სოლაპური

სოლაპური (ინგლ.

სოლაპური მუმბაის, პუნის, ბანგალორსა და ჰაიდარაბადს შორის მთავარ მაგისტრალსა და სარკინიგზო მარშრუტზე მდებარეობს, ხოლო დამატებითი ხაზით მეზობელი კარნატაკის შტატის ქალაქებს, კალაბურაგსა და ვიჯაიაპურას უკავშირდება. სოლაპურის საერთაშორისო აეროპორტი მშენებლობის პროცესშია. იგი მეშვიდე უდიდესი მეტროპოლიური ურბანული აგლომერაცია და მე-11 ყველაზე დასახლებული ქალაქია მაჰარაშტრაში. სოლაპური სიდიდით 43-ე ურბანული აგლომერაცია და მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით 49-ე ქალაქია ინდოეთის მასშტაბით.

დასახლებული პუნქტი
სოლაპური
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
კოორდინატები 17°40′17″ ჩ. გ. 75°54′37″ ა. გ. / 17.6715194° ჩ. გ. 75.9104389° ა. გ. / 17.6715194; 75.9104389
ფართობი 180.67 კმ²
ცენტრის სიმაღლე 457±1 მეტრი
მოსახლეობა 951 558
სასაათო სარტყელი UTC+05:30
სატელეფონო კოდი 217
საფოსტო ინდექსი 413001
სოლაპური — ინდოეთი
სოლაპური

მაჰარაშტრის მასშტაბით, სოლაპური წამყვანია ბიდის წარმოების მხრივ. სოლაპურის საბანი და პირსახოცი არა მხოლოდ ინდოეთში, არამედ მსოფლიო მასშტაბითაა ცნობილი, თუმცა ხარისხთან დაკავშირებული პრობლემების გამო ექსპორტის მაჩვენებლები შემცირებულია. სოლაპურის საბანი პირველი პროდუქტია მაჰარაშტრაში, რომელსაც გეოგრაფიული ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი იარლიყი აქვს. სოლაპურის რაიონში ბროწეულის ფართომასშტაბიანი წარმოება მიმდინარეობს და აქვე მდებარეობს ინდოეთის ბროწეულის ეროვნული კვლევითი ცენტრი.

1992 წელს სოლაპურის მუნიციპალურ კორპორაციას გარეუბნები შეუერთდა და 300 კმ² მოიცვა. ქალაქში მდებარეობს დიდი ინდური სავათის თავშესაფარი.

გეოგრაფია

სოლაპური 
სოლაპურის რაიონის თეჰსილები. ჩრდილოეთი და სამხრეთი თეჰსილები ქალაქს წარმოქმნის.

სოლაპურის გეოგრაფიული კოორდინატებია: ჩრდ. განედი 17.68° და აღმ. გრძედი 75.92°. ქალაქის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 458 მეტრის ტოლია. ჩრდილოეთიდან აჰმედნაგარის რაიონი ესაზღვრება, ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ― ოსმანაბადის რაიონი, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ― კალაბურაგის რაიონი, სამხრეთიდან ― ბიჯაპურის რაიონი, სამხრეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან ― სანგლის რაიონი, დასავლეთიდან ― სატარის რაიონი, ხოლო ჩრდილო-დასავლეთიდან ― პუნის რაიონი.

სოლაპური მაჰარაშტრის შტატის დედაქალაქ მუმბაიდან დაახლოებით 410 კმ-ითაა დაშორებული, პუნიდან ― 245 კმ-ით, ხოლო ჰაიდარაბადიდან ― 305 კმ-ით. სოლაპური დეკანის ზეგანზე მდებარეობს.

კლიმატი

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით სოლაპური არიდულ და ნახევრად არიდულ კლიმატურ სარტყელშია მოქცეული. ქალაქის კლიმატში სამი სეზონი გამოიყოფა: ზაფხული, მუსონები და ზამთარი. ტიპური ზაფხული მარტიდან მაისამდე გრძელდება. მაქსიმალური ტემპერატურა 30-დან 45 °C-მდე (86-დან 113 °F-მდე) მერყეობს. ყველაზე თბილი თვეებია აპრილი და მაისი. მაქსიმალური ტემპერატურა 40 °C (104 °F) ან მეტია. უმაღლესი ტემპერატურა, 46.0 °C (114.8 °F), 1988 წლის მაისში დაფიქსირდა. მართალია, ზაფხული მაისის ბოლომდე არ მთავრდება და ზოგჯერ ივნისის დასაწყისამდე გრძელდება, მაგრამ ქალაქში მაისში ხშირია ჭექა-ქუხილი (თუმცა ტენიანობის მაჩვენებელი მაღალია). მუსონები ივნისიდან სექტემბრის ბოლომდე გრძელდება და ნალექიანობის ზომიერი მაჩვენებლით ხასიათდება. საშუალო წლიური ნალექიანობის მაჩვენებელი 545 მმ-ია. ზამთარი ნოემბერში იწყება და თებერვლის ბოლომდე გრძელდება. ტემპერატურა ზოგჯერ შეიძლება 10 °C-ზე (50 °F) დაბლა დაეცეს. სოლაპური კილარის (ლატურის რაიონი) სეისმურად აქტიურ ზონასთან ძალიან ახლოს მდებარეობს.

