სპექტრული კლასი

სპექტრული კლასები — ვარსკვლავთა კლასიფიკაცია მათი გამოსხივების სპექტრის, უპირველეს ყოვლისა ფოტოსფეროს ტემპერატურით.

სპექტრული კლასი
მორგან-კინანის სპექტრული კლასიფიკაცია

დაწყებით მიახლოვებიასას ვარსკვლავის გამოსხივების სპექტრი აბსოლუტურად შავი სხეულის გამოსხივებას უახლოვდება, რომლის ტემპერატურა მისი ფოტოსფეროს ტემპერატურას უდრის. იგი შეიძლება შევაფასოთ ვინის ძვრის კანონის მეშვეობით, მაგრამ ეს მეთოდი ვერ გამოდგება დაშორებული ვარსკვლავებისთვის. უფრო ზუსტ მეთოდს ოპტიკური სპექტროსკოპია წარმოადგენს რომლის სპექტრებში შეგვიძლია შთანთქვის ზოლების ხილვა, რომლებსაც განსხვავებული ინტენსივობა გააჩნიათ ვარსკვლავის ტიპის და ტემპერატურასთან დაკავშირებით.

ძირითადი (ჰარვარდის) სპექტრული კლასიფიკაცია

ვარსკვლავთა თანამედროვე (ჰარვარდის) სპექტრული კლასიფიკაცია დამუშავდა ჰარვარდის უნივერსიტეტის ობსერვატორიაში 1890 - 1924 წლებში და ტემპერატურულ კლასიფიკაციას წარმოადგენს, რომელიც დაფუძვნებულია ვარსკვლავთა სპექტრების დასხივებასა და შთანთქმის ფარდობითობას.

ვარსკვლავთა ძირითადი (ჰარვარდის) სპექტრული კლასიფიკაცია
კლასი ტემპერატურა,
K
ნამდვილი ფერი ხილვადი ფერი მასა,
M
რადიუსი,
R
ნათება,
L
წყალბადის ხაზები წილი მთავარ რიგში,
%
O 30 000—60 000 ცისფერი ცისფერი 60 15 1 400 000 სუსტი ~0,00003
B 10 000—30 000 თეთრ-ცისფერი თეთრ-ცისფერი და თეთრი 18 7 20 000 საშუალო 0,13
A 7500—10 000 თეთრი თეთრი 3,1 2,1 80 ძლიერი 0,6
F 6000—7500 ყვითელ-თეთრი თეთრი 1,7 1,3 6 საშუალო 3
G 5000—6000 ყვითელი ყვითელი 1,1 1,1 1,2 სუსტი 8
K 3500—5000 ფორთოხლისფერი ყვითელ-ფორთოხლისფერი 0,8 0,9 0,4 ძალიან სუსტი 13
M 2000—3500 წითელი ფორთოხლისფერ-წითელი 0,3 0,4 0,04 ძალიან სუსტი > 78
სპექტრული კლასი 
სპექტრული კლასი — ნათების დიაგრამა (ჰერცშპრუნგ — რასელის დიაგრამა)

კლასის შიგნით ვარსკვლავები ქვეკლასებად იყოფა 0 (ყველაზე ცხელი) — 9 (ყველაზე ცივი). მზეს გააჩნია თავისი G2 კლასი და ფოტოსფეროს ტემპერატურა 5780 K. ექვივალენტია.

იერკის კლასიფიკაცია ნათების ჩათვლით (МКК)

სპექტრის სახეს განაპირობებს ვარსკვლავის გარე ზედაპირის სიმკვრივე, რომელიც თავის მხრივ დამოკიდებულია მისი მასასა და სიმკვრივეზე, და საბოლოო ჯამში ნათებაზე. ნათებაზე ძლიერ დამოკიდებული არიან SrII, BaII, FeII, TiII რაც გიგანტ და ჯუჯა ვარსკვლავებში სხვაობას იწვევს.

სპექტრის და ნათების დამოკიდებულება ასახულია უფრო ახალ იერკის კლასიფიკაციაში, რომელიც იერკის ობსერვატორიაში დაამუშავეს რომელსაც აგრეთვე МКК უწოდებენ (მის ავტორთა ინიციალებიდან (მორგან, უილიამი, კიკან, ფილიპე, კელმანი, ედეტი)).

ამ სპეციფიკაციის შესაბამისად ვარსკვლავს ჰარვარდის სპექტრული კლასი და ნათების კლასი ენიჭება.

  • I — ზეგიგანტები
  • II — კაშკაშა გიგანტები
  • III — გიგანტები
  • IV — სუბგიგანტები
  • V — ჯუჯები (მთავარი მწკრივიდან)
  • VI — სუბჯუჯები
  • VII — თეთრი ჯუჯები

ესეიგი თუ ჰარვარდის კლასიფიკაცია განსაზღვრავს აბსცისას ჰერცშპრუნგ - რასელის დიაგრამაზე, იერკის კი მდებარეობას ამ დიაგრამაზე. იერკის კლასიფიკაციის დამატებით უპირატრსობად ითვლება ვარსკვლავის სპექტრის სახეობით შეაფასოთ მისი ნათება და შესაბამისად მის ხილვად ზომით - მანძილი (სპექტრული პარალაქსის მეთოდით).

