ტანსაცმელი

ტანსაცმელი — სხეულის ხელოვნური საფარველი, რომლის ფორმებს განსაზღვრავს ეთნიკური ნორმები და ეკოლოგიური პირობები, სამეურნეო მდგომარეობა და ხალხთა შორის კულტურულ-ისტორიული კავშირი.

ქვის ხანაში ადამიანმა ისწავლა ტყავის დამუშავება, ნაჭრების ერთმანეთზე გადაბმის ხერხი, უფრო გვიან აითვისა ქსოვის ტექნიკა.

ტანსაცმელი

ტანსაცმლის პირველყოფილი სახეა შეუკერავი ტანსაცმელი — მოსასხამები და სხეულის გარკვეული ნაწილების დასაფარავი ნაჭრები. პირველიდან განვითარდა სამხრე, მეორიდან — წელსქვედა სამოსელი. ფეხის უმარტივესი საფარავი საფუძვლად დაედო ფეხსაცმლის ფორმებს.

ტანსაცმლის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა კლიმატურმა პირობებმა. ტროპიკულ ქვეყნებში დამკვიდრდა ტეძოზე შემოსახვევი სამოსელი, ცივსა და არქტიკულ ქვეყნებში — ბეწვის ტანსაცმელი.

საზოგადოების განვითარების გარკვეულ ეტაპზე ერთმანეთს გაემიჯნა ქალისა და მამაკაცის, გათხოვილი და გაუთხოვარი ქალის, ყოველდღიური და სადღესასწაულო, რიტუალური, საქორწილო, სამგლოვიარო და სხვა ტანსაცმელი. გაჩნდა ტანსაცმლის პროფესიული და კლასობრივი სახეები. ძვ. ხალხებიდან სიშიშვლეს მხოლოდ ბერძნები არ ერიდებოდნენ, მაგრამ ბერძნულ გემოვნებას ბრძოლა გამოუცხადა ქრისტიანობამ, ბიზანტიაში დაიწყეს მძიმე ქსოვილისაგან შეკერილი სამოსლის ტარება, რომელშიც ადამიანის სხეული გაუჩინარდა. სხეულის წარმომჩენი სამოსელი უფრო მოგვიანებით გაჩნდა ევროპის ხალხებში, რასაც საფუძვლად დაედო ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან წამოსული ელემენტები — შარვალი და ხალათი.

რესურსები ინტერნეტში

Tags:

სხეული

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

პრაღასინონიმებიგულიტერორიზმიზუგდიდირუსული დამწერლობამერკურიანტონიმისტუმარ-მასპინძელიზოდიაქოკონსტიტუციაჰიპოთეზაგველებინიუტონის კანონებითამარ მეფეხინკალიბიშკეკიენგურის ჰიდროელექტროსადგურისაჰარაყივანახველამართლმადიდებლობაშვედეთიპაბლო პიკასოპაოლო იაშვილიუდაბნონიკოლოზ ბარათაშვილიმთაწმინდააშშ-ის პრეზიდენტების სიააშშ-ის სამოქალაქო ომიქართლის გაქრისტიანებაპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშისკოლაემპათიამცხეთადემოკრატიაალბერტ აინშტაინიბიძინა ჩოლოყაშვილიზაქარია ფალიაშვილიარსებითი სახელიგერმანიათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიწყნარი ოკეანემართკუთხედიფარნავაზ Iმიგრაციაევროკავშირის წევრი სახელმწიფოებითავისუფლების ქანდაკებაწმინდა გიორგიმწერებირომანტიზმისაქართველოს პრეზიდენტისაქართველოს დემოგრაფიავაჟა მარგველაშვილიეპითეტიდისიდენტიანტიკური ხანასაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიკონტინენტიფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიაბიპოლარული აშლილობაადამიანისპილოსებრნიმაგნიუმიკონცეფციანიკო ფიროსმანიფშავისერგო ორჯონიკიძეწმინდა სამების საკათედრო ტაძარიბუდაპეშტიკარლეს პუჩდემონისვანეთიგიორგი სააკაძეკლიმატის ცვლილებარელიეფის ფორმებიდიდი პარასკევიწითელაუკრაინასაქართველო IX-X საუკუნეებში🡆 More