მიხედვით შესაძლებელია მათი გამოცნობა: ნატრიუმი იძლევა ყვითელ, კალიუმი – იისფერ შეფერილობას და ა.შ. ტუტე ლითონების ოქსიდის ზოგადი ფორმულაა EշO ჰიდროქსიდისა (ტუტის) E-OH, წყალბადნაერთებისა კი – EH. წყალბადნაერთებს ჰიდრიდები ეწოდება. ტუტე ლითონთა წყალბადნაერთები – ჰიდრიდები თეთრი კრისტალური ნივთიერებებია ისინი ადვილად შედის წყალთან რეაქციაში შესაბამისი ტუტეების წარმოქმნით. მეტალთა იონების რადიუსის ზრდის გამო რიგში LiOH-NaOH-KOH-RbOH-CsOH ფუძე თვისებები თანდათან ძლიერდება.

ტუტე ლითონები მაღალი აქტიურობის გამო თავისუფალი სახით ბუნებაში არ გვხვდება. Na და K ბუნებაში გავრცელებულია მნიშვნელოვანი შენაერთების (NaCl, KCl, NaCl-KCl…) სახით. ჰაერზე ტუტე მეტალები სწრაფად იჟანგება, ამიტომ მათ ნავთში ინახავენ.

საერთო თვისებები

ტუტე ლითონები ბევრი საერთო თვისებით ხასიათდება:

  • დაბალ ტემპერატურაზე უერთდება ჟანგბადს. მიიღება შესაბამისი ოქსიდი: ტუტე ლითონები 
  • ოთახის ტემპერატურაზე ჟანგბადში წვის შედეგად წარმოქმნის პეროქსიდს: ტუტე ლითონები 
  • იწვის ქლორის არეში. წარმოიქმნება შესაბამისი მარილები – ქლორიდები: ტუტე ლითონები 
  • მაღალ ტემპერატურაზე ენერგიულად რეაგირეს გოგირდთან სულფიდების წარმოქმნით: ტუტე ლითონები 
  • აძევებს წყალბადს წყლიდან: ტუტე ლითონები 

რეაქციის შედეგად გამოიყოფა წყალბადი და ხსნარში მიიღება ტუტე.

გამოყენება

აქტიურობის გამო თავისუფალი სახით ტუტე ლითონების გამოყენება შეზღუდულია. ნატრიუმი და მისი შენადნობი კალიუმთან გამოიყენება როგორც სითბოგამტარი ბირთვულ დანადგარებში, ასევე მეტალოთერმიაში. Rb-სა და Cs-ს იყენებენ ფოტოელემენტებში. თანამედროვე მრეწველობასა და ტექნიკაში განსაკუთრებით გამოიყენება ლითიუმი და მისი ნაერთები: მეტალურგიაში, ავტომანქანების აკუმულატორებში, საცხებად, ატომურ ენერგეტიკაში და სხვა.

ლიტერატურა

Tags:

ტუტე ლითონები თვისებებიტუტე ლითონები საერთო თვისებებიტუტე ლითონები გამოყენებატუტე ლითონები ლიტერატურატუტე ლითონებიკალიუმილითიუმინატრიუმირუბიდიუმიფრანციუმიქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემაქიმიური ელემენტიცეზიუმი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

დოდო აბაშიძეანჯელინა ჯოლიარაპენეტრაციული სექსიპავლე ინგოროყვასაქართველოს სამოქალაქო ომიფეხბურთისოსო ჯაჭვლიანიგოლგოთაპოლიტიკური პარტიები საქართველოშიკათოლიციზმიპალესტინაათეიზმიპარიზინიკიტა ხრუშჩოვირუსეთიბელგიაMemento moriმშვილდოსანი (ასტროლოგია)საქართველოს ისტორიამარიამ ღვთისმშობელიმალდივის რესპუბლიკაერეკლე IIვასილ მჟავანაძევენდეტასაქართველოს კონსტიტუციაგელათის მონასტერიშიზოფრენიაემპათიასაქართველოს სახელმწიფო გერბიწითელამოსაზღვრე პიროვნების აშლილობაყირგიზეთიმარიამობაფარსმან II ქველიჩაქაფულიდაღესტანიმონაკოობობებიჩერნობილის კატასტროფაამსტერდამიძაღლიასტიგმატიზმინორვეგიასვანური ენაკვირაცხოვლობამოციქულთასწორი ელენედონ კიხოტიაფხაზებინაპოლეონ ბონაპარტიჰიურემ სულთანითბილისიღრიანკალი (ასტროლოგია)ევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითმცხეთის ჯვრის მონასტერისომხებისარკაზმისულთმოფენობაადამიანიგრიგოლ ხანძთელიხონივახტანგ I გორგასალიგერგეტის სამების ეკლესიასიონის ტაძარიანდრეა ჩუნდერლიკოვათბილისის ზღვავინსენტ ვან გოგიანალური სექსიიერუსალიმის სამეფოგაერთიანებული სამეფოწმინდა სამების საკათედრო ტაძარიქართული სამზარეულოვლადიმერ აფხაზავამორალინიკა გვარამიაჯაყოს ხიზნებილაშა ტალახაძედავით IV აღმაშენებელი🡆 More