ქვეყნის დანაყოფი ტერიტორია

ტერიტორია — ერთი სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ მყოფი ადმინისტრაციული ერთეული.

ქვეყნების უმრავლესობაში ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორია წარმოადგენს ორგანიზებულ ნაწილს, რომელიც იმყოფება ქვეყნის კონტროლ ქვეშ, მაგრამ არ გადაიზარდა, ან შესულია ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში, რომელსაც აქვს თანაბარი სტატუსი სხვა პოლიტიკურ ერთეულებთან, რომლებსაც ხშირად ეწოდებათ ისეთი ადმინისტრაციული ტერმინები, როგორებიცაა "პროვინცია" ან "შტატი". საერთაშორისო პოლიტიკაში, არასუვერენული გეოგრაფიული ზონის ტერიტორიალურ დანაყოფებს, რომლებიც იმყოფებიან სხვა სახელმწიფოების კონტროლ ქვეშ და არ აქვთ მინიჭებული თვითმმართველობის უფლებამოსილება, როგორც წესი, წარმოადგენენ მეორე დონის ადმინისტრაციულ ერთეულებს; ან ორივეს.

ეტიმოლოგია

სიტყვა ტერიტორია წარმოდგება პროტო-ინდო-ევროპული ფუძე ters-დან (სიმშრალე). აქედან წარმოიშვა ლათინური სიტყვა terra (დედამიწა, მიწა) და გვიანდელი ლათინური ტერმინი territorium (ქალაქის ირგვლივ მყოფი მიწა).

ტიპები

ქვეყნის დანაყოფების ტერიტორიების ტიპები მიოცავენ:

დედაქალაქის ტერიტორია

დედაქალაქის ტერიტორია ან დედაქალაქის ფედერალური ტერიტორია — სპეციალურად გამოყოფილი ტერიტორია, სადაც მდებარეობენ ქვეყნების სამთავრობო რეზიდენციები. სახელმწიფო წყობის ფედერაციული მოდელის დროს არც ერთ შტატს ან ტერიტორიულ ერთეულს არ უკავია უპირატესი ადგილი, რადგანაც დედაქალაქი მდებარეობს მის საზღვრებში. დედაქალაქის ტერიტორია შეიძლება წარმოადგენდეს ფედერალური ოლქის ერთ-ერთ კონკრეტულ ფორმას.

დამოკიდებული ტერიტორია

დამოკიდებული ტერიტორია — ადმინისტრაციული ტერიტორია, რომელიც არ არის დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო, მაგრამ პოლიტიკურად რჩება სახელმწიფოებრივ წარმონაქმნად. დღეისათვის ყველა დამოკიდებული ტერიტორია ან ზღვისიქითა ტერიტორია, ან არასუვერენული ასოცირებული სახელმწიფოა. დღეისათვის მხოლოდ 4 ქვეყანა ფლობს დამოკიდებულ ტერიტორიებს: დიდი ბრიტანეთი, ახალი ზელანდია, ნორვეგია და აშშ.

ფედერალური ტერიტორია

ფედერალური ტერიტორია — ადმინისტრაციული ტერიტორია, რომელიც არ შედის ფედერაციული სახელმწიფოს არც ერთ შემადგენელ სუბიექტში და პირდაპირ ექვემდებარება ფედერაციის ცენტრალურ ხელისუფლებას.

ფედერალური ტერიტორიები მოიცავს:

ზღვისიქითა ტერიტორია

ზღვისიქითა ტერიტორია — მეტროპოლიიდან შორს მყოფი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ფართე გაგებით, რომელიც მის მიერ იმართება ოკეანის გაღმიდან. ზღვისიქითა ტერიტორია შეიძლება იყოს ქვეყნის შემადგენელი ნაწილი ან დამოკიდებული ტერიტორია.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ქვეყნის დანაყოფი ტერიტორია ეტიმოლოგიაქვეყნის დანაყოფი ტერიტორია ტიპებიქვეყნის დანაყოფი ტერიტორია რესურსები ინტერნეტშიქვეყნის დანაყოფი ტერიტორია სქოლიოქვეყნის დანაყოფი ტერიტორიაგეოგრაფიაიურისდიქციასაერთაშორისო ურთიერთობებისახელმწიფოსუვერენიტეტიქვეყანა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სუდანილონდონიაპენდიციტიზვიად გამსახურდიაიმპოტენციაკანადავენაფერნანდო მაგელანიძაღლიიალბუზიმსოფლიოს ქვეყნები მოსახლეობის მიხედვით (2005)ბორჯღალაპერსონალური კომპიუტერინიკო ფიროსმანიჯიქიტუპაკ შაკურიაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიაენგურიმარტვილიქანი (გეოლოგია)არსებითი სახელიალექსანდრე ჭიკაიძეიმერეთიდედოფალა27ათონის ივერთა მონასტერისეფსისიამაღლებათენგიზ აბულაძეშფოთვითი აშლილობებიდემოკრატიათევზები (ასტროლოგია)ჯონჯოლიაბრეშუმის დიდი გზაკეთილშობილი ირემიუეფა-ს ჩემპიონთა ლიგაჰიროსიმისა და ნაგასაკის ატომური დაბომბვაქალთა წინადაცვეთათეიმურაზ Iწიგნი სიბრძნე სიცრუისამეორე მსოფლიო ომიტერენტი გრანელისაქართველოს სამხედრო წოდებებინეკერჩხალილიტრითბილისის ზღვადიდი პანდაჰემანგიომააფხაზებიმწერებიკუთხემერწყულიჩარლი ჩაპლინინატურალური რიცხვიფიზიკაარქეოლოგიასამეგრელოეგრისის სამეფოგურამ დოჩანაშვილიბრაზილიარუსუდანიიაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმიშუშანიკის წამებასაქართველოს თავდაცვის ძალებისუნთქვანაციონალიზმიმსოფლიოს შვიდი საოცრებასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეკუებისაბჭოთა ცენტრალური აზიავიეტნამისტიგმამზეუნგრეთილეონიდ ბრეჟნევიგიორგი III (საქართველოს მეფე)რომის იმპერიაკაპიტალიზმი🡆 More