სომხეთის დროშა

სომხეთის დროშა (სომხ.

შედგება თანაბარი ზომის სამი ჰორიზონტალური წითელი (ზედა), ლურჯი (შუა) და ნარინჯისფერი (ქვედა) ზოლისაგან. მიღებულია 1990 წლის 24 აგვისტოს სომხეთის უზენაესი საბჭოს მიერ. 2006 წლის 15 ივნისს სომხეთის ეროვნულმა კრებამ დაამტკიცა კანონი სომხეთის მთავრობის მიერ დროშის გამოყენების შესახებ.

სომხეთის დროშა
სომხეთი
სომხეთის დროშა
მიღებულია 24 აგვისტო, 1990
პროპორცია 1:2
დროშის ავტორი სტეპან მალხასიანცი
კომპიუტერული
დიზაინი
სომხეთის დროშა წარმოადგენს მართკუთხა ქსოვილს, რომელიც შედგება სამი თანაბარი ზომის, ჰორიზონტალური, წითელი, ლურჯი და ნარინჯისფერი (უწოდებენ „გარგრისფერსაც”) ზოლებისაგან

ისტორიის მანძილზე არსებობდა სომხეთის დროშის მრავალი ვარიანტი. ანტიკურ ხანაში, სომხური დინასტიები იყენებდნენ სხვადასხვა სიმბოლური ცხოველების გამოსახულებიან დროშებს. XX საუკუნეში საბჭოური დროშების ერთ-ერთ ვერსიას წარმოადგენს სომხეთის სსრ-ის დროშა.

სომხეთის დროშის ფერების სიმბოლური მნიშვნელობის შესახებ არსებობს განსხვავებული მოსაზრებები. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, წითელი წარმოადგენს 1,5 მილიონი სომეხის დაღვრილ სისხლს, ლურჯი აღნიშნავს სომხეთის სუფთა ცას, ხოლო ნარინჯისფერი — ქვეყნის გამბედაობას.

სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით, ოფიციალურად, ფერების სიმბოლური მნიშვნელობა შემდეგნაირია:

წითელი წარმოადგენს სომეხი ხალხის უწყვეტ ბრძოლას გადარჩენის, ქრისტიანული რწმენისა და სამშობლოს თავისუფლების დაცვისათვის. ლურჯი გამოხატავს სომეხი ხალხის სურვილს მშვიდობიანად იცხოვრონ სომხეთის ცის ქვეშ, ნარინჯისფერი კი — სომეხი ხალხის შემოქმედებით ნიჭსა და შრომისმოყვარე ბუნებას.

ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დროშა

სომხეთის დროშა 
ადფრ-ის დროშა
სომხეთის დროშა 
სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა. პროპორციებით 2:3. 1918-1922
სომხეთის დროშა 
ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის დროშა. 1922-1936

1918 წლის 22 აპრილს რუსეთისაგან გამოყოფის შემდეგ საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა შექმნეს ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა, რომელმაც ერთ თვეზე ცოტა მეტ ხანს იარსება და დაიშალა მას შემდეგ, რაც 1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. სომხეთმა და აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა 28 მაისს გამოაცხადეს. ზოგი ისტორიკოსი ვარაუდობს, რომ ადფრ-ს დროშის ფერები გერმანის დროშიდან იყო აღებული, თუმცა ამ შემთხვევაში თანმიმდევრობა განსხვავებული იყო. ადფრ-ის დროშა 1918 წლის აპრილ-მაისში ფედერაციაში შემავალი თითოეული ქვეყნისათვის სახელმწიფო სიმბოლოს წარმოადგენდა.

სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ სომხეთის დემოკრატიულ რესპუბლიკაში მიღებულ იქნა თანამედროვე სამფეროვანი დროშა. სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა თითქმის არ განსხვავდებოდა თანამედროვე დროშისაგან. პრაქტიკულად ერთადერთი განსხვავება მათ შორის პროპორციებია (სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშის პროპორციები იყო 2:3, თანამედროვე დროშისა კი — 1:2-ია). ეს დროშა გაუქმდა 1922 წელს, მას შემდეგ, რაც სომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანი ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენლობაში შევიდნენ.

ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის დროშა

1922 წელს შეიქმნა ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა, რომელშიც სომხეთი საქართველოსა და აზერბაიჯანთან ერთად გაერთიანდა. შეიქმნა ახალი საბჭოური დროშა, რომელიც 1936 წლამდე (ასფსრ-ის გაუქმებამდე) სამივე ქვეყნისათვის სახელმწიფო სიმბოლოს წარმოადგენდა. დროშა წარმოადგენდა წითელ ფონზე გამოსახულ ოქროსფერ ხუთქიმიან ვარსკვლავსა (რომელშიც გამოსახული იყო ოქროსფერი ნამგალი და ურო) და რესპუბლიკის აბრევიატურას — «ЗСФСР».

სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დროშები

სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის პირველი დროშა, რომელიც მიიღეს 1920 წელს, წარმოადგენდა წითელ მართკუთხა ქსოვილს, რომლის ზედა მარცხენა კუთხეში გამოსახული იყო სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ინიციალები სომხური დამწერლობით — «ՀԽՍՀ». 1937 წელს დროშაზე დაამატეს ნამგლისა და უროს გამოსახულება. 1940 წელს ინიციალები აღმოსავლეთ სომხური დიალექტის მიხედვით შეცვალეს.

სომხეთის სსრ-ის დროშამ საბოლოო სახე 1952 წელს მიიღო. დროშიდან ინიციალები ამოიღეს და ლურჯი ზოლი დაამატეს ოქროსფერ ვარსკვლავთან ერთად. ეს დროშა 1990 წლამდე გამოიყენებოდა, სანამ სომხეთის უზენაესმა საბჭომ სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა არ აღადგინა.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

სომხეთის დროშა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დროშასომხეთის დროშა სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშასომხეთის დროშა ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის დროშასომხეთის დროშა სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დროშებისომხეთის დროშა იხილეთ აგრეთვესომხეთის დროშა რესურსები ინტერნეტშისომხეთის დროშა სქოლიოსომხეთის დროშა15 ივნისი1990200624 აგვისტოსომხეთისომხეთის გერბისომხეთის სახელმწიფო ჰიმნისომხური ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ელდარის დაბლობისაქართველოს გეოგრაფიაელექტრობათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრირუსეთითავისუფლების ქანდაკებამუნიოქროს კვეთააფხაზეთის ომი (1992-1993)მანგლისიმეწყერიტაო-კლარჯეთიაბრეშუმის ჭიაფსორიაზიქართლის გაქრისტიანებაკანადაკაცია-ადამიანი?!მჟავური წვიმავარდისილიციუმითვითმმართველობანარიყალამართლმადიდებლობაგიორგი ნიკოლაძეგამარჯვების დღეაზოტრეფიკინგიქართული ხალხური ცეკვებიგაერთიანებული სამეფოანდაზაადამიანის ჩონჩხიკონტინენტიგიორგობაჭიამაიასებრნირუსუდანიბუდაპეშტიეზიდებიიალბუზიგაპიროვნებაკენგურუებიიულიუს კეისარისიმძლავრეფობიების სიაკვიპროსიმეგობრობამზის სისტემაიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშიკონსერვატიზმითბილისური ეზოანანურის ციხეკავკასიასაქართველოს ფრინველთა სიასულეიმან Iალკანიამბროსი (კათოლიკოს-პატრიარქი)ინტერნეტითბილისიეგვიპტის პირამიდებიბაბუაწვერაზედსართავი სახელიკრწანისის ბრძოლამარქსიზმიზმნიზედაC ჰეპატიტინიკო ბაგრატიონიქვეშეთინიკორწმინდის ტაძარიკუბური მეტრიძაღლიკულტურანიკო ფიროსმანიისრაელიბაქტერიებილიბერალიზმინილოსინიკოლა ტესლადაღესტანი🡆 More