ტრენტინო-ალტო-ადიჯე

ტრენტინო-ალტო-ადიჯე (იტალ.

მოიცავს ორ პროვინციას — ტრენტოს და სამხრეთ ტიროლს. იტალიის გაერთიანებამდე (1919) რეგიონი შედიოდა ავსტრია-უნგრეთისა და მისი წინამორბედების შემადგენლობაში: ჯერ ავსტრიის იმპერიის და შემდეგ საღვთო რომის იმპერიის. ავსტრიის შტატ ტიროლათან ერთად ის წარმოადგენს ევრორეგიონ ტიროლ-სამხრეთ ტიროლ-ტრენტოს.

იტალიის ავტონომიური რეგიონი
ტრენტინო-ალტო-ადიჯე
Trentino-Alto Adige
ტრენტინო-ალტო-ადიჯე
დროშა გერბი
ტრენტინო-ალტო-ადიჯე ტრენტინო-ალტო-ადიჯე

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
ადმ. ცენტრი ტრენტო
შიდა დაყოფა ბოლცანო (პროვინცია) და ტრენტოს პროვინცია
კოორდინატები 46°23′00″ ჩ. გ. 11°25′00″ ა. გ. / 46.38333° ჩ. გ. 11.41667° ა. გ. / 46.38333; 11.41667
მმართველი Maurizio Fugatti
ფართობი 13 607 კმ²
ოფიციალური ენა იტალიური ენა, გერმანული ენა და ლადინური ენა
მოსახლეობა 1 037 114 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 76,2 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა 93% იტალიელები
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
ოფიციალური საიტი regione.taa.it
ტრენტინო-ალტო-ადიჯე

რეგიონის ერთ-ერთ მთავარ თავისებურებას წარმოადგენს ის, გარემოება, რომ ეს ავტონომური რეგიონი თავის თავში მოიცავს ტრენტინოს და ბოლცანოს პროვინციებს, რომელთაც თავის მხვრივ ასევე გააჩნიათ ავტონომიური ხასიათი.

ტრენტინო-ალტო-ადიჯეს რეგიონული ორგანოები

საკანონმდებლო ორგანო

რეგიონის საკანონმდებლო ორგანოა რეგიონული პარლამენტი რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო უფლებამოსილებას რეგიონისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე და ასევე სხვა ფუნქციებს, რომელიც დადგენილია კონსტიტუციით, რეგიონის სტატუტითა და იტალიის რესპუბლიკის სხვა კანონებით.

რეგიონიული პარლამენტი შედგება ტრენტოს პროვინციის ლანდტაგის წევრებისა და ბოლცანოს პროვინციის ლანდტაგის წევრებისაგან. მის შემადგენლობაში 70 წევრია. მათ შორისაა 34 ტრენტოს ლანდტაგის წევრი, ტრენტოს პროვინციის პრეზიდენტი და ბოლცანოს ლანდტაგის 35 წევრი.

რეგიონული პარლამენტს ხელმძღვანელობს რეგიონული პარლამენტის პრეზიდენტი.

რეგიონული პარლამენტის პრეზიდენტს, ორ ვიცე-პრეზიდენტსა და მდივნებს თავის წევრთაგან ირჩევს რეგიონული პარლამენტი. პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტების უფლებამოსილების ვადა შეადგენს ორწელიწად ნახევარს. რეგიონული პარლამენტის საქმიანობის პირველი 30 თვის განმავლობაში პრეზიდენტი აირჩევა იტალიურ ენოვანი რეგიონული პარლამენტის წევრთაგან, ხოლო მომდევნო პერიოდის განმავლობაში გერმანულენოვანთაგან.

მთავრობა

რეგიონის აღმასრულებელი ორგანოა - რეგიონის მთავრობა. მთავრობას ხელმძღვანელობს პრეზიდენტი, რომელიც მთავრობის სხვა წევრებთან ერთად აირჩევა რეგიონის პარლამენტის მიერ ფარული კენჭისყრით ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით. რეგიონული მთავრობის (ჯუნტას) შემადგენლობა პროპორციული უნდა იყოს რეგიონულ პარლამენტში წარმოდგენილი ენობრივი ჯგუფების. ამასთან ერთი ვიცე-პრეზიდენტი უნდა განეკუთვნებოდეს იტალიურ ენაზე მოლაპარაკე ჯგუფს, ხოლო მეორე გერმანულ ენაზე მოლაპარაკეს.

