ჰაიდარაბადი (ტელუგუ హైదరాబాదు; ურდუ حیدر آباد; ინგლ.
მეტსახელად მას მარგალიტების ქალაქსაც უწოდებენ. იგი ინდოეთის ერთ-ერთი უდიდესი მეტროპოლიაა 650 კმ² ფართობითა და 6 809 970 მცხოვრებით ქალაქში, მეტროპოლიურ არეალში კი 7 749 334-ით. შედეგად, ჰაიდარაბადი მეოთხე ყველაზე ხალხმრავალი ქალაქია ინდოეთში და მეექვსე ყველაზე დიდი აგლომერაცია მსოფლიოში.
ქალაქი | |
---|---|
ჰაიდარაბადი ტელუგ. హైదరాబాదు[1] | |
საათის ისრიმ მიხედვით ზემო მარცხენა კუთხიდან: ჩარმინარი, ბირლა-მანდირი, ჰუსეინ საგარი, ჰოლკონდის ციხესიმაგრე, მაღლივი შენობები, ჩოვმაჰალას სასახლე | |
ქვეყანა | ინდოეთი |
შტატი | ანდჰრა-პრადეში |
კოორდინატები | 17°21′58″ ჩ. გ. 78°28′34″ ა. გ. / 17.36611° ჩ. გ. 78.47611° ა. გ. |
დაარსდა | 1592[2] |
ფართობი | 650 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 536 მ |
ოფიციალური ენა | ტელუგუ[3] , ურდუ ენა[4] და ინგლისური ენა |
მოსახლეობა | 6 809 970 კაცი (2011) |
სასაათო სარტყელი | UTC+5:30 |
სატელეფონო კოდი | +91–40, 8413, 8414, 8415, 8417, 8418, 8453, 8455 |
საფოსტო ინდექსი | 500001 |
საავტომობილო კოდი | AP09, AP10, AP11, AP12, AP13, AP28 და AP29 |
ოფიციალური საიტი | ghmc.gov.in |
ჰაიდარაბადი ახ. წ. 1591 წელს სულთანმა მუჰამედ ქული ქუთბ შაჰმა დააარსა მდინარე მუსის ნაპირებზე, დეკანის ზეგნის ჩრდილოეთ კიდეზე.
ერთ დროს ჰაიდარაბადი ბრილიანტებითა და მარგალიტებით ვაჭრობის გლობალური ცენტრი იყო. ბოლო დროს ქალაქი წარმოჩნდა როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიის (IT), ფარმაცევტული და ბიოტექნოლოგიების ცენტრი, რის გამოც მას „ინდოეთის გენომის ველს“ უწოდებენ. ქალაქში მდებარეობს ტელუგუური ფილმების ცენტრი ტოლივუდი.
2012 წლის მარტის მონაცემებით, ჰაიდარაბადი „ინდოეთის საუკეთესო მემკვიდრეობის ქალაქადაა აღიარებული“, სადაც განთავსებულია მრავალი ისტორიული ძეგლი, რომელთა შორისაცაა იუნესკოს აზია-ოკეანიის მემკვიდრეობის სიაში შესული ჩოვმაჰალის სასახლე. ქალაქს ტურისტების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა სტუმრობს. ჩრდილოეთ და სამხრეთ ინდოეთის გზაჯვარედინზე მდებარე ეს ქალაქი გამოირჩევა თავის უნიკალური კულტურით, ხელოვნებითა და არქიტექტურით.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ჰაიდარაბადი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.