მზეს, როგორც ყვითელი ჯუჯა, G2V იერკის სპექტრული კლასი გააჩნია.

დამატებითი სპექტრული კლასები

აგრეთვე ზოგიერთ სხეულებისთვის განასხვავებენ დამატებით სპექტრულ კლასებს:

  • W — ვოლფ - რაიეს ვარსკვლავები, ძალიან მძიმე და კაშკაშა ვარსკვლავები რომელთა ტემპერატურა 70000 K აღწევს და სპექტრებში ინტენსიური ემისიური ხაზებით გამოირჩევა.
  • L — ვარსკვლავები ან ყავისფერი ჯუჯები 1500—2000 K ტემპერატურით და მეტალების შენაერთებებით ატმოსფეროში.
  • T — მეთანის ყავისფერი ჯუჯები 700-1500 K. ტემპერატურით.
  • Y — ძალიან ცივი ყავისფერი ჯუჯები 700 K. ნაკლები ტემპერატურით.
  • C — ნახშიროვანი ვარსკვლავები, გიგანტები ნახშირის მაღალი შემცველობით. ადრე R და N კლასებს ეკუთვნოდენ.
  • Sცირკონის ვარსკვლავები
  • Dთეთრი ჯუჯები
  • Q — ახალი ვარსკვლავები
  • P — პლანეტარული ნისლიანობები

მახასიათებლები კლასში

ზოგიერთ ობიექტებს აღენიშნება დამატებითი განხვავებები სპექტრში. რომ აღინიშნოს ეს განსხვავებები ემატება პრეფიქსები ან პოსტფიქსები.

  • c — ღრმა ვიწრო ხაზები
  • d — ჯუჯა
  • e — ემისია (წყალბადის ემისია O-ვარსკვლავებში)
  • em — ემისია მეტალთა ზოლებში
  • ep — პეკულარული ემისია
  • eq — ემისია უფრო მოკლე ტალღაზე
  • f — ჰელიუმის და ნეონის ემისია O-ვარსკვლავებში
  • g — გიგანტი
  • k — ვარსკვლავთაშორისი ხაზები
  • m — მეტალთა ძლიერი ხაზები
  • n — დიფუზური ხაზები
  • nn — ძალიან გათხაპნილი დიფუზური ხაზები
  • p — პეკულაზული სპექტრი
  • s — სწრაფი ხაზები
  • sd — სუბჯუჯა
  • wdთეთრი ჯუჯა
  • wk — სუსტი ხაზები

მნემონიკა

ჰარვარდის კლასიფიკაციის ძირითადი თანმიმდევრობის დასამახსოვრებლად არსებობს მნემონიკური ფორმულები:

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

Tags:

სპექტრული კლასი ძირითადი (ჰარვარდის) ფიკაციასპექტრული კლასი იერკის კლასიფიკაცია ნათების ჩათვლით (МКК)სპექტრული კლასი დამატებითი სპექტრული კლასებისპექტრული კლასი მახასიათებლები კლასშისპექტრული კლასი მნემონიკასპექტრული კლასი ლიტერატურასპექტრული კლასი რესურსები ინტერნეტშისპექტრული კლასისპექტრიფოტოსფერო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ფრინველები69 (სექსუალური პოზა)ჩრდილოეთი ამერიკაბაბუაწვერასისხლის მიმოქცევის სისტემაევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისაქართველოს დემოგრაფიაპოლონეთიდიდი სამამულო ომიკურდღელიბაგრატ III (საქართველოს მეფე)ადამიანიფელაციანაპოლეონის ომებისაქართველოს დაცული ტერიტორიებიაკაკი წერეთელიმზის სისტემაr1841ებრაელებიგურიაჭიამაიასებრნიიგიპრაღაფოტოსინთეზიასტრიდ ლინდგრენიპერსონალური კომპიუტერიქართლის ცხოვრებაალპებიჭიანჭველასებრნისიმონ Iივანე მაჩაბელიაბრეშუმის დიდი გზარიონიოქროს საწმისიენერგია1832 წლის შეთქმულებაელდარის დაბლობიევროპის საბჭოაპენდიციტიიტალიასინონიმებინიკო ნიკოლაძეავსტრიავერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)ავსტრალია (კონტინენტი)კონსტანტინე გამსახურდიაჩრდილოეთი კორეათახვისაქართველო IV საუკუნეშისაჭმლის მომნელებელი სისტემასაქართველოს მთებიმღრღნელებიჩუტყვავილაქანი (გეოლოგია)სავანაენგურის ჰიდროელექტროსადგურითავისუფლების მოედანი (თბილისი)ჰექტარივენანიდერლანდები26 აპრილიენცეფალოპათიასაქართველოს ოქროს ხანაწმინდა გიორგითორნიკე ერისთავიხაჭაპურითბილისის ბოტანიკური ბაღისაქართველომალდივის რესპუბლიკაშინაური ძაღლიზევსიმხედრიონიჰიდრავლიკაჰოლოკოსტიმაიმუნებიარაპენეტრაციული სექსისერგო ორჯონიკიძე🡆 More