ჰავის მონაცემები — სოლაპური
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 36.7 39.4 43.9 44.7 46.0 45.6 38.9 40.0 38.0 38.5 36.1 35.2 46.0
საშუალო მაღალი °C 31.3 34.2 37.7 40.1 40.2 34.9 31.9 31.2 31.9 32.7 31.8 30.8 34.1
საშუალო დაბალი °C 16.3 18.1 21.7 24.6 25.1 23.4 22.5 22.0 21.9 20.7 18.1 15.8 20.8
რეკორდულად დაბალი °C 4.4 6.1 12.2 13.9 16.1 17.2 16.7 15.0 15.9 12.4 7.8 6.7 4.4
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) 6.0 2.3 7.9 14.8 33.4 120.4 121.0 134.0 177.0 96.2 22.4 7.0 742.5
წვიმიანი დღეები საშუალოდ 0.4 0.3 0.7 1.4 2.7 7.2 8.0 8.7 9.0 5.1 1.4 0.5 45.4
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) ) 31 26 23 23 27 49 58 58 53 42 36 34 38
წყარო: India Meteorological Department

დემოგრაფია

სოლაპური 
კამბარის ტბა სოლაპურში

2011 წლის სოლაპურის აღწერის მიხედვით, სოლაპურის მოსახლეობა 951 118 ადამიანს (482 194 კაცი და 468 924 ქალი) შეადგენს. ამავე წლის მონაცემებით, სოლაპურის რაიონის მოსახლეობის 73.13% მარათულ ენაზე საუბრობს, 9.28% ― კანადაზე, 6.47% ― ჰინდიზე, 4.49% ― ტელუგუზე, ხოლო 3.94% ― ურდუზე. 2012 წლის მონაცემებით, გარეუბნების ჩათვლით, სოლაპურის მოსახლეობა 1 250 000 ადამიანს უდრის.

2011 წლის მონაცემებით, 710 180-მა ადამიანმა იცის წერა-კითხვა, რომელთაგან 390 335 კაცია, 319 845 კი ― ქალი. ქალაქის მოსახლეობის 83.88%-მა იცის წერა-კითხვა. კაცებს შორის ეს მაჩვენებელი 91.31%-ის, ხოლო ქალებს შორის 76.3%-ის ტოლია.

ქალაქის მოსახლეობის მთავარი რელიგია ინდუიზმია. მას მოსახლეობის 75.73% მისდევს. მეორე უმსხვილეს რელიგიურ ჯგუფს მუსლიმანები წარმოადგენენ, რომლებიც მოსახლეობის 20.64%-ს შეადგენენ. ბუდიზმს მოსახლეობის 1.62% მისდევს, ჯაიანიზმს ― 1%, ქრისტიანობას ― 0.73%, ხოლო 0.28% არარელიგიურია, სხვა რელიგიების მიმდევარია ან პასუხისგან თავს იკავებს.

რესურსები ინტერნეტში

სოლაპური 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

სოლაპური გეოგრაფიასოლაპური დემოგრაფიასოლაპური რესურსები ინტერნეტშისოლაპური სქოლიოსოლაპურიბანგალორიინგლისური ენაინდოეთიინდოეთის ადმინისტრაციული დაყოფაკარნატაკამაჰარაშტრამუმბაიპუნაჰაიდარაბადი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

თითაობაადამიანის ჩონჩხიდანიაოთარ კაკაბაძეპანკრეასინაკრძალიერთა ლიგაზიმონ მარიუსიძუძუმწოვრებიმილიმეტრიძალაჩინეთისაქართველოს პარლამენტინილოსიტროპიკული ტყეებიკრიშტიანუ რონალდუსკორპიონსიოპერაელინიზმირესპუბლიკაპეტრე ჩაიკოვსკიდედამიწამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2022თევდორე კველთელიუფლისციხევახტანგ I გორგასალიMozilla Firefox28 მარტისასწორი (ასტროლოგია)ლითოსფეროთემურ ქეცბაიახორვატიაავღანეთიაზერბაიჯანიგაერთიანებული ერების ორგანიზაცია9 აპრილის ტრაგედიამიუზიკლითბილისის ზღვაბერძენ-სპარსელთა ომებიავსტრიაAbbey Roadვასკულიტიცილებილობოტომიასიურრეალიზმიუჯრედიადმირალი (პეპელა)ეგრისის დიდი ომიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებილუი XIVსპორტული უნივერსალი (ავტომობილი)ბულბულიეკვატორული კლიმატური სარტყელიანტარქტიდანივთიერებაამასიის ზავიგაპიროვნებაგორიჟიული შარტავაფრინველებისულხან-საბა ორბელიანიფეხბურთივულკანიიგლუდავით VI ნარინიგულიაზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითგერმანიის ქალაქების სიასალვადორ დალიიაკობ გოგებაშვილიგიორგი წიტაიშვილისაქართველოს დამოუკიდებლობის დღერელიგიათურქეთ-საქართველოს ურთიერთობებიჩემი ცოლის დაქალებითავისუფლება (ფილოსოფია)ირაკლი აზაროვი🡆 More