სენკაკუს კუნძულები

სენკაკუს კუნძულები (იაპონ.

შედის იაპონიის დაქვემდებარებაში. კუნძულები ტაივანის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ჩინეთის აღმოსავლეთით, კუნძულ ოკინავის დასავლეთით და რიუკიუს კუნძულების სამხრეთ-დასავლეთ ბოლოდან ჩრდილოეთით მდებარეობს. კონტინენტურ ჩინეთში სენკაკუს კუნძულებს დიაოიუს კუნძულები ან დიაოიუ-დაო და მასთან დაკავშირებული კუნძულები ეწოდება (ჩინ.: 钓鱼岛及其附属岛屿), ხოლო ტაივანში ― დიაოიუტაის კუნძულები ან ტიაოიუტაის კუნძულები.

სენკაკუს კუნძულები
სენკაკუს კუნძულები

კუნძულები იაპონიასა და ჩინეთს და იაპონიასა და ტაივანს შორის სადავო ტერიტორიებს წარმოადგენს. XIV საუკუნეში კუნძულების აღმოჩენასა და მფლობელობაზე ჩინეთი აპელირებს, ხოლო იაპონია სენკაკუს კუნძულებზე მფლობელობას 1895 წლიდან ინარჩუნებდა მეორე მსოლფიო ომამდე. 1945-1972 წლებში კუნძულები აშშ-ის რიუკიუს კუნძულების სამოქალაქო ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში იყო, რის შემდეგაც კუნძულები იაპონიას დაუბრუნდა აშშ-სა და იაპონიას შორის ოკინავის დაბრუნების შეთანხმების საფუძველზე. 1968 წელს პოტენციული წყალქვეშა ნავთობის რეზერვების აღმოჩენამ კუნძულთა შესახებ სადავო ინტერესები კიდევ უფრო გააცხოველა. მიუხედავად ჩინეთსა და ტაივანს შორის კომპლექსური ურთიერთობებისა, ორივე მთავრობა თანხმდება, რომ სენკაკუს კუნძულები ტაივანის ნაწილია და ილანის ოლქს მიეკუთვნება. იაპონიის დაქვემდებარებაში სენკაკუს კუნძულები ქალაქ იშიგაკისა და ოკინავის პრეფექტურაში შედის. იაპონია კუნძულებზე ჩინეთისა და ტაივანის განცხადებებს არ ცნობს, თუმცა იშგაკის ადმინისტრაციას კუნძულების განვითარების ნებას არ აძლევს.

ისტორია

სენკაკუს კუნძულები 
იაპონელი მუშები სკუმბრიის ქარხანაში კუნძულ ოოცურიზე, დაახლოებით 1910 წლისთვის

სენკაკუს კუნძულების შესახებ ჩინური ჩანაწერები XV საუკუნით თარიღდება, რომლებშიც კუნძულებს დიაოიუდ, მათ შორის წიგნებში: „მოგზაურობა კუდიან ქართან ერთად“ (1403) და „რიუკიუში იმპერატორის ელჩის ვიზიტის ჩანაწერები“ (1534). მინგის დინასტიის ჩინურ საიმპერიო რუკაზე კუნძულთა ჯგუფის ჩინური სახელწოდება დიაოიუ და მთავარი კუნძულის იაპონური სახელწოდება უოცური ითარგმნება, როგორც „თევზაობა“.

ისტორიულად ჩინელები დაუსახლებელ კუნძულებს სანავიგაციო მონიშვნებად იყენებდნენ რიუკიუს სამეფომდე მისაღწევად. „კონკრეტულ კუნძულებზე კომპასებს ასწორებდნენ, სანამ შემდეგი კუნძულისკენ გასწევდნენ“.

კუნძულთა პირველი აღწერილობა ევროპაში პირველად ისააკ ტიცინგის წიგნში გვხვდება, რომელიც 1796 წლით თარიღდება. ტიცინგის იაპონური წიგნების მცირე ბიბლიოთეკაში შედის „სამი ქვეყნის ილუსტრირებული აღწერა“. ეს ტექსტი 1785 წელს იაპონიაში დაიბეჭდა და მასში რიუკიუს სმაეფოა აღწერილი.

იაპონიის ცენტრალურმა მთავრობამ კუნძულთა ანექსია 1895 წლის დასაწყისში მოახდინა ჩინეთ-იაპონიის ომის დროს. 1900 წლისთვის იაპონელმა მეწარმემ, კოტა ტაცუშირომ კუნძულებზე სკუმბრიების ქარხანა ააშენა, რომელშიც 200-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული. 1940 წლისთვის ბიზნესი ჩავარდა და მას შემდეგ კუნძულები დაუსახლებელია. 1970-იან წლებში კოგა ტაცუშიროს ვაჭმა, ზენძი კოგამ და მისმა ცოლამ ოთხი კუნძული კურიჰარას ოჯახს მიჰყიდეს.

სენკაკუს კუნძულები 
იაპონელი გეოლოგის, ჰისაში კუროიავას მიერ შექმნილი უოცური-შიმის გეოლოგიური რუკა 1900 წელს

1945 წელს იაპონიის დანებების შემდეგ კუნძულები აშშ-ის დაქვემდებარებაში გადავიდა. 1969 წელს აშშ-ის აზიისა და შორეული აღმოსავლეთის ეკონომიკურმა კომისიამ სენკაკუს კუნძულების მახლობლად ნავთობისა და ბუნებრივი აირის პოტენციური რეზერვები გამოავლინა. 1971 წელს ოკინავის დაბრუნების შეთანხმება დაიდო და მომდევნო წელს კუნძულები იაპონიას დაუბრუნდა. 1972 წლიდანვე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და ტაივანის მთავრობებმა ოფიციალურად დაიწყეს კუნძულების მფლობელობაზე პრეტენზიის განცხადება.