პრეზიდენტი და რეგიონული მთავრობის წევრები თანამდებობაზე განმწესდებიან რეგიონული პარლამენტის უფლებამოსილების ვადით. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ ისინი ანხორციელებენ მხოლოდ მიმდინარე, გადაუდებელ ადმინისტრაციულ საქმიანობას, მანამდე სანამ ახალი რეგიონული პარლამენტის მიერ არ იქნება არჩეული ახალი პრეზიდენტი და მთავრობის ახალი წევრები.

ადმინისტრაციული დაყოფა

ტრენტინო-ალტო-ადიჯე 
ტრენტინო-ალტო-ადიჯეს პროვინციები

რეგიონი შედგება ორი პროვინციისაგან: იტალიურენოვანი ტრენტო და გერმანულენოვანი ბოლცანო (ბოლზენი). ეს უკანასკნელი ტიროლის ნაწილია, რომელიც 1919 წელს იტალიამ და ავსტრიამ გაიყვეს. ადიჯეს ხეობა მიემართება ალპებისაკენ, რომელიც ბრენერის უღელტეხილით უკავშირდება ავსტრიას.

პროვინცია ფართობი (კმ²) მოსახლეობა სიმჭიდროვე (ად./კმ²)
ტრენტო 6 207 518 966 83,6
სამხრეთ ტიროლი 7 400 498 280 67,3

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ტრენტინო-ალტო-ადიჯე ს რეგიონული ორგანოებიტრენტინო-ალტო-ადიჯე ადმინისტრაციული დაყოფატრენტინო-ალტო-ადიჯე იხილეთ აგრეთვეტრენტინო-ალტო-ადიჯე რესურსები ინტერნეტშიტრენტინო-ალტო-ადიჯე სქოლიოტრენტინო-ალტო-ადიჯეავსტრია-უნგრეთიავსტრიის იმპერიაგერმანული ენაიტალიაიტალიური ენასამხრეთ ტიროლისაღვთო რომის იმპერიატიროლიტრენტოს პროვინცია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ალაზანიზმნიზედავახტანგ VIჯაყოს ხიზნებიალპებისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაგიორგი ყიფშიძესაქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაორნელა მუტიმიხეილ ლომონოსოვიბგერარელიგიაბოშებიოლიმპიური თამაშებიგეორგიევსკის ტრაქტატიალავერდიხორვატიასოკრატეევროპა-აზიის საზღვარიასომთავრულიავსტრიაგერგეტის სამების ეკლესიასაქართველოს ქალაქებიარაბთა სახალიფოპოლიმერებიენცეფალოპათიალოცვა ეფრემ ასურისაარჩვიტუტე ლითონებიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებიპერსონალური კომპიუტერიფერნანდო მაგელანიცხრა ძმა ხერხეულიძექართლიგოდერძის ნამარხი ტყესაქართველოს დემოგრაფიამონა ლიზაპლანეტაკონსტანტინოპოლიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითთბილისის ბოტანიკური ბაღიეთიოპიამიტოზიბუდაპეშტი26 აპრილივენერარელიგია საქართველოშისაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტიმერკურისელჩუკთა სახელმწიფოჰაერიგონიოს ციხეერთა ლიგასომხური სამოციქულო ეკლესიადავით VII ულუმონღოლთა ბატონობა საქართველოშიკილომეტრიამერიგო ვესპუჩიმიწისძვრანარიყალაიაკობ გოგებაშვილიქეთო და კოტე (ოპერა)მერწყულიიგავ-არაკიიაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმიგიორგი ლეონიძეძაღლირუსული დამწერლობასაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიპითაგორას თეორემალიბერალიზმი საქართველოშისალომე ზურაბიშვილივენის კონგრესიმუნისულხან-საბა ორბელიანიჰარი პოტერიაჭარა🡆 More