1972 წლიდან, როდესაც კუნძულები იაპონიას დაუბრუნდა, ტერიტორიები იშიგაკის დაქვემდებარებაში გადავიდა, თუმცა იაპონიის ცენტრალურმა მთავრობამ კუნძულთა გამოკვლევისა და განვითარების ნებართვა არ გასცა. 1978 წელს იაპონელებმა კუნძულ ოოცურიზე პირველი შურუქა აღმართეს.

2012 წლის 11 სექტემბერს იაპონიის მთავრობამ მინამი-კოჯიმას, კიტა-კოჯიმასა და უოცურის კუნძულების ნაციონალიზაცია მოახდინა. მთავრობამ კურიჰარას ოჯახს 2.05 მილიარდი იაპონური იენი გადაუხადა.

2014 წელს იაპონიამ კუნძულებზე შუქურა და იაპონური დროშების ნავსადგური ააშენა.

გეოგრაფია

სენკაკუს კუნძულები 
სენკაკუს კუნძულების რუკა (1944)
სენკაკუს კუნძულები 
კუნძულთა კლასტერი: უოცური-შიმა (მარცხნივ), კიტა-კოჯიმა და მინამი-კოჯიმა (მარჯვნივ)

კუნძულთა ჯგუფი ხუთი დაუსახლებელი კუნძულისა და სამი შიშველი კლდისგან შედგება. იაპონიის კაბინეტმა 39 დაუსახლებელი კუნძულის სახელი გამოაქვეყნა, ხოლო ინდოეთი 71 კუნძულის იდენტიფიცირებას ახდენს და სახელწოდებებსაც ურჩევს.

კუნძულები აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში, ტაივანიდან 120 საზღვაო მილით ჩრდილო-აღმოსავლეთით, კონტინენტური ჩინეთიდან 200 საზღვაო მილით აღმოსავლეთით და ოკინავიდან სამხრეთ-დასავლეთით 200 საზღაო მილის დაშორებით მდებარეობს.

კუნძულები ტაივანის კუნძულ პენგძიადან აღმოსავლეთით 140 კმ-ითაა დაშორებული, იაპონიის კუნძულ იშიგაკის ჩრდილოეთით ― 170 კმ-ით, ტაივანის კუნძულ კიილუნგიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით ― 186 კმ-ით და ოკინავიდან დასავლეთით 410 კმ-ით დაშორებით მდებარეობს.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

დამატებითი საკითხავი

რესურსები ინტერნეტში

სენკაკუს კუნძულები 
არის გვერდი თემაზე:

Cabinet Secretariat, Japan's Response Respecting Law and Order in the International Community / The Senkaku Islands

სქოლიო

Tags:

სენკაკუს კუნძულები ისტორიასენკაკუს კუნძულები გეოგრაფიასენკაკუს კუნძულები იხილეთ აგრეთვესენკაკუს კუნძულები ლიტერატურასენკაკუს კუნძულები დამატებითი საკითხავისენკაკუს კუნძულები რესურსები ინტერნეტშისენკაკუს კუნძულები სქოლიოსენკაკუს კუნძულებიაღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაიაპონური ენაოკინავარიუკიუს კუნძულებიტაივანიჩინეთიჩინური ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიწყალბადიგასტრიტირაჭაკუბური მეტრივახტანგ I გორგასალიათეიზმიშვიდი მომაკვდინებელი ცოდვატკიპებიფარავანილეიკოციტოზიყივანახველაგრიგოლ რობაქიძემამა გაბრიელიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებიქართლის ცხოვრებაშუშანიკის წამებათერგდალეულებიზლატან იბრაჰიმოვიჩიზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2024ბიძინა ივანიშვილითეიმურაზ IIსაქართველო IX-X საუკუნეებშიმიხეილ ჯავახიშვილილაშა ბექაურიმენსტრუაციასოციოლოგია25 აპრილიძველი საბერძნეთიდეჟავიუსაქართველო VI საუკუნეშიასი ათასი მოწამებრესტი (საფრანგეთი)ჰიურემ სულთანიშუა ქალაქშისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკასოკრატებირთვული იარაღიადამიანის ჩონჩხიმარსიჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასაფრანგეთის რევოლუციამანასკერტის ბრძოლასაქართველოს მუნიციპალიტეტებიევერესტიასპინძის ბრძოლასაქართველოს პრემიერ-მინისტრიინდოეთიჭოტივნების კვირაპელოპონესის ომიმსოფლიოს შვიდი საოცრებაავტორიტარიზმიენცეფალოპათიაჩემი ცოლის დაქალებიმდგრადი განვითარებაჰემანგიომასაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიასვანეთიაუტიზმიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიახალციხეჰოლოკოსტიკავკასიაალპებიქრისტიანობარუსეთის ისტორიაენდომეტრიოზინოე ჟორდანიაგველებიხელისუფლების დანაწილებაასურეთიექვთიმე თაყაიშვილისულეიმან Iგიორგი XIIკილომეტრიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკაბიპოლარული აშლილობა🡆 More